რა არის TxID და რისთვისაა ის საჭირო?

ფოტო - რა არის  TxID და რისთვისაა ის საჭირო?
ვინაიდან კრიპტოვალუტის თანხები ფიზიკურად არ არსებობენ, (ქაღალდის ფულისგან განსხვავებით), გადარიცხვის პროცესი ბლოკჩეინ ქსელში საბანკოსგან ცოტა განსხვავდება.როგორც მინიმუმ, თქვენ არ იღებთ სტანდარტულ ქვითარს, რომელიც ადასტურებს თანხის წარმატებით გაგზავნას. მის ნაცვლად, გადარიცხვის დამადასტურებელია ტრანზაქციის იდენტიფიკატორია (TXiD).
ვიდრე კრიპტოვალუტის ოპერაცია (გზავნილი, თანხის გამოტანა ან მონეტების შეძენა) ბლოკჩეინის ძირითად ჯაჭვში დაემატება, მან მაინერების მეშვეობით შემოწმება უნდა გაიაროს. TXiD – ძირითადი ინსტრუმენტია ნებისმიერი კრიპტოვალუტის ტრანზაქციის დასადასტურებლად, რომელიც მაინერებს აძლევს საშუალებას შემოწმება გაატარონ.

ტრანზაქციების იდენტიფიკატორი (TXiD) - ეს არის ასოებისა და ციფრების უნიკალური ნაკრები, რომელიც თითოეულ ოპერაციას ენიჭება  ბლოკჩეინ ქსელში. ის სისტემის მიერ ავტომატურად გენერირდება და  შედგება 64 ასოსგან და ციფრისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კრიპტოვალუტის  ოპერაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მოცემულ ოპერაციაზე თანხების გადაადგილების  თვალდევნას და მისი ნამდვილობის დადასტურებას  შესაძლებელს ხდის.  

ეს კრიპტოგრაფულად დაშიფრული ინფორმაციაა, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ, რომ TXiD  სხვის ხელში მოხვდება. ამ ინფორმაციის სხვებზე გადაცემა სრულიად უსაფრთხოა.  ბლოკჩეინ ქსელში ყველა ოპერაცია ელვისებურად ვერ  ტარდება, ამიტომ თანხების მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ ტრანზაქციების იდენტიფიკატორი როგორც გარანტი იმისა, რომ თქვენ ისინი ნამდვილად გაგზავნეთ.

ტრანზაქციების იდენტიფიკატორის მოძებნის პროცესი ყველა ბირჟაზე  თითქმის ერთნაირია (iD  ყოველთვის არის თქვენი ტრანზაქციების ისტორიაში). მაგალითად, როგორ მოვძებნოთ  TXiD , თუ ოპერაცია ბირჟაზე WhiteBit შესრულდა?

1. შედით თქვენ ექაუნთში  WhiteBit–ზე.

2. გადადით  სექციაში “ორდერები”  ზედა მარჯვენა კუთხეში.

3. აირჩიეთ “აქტიურები” (თუ ტრანზაქცია ჯერ არ დასრულებულა), ან  “ისტორია” (თუ ეს უკვე შესრულებული გადარიცხვაა). 

4. იპოვეთ თქვენთვის საჭირო ტრანზაქცია  ხელით ან საძიებო ფილტრების დახმარებით.

5. დააჭირეთ  თქვენთვის საჭირო ტრანზაქციის TxiD–ს და კოდი ავტომატურად გადმოკოპირდება გაცვლის ბუფერში.

6. ახლა თქვენ შეგიძლიათ ეს კოდი გადაუგზავნოთ თანხის მიმღებს, რომელსაც ასევე სჭირდება დადასტურება.

TXiD - ეს არის დამაკავშირებელი რკოლი გამგზავნსა და მიმღებს შორის. ამ ინსტრუმენტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ  დაამტკიცოთ, რომ გადარიცხეთ თანხები, არამედ თავადაც დარწმუნდეთ  იმაში, რომ მონეტების საჭირო რაოდენობა  თქვენს ანგარიშზე აისახება. იმ შემთხვევაში,თუ გარიგების მეორე მხარე არ შეასრულებს  პირობებს (ასეთი რამ შეიძლება მოხდეს P2P ვაჭრობისას), ტრანზაქციების იდენტიფიკატორი იქნება მთავარი არგუმენტი თქვენი კრიპტოვალუტის ბირჟის დახმარების სერვისისთვის  თანხის დასაბრუნებლად.