Beeple-მა და Christie’s-მა ჩარლსტონში დიჯითალ-გალერეა გახსნეს

ფოტო - Beeple-მა და Christie’s-მა  ჩარლსტონში დიჯითალ-გალერეა გახსნეს
ის დრო, როდესაც ციფრული ხელოვნების ნიმუშების ნახვა მხოლოდ ვირტუალურ რეალობაში იყო შესაძლებელი, წარსულს ჩაბარდა. მთელ მსოფლიოში აქტიურად იხსნება რეალური დიჯითალ-გალერეები და ერთ-ერთი მათგანი – Beeple Studio, მხატვარმა Beeple-მა და Christie’s-ს აუქციონმა გახსნეს.
Beeple Studio — ინოვაციური სივრცეა ჩარლსტონში (სამხრეთ კაროლინა), რომლის ფართობია 50 000 კვადრატული ფუტი. სწორედ აქ შექმნის მხატვარი Beeple თავის ნამუშევრებს, ასევე გამართავს საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება ციფრულ ხელოვნებას და Web3-ს.

Beeple Studio-ს საზეიმო გახსნა, რომელშიც მსოფლიო არტ-ბაზრის ლიდერი და ერთ-ერთი უდიდესი სააუქციონო სახლი Christie's მონაწილეობდა, 11 მარტს გაიმართა. ტრადიციული წვეულებებისგან განსხვავებით, სადაც ცნობილი მხატვრების ციფრულ ნამუშევრებს მაყურებელი ეკრანზე ათვალიერებს, აქ სტუმრებს  კარდინალურად განსხვავებული, ახალი ფორმატი ელოდა.

გამოფენის მონაწილე შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი მსურველი, ვინც 1 თებერვლამდე განაცხადს შეიტანდა. ყველაზე პერსპექტიული დამწყები მხატვრების ნამუშევრების შერჩევის შემდეგ, Beeple Studio-ს წარმომადგენლებს ისინი გამოფენის ზოგად სიაში შეჰქონდათ, ლეგენდების ნამუშევრებთან ერთად - XCOPY, Refik Anadol, Blake Kathryn, Fvckrender და სხვები.

იმისათვის, რომ მაყურებელს სრულად შეეფასებინა ციფრული ხელოვნება, ნამუშევრების დემონსტრირება  კედლებისა და სვეტების ზედაპირზე მოხდა. ყველა ეკრანი ერთდროულად აჩვენებდა ვიდეოს და ვრცელ სივრცეში ერთიან კომპოზიციებს ქმნიდა.
წყარო: beeple-studios.xyz

წყარო: beeple-studios.xyz

Beeple Studio-ში ასევე შედის გალერეა და 13 000 კვადრატული ფუტის ფართობის  ექსპერიმენტული არტ-სივრცე. პროექტის შემქმნელები გეგმავენ გამოიყენონ მთელი სივრცე დიჯითალ-მხატვრების პრეზენტაციების სხვადასხვა ფორმატისთვის და საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის, რომელთა ჩატარება სხვა ლოკაციებზე შეუძლებელია.

ამჟამად სტუდია  ვიზიტორებისთვის მხოლოდ ნაწილობრივ არის გახსნილი. Beeple Studio-ში ვიზიტისთვის, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ და აირჩიოთ შემოთავაზებული დროითი ინტერვალებიდან ერთ-ერთი.

Beeple-ის შესახებ

Beeple არის გრაფიკული დიზაინერი ჩარლსტონიდან  მაიკ ვინკელმანი. 15 წელზე მეტია ის ქმნის ციფრული ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა შორისაა: ვიჯეი Creative Commons VJ ციკლები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ვიზუალური ეფექტები ვარსკვლავების კონცერტებისთვის (ემინემი, ჯასტინ ბიბერი, ნიკი მინაჟი, One Direction და სხვ.).
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Beeple ფართოდ ცნობილი 2021 წელს გახდა, როდესაც მისი NFT "The First 5000 Days" Christie's-ს აუქციონზე 69.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ნამუშევარი მიეკუთვნება "ყოველდღიურ" მიმდინარეობას 3D გრაფიკაში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად მაიკია. ყოველდღე ის ქმნის გამოსახულებას, აქვეყნებს მას ინტერნეტში და 10 წელზე მეტია არ ღალატობს ამ ტრადიციას. მიმდინარე წლის თებერვალში პროექტ „პირველი 5000 დღის“ ყველა ნახატი ამავე სახელწოდების წიგნის სახით გამოიცა.
Источник: Twitter

Источник: Twitter