ბაფეტმა ბიტკოინი ისევ გააკრიტიკა

icon BTC
ფოტო - ბაფეტმა ბიტკოინი ისევ გააკრიტიკა
ბიტკოინი შეიძლება არ იყოს "ვირთხის შხამი კვადრატში", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბაფეტს მოსწონს. ამას მისი ბოლო განცხადებებიც ადასტურებს.
CNBC-ის გადაცემა Squaw Box-თან ინტერვიუში Berkshire Hathaway-ის გენერალურმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა ბიტკოინის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გამოთქვა. დადებითი არცერთი მათგანი არ არის.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბიტკოინს შინაგანი ღირებულება არ გააჩნია და დასძინა, რომ ეს არის მხოლოდ ტოკენი აზარტული თამაშებისთვის. 

"მაგრამ ეს ადამიანებს რულეტის თამაშში ხელს სულაც არ უშლის", - ამბობს უორენ ბაფეტი. "ხალხს ლატარიის თამაში მოსწონს. სათამაშო ინსტინქტი იღვიძებს. ჩვენ აზარტული თამაშების ბუმი გვაქვს“.

ბაფეტმა აღიარა, რომ მას ფსონების დადება უყვარს და თქვა, რომ უპირატესობას საფეხბურთო მატჩებს ანიჭებს. "თუ ვზივარ და ვუყურებ, ეს კიდევ უფრო საინტერესოა. მაგრამ არა მგონია, რომ ფულის გამომუშავება კაზინოს წინააღმდეგ ფსონებით მსურდეს“, - განმარტავს ის. 

Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორი ცნობილია ბიტკოინის შესახებ უამრავი განცხადებით, რომლებიც უკიდურესად შეურაცხმყოფელიდან უბრალოდ ცუდამდე მერყეობს. პირველი იყო BTC-ის დახასიათება 2018 წელს, როდესაც თქვა, რომ ბიტკოინი, “შესაძლოა, იყოს ვირთხის შხამი კვადრატში". მისი ბოლო განცხადება კი შეიცავს ვრცელ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ არ აქვს ყველა კრიპტოაქტივის "მშობელს" არანაირი ღირებულება და უძრავი ქონება მასზე გაცილებით უკეთესია.

BTC-ის აკრიტიკებს Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლი მანგერიც. მანამდე მან კრიპტოვალუტას "გიჟური, სულელური აზარტული თამაში" უწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მის პოზიციას ეწინააღმდეგებიან, იდიოტები არიან.

გულწრფელობის მიუხედავად, ბაფეტი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს კრიპტოინვესორებში, რომლებიც კრიპტოვალუტის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილები. 2022 წლის ივნისში GNcrypto წერდა, რომ ცნობილმა ინვესტორმა, მარკ კუბანმა ბაფეტის სიბრძნე შეაქო და მოიყვანა მისი ციტატა: "მხოლოდ მაშინ დაინახავთ, ვინ ცურავს შიშველი, როდესაც ტალღა გადაივლის“. 

2023 წლის მარტში ხელოვნური ინტელექტის ბრიტანელმა  ინჟინერმა, მეიო ოშინმა შექმნა AI-ბოტი, სახელწოდებით "უორენ ბაფეტი". მას რთული ფინანსური დოკუმენტების ანალიზის კუთხით რევოლუცია უნდა მოეხდინა. ბოტის მიზანი დროის დაზოგვაა,  რისთვისაც ის მოცულობითი წლიური ანგარიშებიდან და სხვა ფინანსური დოკუმენტებიდან ინფორმაციას სწრაფად იღებს.