Sotheby's მეტავერსში პირველ NFT–აუქციონს გამართავს

ფოტო - Sotheby's მეტავერსში პირველ NFT–აუქციონს გამართავს
Sotheby's და Paris Blockchain Week, RLTY World-თან პარტნიორობით, მეტავერსის ერთობლივი NFT–აუქციონისთვის ემზადებიან. ღონისძიებას Oddly Satisfying Sale ჰქვია.
აუქციონი მეტასამყაროში RLTY World ჩატარდება, მაგრამ მასზე წვდომა ოფლაინ–ფორმატშიც  იქნება შესაძლებელი. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების 66 NFT ნამუშევარი, მათ შორის Beeple–ის, Julien Rivoire–ის, Brinkman–ისა და სხვების.

Paris Blockchain Week არის ბლოკჩეინისა და Web3–ის სფეროებში პროფესიონალების საერთაშორისო კონფერენცია. ის 20-დან 24 მარტამდე პარიზში გაიმართება. კონფერენციაზე განიხილება DeFi–ს, NFT–ების, Web3–ისა და მეტავერსის განვითარების აქტუალური საკითხები. ორგანიზატორები ელიან,რომ Paris Blockchain Week–ს  10000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

GC
GN Crypto
ავტორი