ბლოკჩეინ-პროექტი LayerZero. როგორ მივიღოთ რეტროდროპი?

ფოტო - ბლოკჩეინ-პროექტი LayerZero. როგორ მივიღოთ რეტროდროპი?
LayerZero არის ომნიჩეინ-თავსებადობის პროტოკოლი, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა.
ყველა dApp მონაცემებს ჩაშენებული ორაკულისა და რეტრანსლატორის მეშვეობით გაცვლის. ამრიგად, მომხმარებლებს კროსჩეინ ხიდები აღარ დასჭირდებათ, სახსრები კი DeFi პროექტებთან მუშაობის პროცესში ქსელებს შორის ავტომატურად გადაირიცხება. 

LayerZero ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროექტია, რომელსაც, პოტენციურად, შეუძლია დააჯილდოოს მომხმარებლები რეტროსპექტული დროპით. რომელ პროტოკოლებთან სჯობს ურთიერთქმედება, რათა ჯილდოს მიღების შანსი გაიზარდოს - ამ სტატიაში გიამბობთ.

დაფინანსება (+ FTX-თან გარიგების შეწყვეტა)

კარგი გარე დაფინანსების მქონე პროექტები ყველაზე დიდ დროპს ადრეული აქტივობისთვის არიგებენ. Crunchbase-ის მონაცემებით, LayerZero-მ მოიზიდა $173 მილიონი 27 ძირითადი ფონდიდან, რომელთა შორისა Sequoia Capital, a16z, Coinbase, Binance, Tiger Global, Uniswap, PayPal Ventures და სხვა.

ასევე პროექტში ინვესტიცია ჩადეს Alameda Research-მა და კრიპტობირჟა FTX-ის ვენჩურულმა ქვედანაყოფმა, მაგრამ ამ პლატფორმების გაკოტრების შემდეგ, LayerZero-მ, რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, მათთან კონტრაქტი გაწყვიტა და თანხები დააბრუნა.
LayerZero-ს საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)

LayerZero-ს საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)

მინიშნება ტოკენზე

პერსპექტიული პროტოკოლების უმეტესობა შესაძლო ტოკენისა და რეტროდროპის შესახებ პირდაპირ აცხადებს. LayerZero-მ ეს არ გააკეთა, თუმცა საკუთარ დოკუმენტაციაში მომავალ ZRO აქტივზე მინიშნება დამალა.
მინიშნება LayerZero ტოკენის შესახებ დოკუმენტაციაში

მინიშნება LayerZero ტოკენის შესახებ დოკუმენტაციაში

ამრიგად, LayerZero ეკოსისტემასთან ურთიერთქმედებას ნამდვილად აქვს აზრი, თუ ადრეული აქტივობისთვის airdrop-ის მიღების იმედი გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პროექტი Mainnet-ში მუშაობს, ამიტომ მათთან მუშაობისთვის რეალური სახსრები იქნება საჭირო. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, დეტალურად გაეცანით რისკებს.

DeFi პროტოკოლი კროსჩეინ გადარიცხვებისთვის, ტოკენების გაცვლისა და ლიკვიდობის ფარმინგისთვის.

პლატფორმაზე ხელმისაწვდომი აქტივობების სია:

● ხიდი ტოკენების მიგრაციისთვის ბლოკჩეინებს შორის;

● ტოკენების სტეიკინგი სხვადასხვა ქსელში;

● ლიკვიდობის ფარმინგი;

● კენჭისყრა ნატიური STG ტოკენის სტეიკინგის გზით.

როგორც გვიჩვენებს წარსული რეტროდროპების გამოცდილება ისეთი პროექტებში როგორიცაა Arbitrum, Otimism ან DYDX, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხიდსა და კენჭისყრას.
კროსჩეინ ხიდი Stargate

კროსჩეინ ხიდი Stargate

დერივატიული DEX ბირჟა Arbitrum-ის ბლოკჩეინზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოუშვა საკუთარი ნატიური ARB ტოკენი.

ქმედებების ჩამონათვალი:

● ტრანზაქციების განხორციელება პლატფორმის შიგნით. ვინაიდან ეს არის დერივატიული პლატფორმა, აქ არსებობს ლევერიჯი, რომელთანაც ფრთხილად უნდა იყოთ;

● SGLP და USDC ტოკენების სტეიკინგი განყოფილებაში Vault.

TVL Rage Trade ამჟამად $5 მილიონად არის შეფასებული.
Rage Trade-ის საწყისი გვერდი

Rage Trade-ის საწყისი გვერდი

დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც განკუთვნილია გაცვლისთვის ნულოვანი ასხლეტით და სპეციალური ბოტით დაცული გარიგებებისთვის.

ხელმისაწვდომი აქტივობების სია:

● ტოკენების გაცვლა;

● სტეიბლკოინებისა და HFT ტოკენის ფარმინგი.
პლატფორმა Hashflow-ის სტატისტიკური მონაცემები

პლატფორმა Hashflow-ის სტატისტიკური მონაცემები

კრიპტოვალუტის დაკრედიტების პროტოკოლი Arbitrum-ზე. TVL ამჟამად 400 მილიონს აჭარბებს, რაც მომხმარებლის კარგ აქტივობაზე მიუთითებს.

მოქმედებები, რომელთა შესრულება Radiant-შია შესაძლებელი:

● სტეიბლკოინების, ან სხვა მონეტების სესხება, კრიპტოვალუტის დაგირავებით;

● საკუთარი მონეტების ლენდინგში დატოვება წლიური პროცენტით;

● USDT-ის, USDC-ის, ETH-ის, WBTC-ისა და ნატიური RDNT ტოკენის სტეიკინგი;

● კენჭისყრაში მონაწილეობა DAO-ს შემადგენლობაში.
ნატიური RDNT-ის სტეიკინგის გვერდი

ნატიური RDNT-ის სტეიკინგის გვერდი

NFT პლატფორმა LayerZero-სგან, რომელზეც არაჩანაცვლებადი ტოკენების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი ბლოკჩეინებს შორის. ჯერჯერობით, პლატფორმა ბეტა ვერსიის რეჟიმში მუშაობს, მაგრამ შესაძლებელია NFT-ის მინთი სხვადასხვა ქსელში.

ასევე, აზრი აქვს აქტივობას პროექტის Discord-ში.
NFT-ების მინთი Omni X-ზე

NFT-ების მინთი Omni X-ზე

Omni X-ის ანალოგიური სერვისი. მთავარ გვერდზე არის NFT-ების მიღების შესაძლებლობა Polygon-ის, Avalanche-ისა და Ethereum-ის ქსელებში. ღირებულება ყველგან განსხვავებულია და შეიძლება მერყეობდეს ბლოკჩეინში არსებული საკომისიოს მიხედვით.

ჯერ უნდა შექმნათ კოლექცია, შემდეგ შექმნათ NFT, მიუთითოთ სახელი, აღწერა და გადახვიდეთ კონტრაქტის დეპლოიზე.
NFT-ების შექმნა Holograph-ზე

NFT-ების შექმნა Holograph-ზე

ასევე აზრი აქვს ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე NFT-ის ტრანსფერის ტესტირებას.

LayerZero-ს ოფიციალური სატესტი ქსელი Circle-თან პარტნიორობით. ტრანზაქციები ხდება Goerli-სა და Avalanche Fuji-ს ქსელებში. სატესტო ტოკენის მიღება შესაძლებელია გვერდის ბოლოში არსებულ ღილაკზე "Faucet" დაწკაპუნებით.

აქტივობებიდან - ტოკენების გადარიცხვა ქსელებს შორის.
Layer Zero-ის ტესტნეტის გვერდი

Layer Zero-ის ტესტნეტის გვერდი

ეს  LayerZero-ს ეკოსისტემაში ყველაზე საინტერესო პროექტებია, რომლებთანაც ურთიერთქმედება პოტენციური რეტროდროპის მისაღებად ღირს. ასევე არსებობს რამდენიმე დამატებითი პლატფორმა:

WOOFi;

Sushi;

Liquidswap Pontem Network-ისგან.

ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა ტიპის პლატფორმებსა და აქტივობებს შეეხება პოტენციური რეტროსპექტული დროპი, ამიტომ ღირს რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება, რათა საფულემ ქსელში აქტივობის რეიტინგი გაზარდოს.