Bitcoin Global – ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის, რომელიც არის კრიპტოსავალუტო ბირჟის, WhiteBIT-ის ოფიციალური P2P.
Bitcoin Global-ს მრავალი უპირატესობა და ფუქნცია გააჩნია, რომელიც მომხმარებელს კომფორტული ვაჭრობისთვის ესაჭიროება:
● პლატფორმის web-ვერსია კომპიუტერიდან ან ნოუთბუკიდან სამუშაოდ;
● მობილური აპლიკაცია IOS-სა და и Android-სთვის ;
● ტელეგრამ-ბოტი;
● აქტივების შეძენისას ან გაყიდვისას ნულოვანი საკომისიო;
●მობილური კრიპტოსაფულე ყველა კრიპტოვალუტით, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე სავაჭროდ;
● წვდომის შესაძლებლობა 160-ზე მეტი ქვეყნიდან, გადახდის 50-ზე მეტი მეთოდი.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin Global არის WhiteBIT კრიპტო ბირჟის ოფიციალური P2P, პლატფორმა სრულიად დამოუკიდებელია, ხოლო ბირჟიდან საკომისიოს გარეშე ტრანსფერების განხორციელება WhiteBIT კოდების გამოყენებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ სტატიის ბოლოს ვისაუბრებთ.
რა არის P2P?
P2P (peer-to-peer, person-to-person) არის გადახდის სისტემა შუამავლების გარეშე, სადაც ტრანზაქციაში მხოლოდ გამყიდველი და მყიდველი მონაწილეობენ. კრიპტოვალუტურ სფეროში, თუ P2P-ზე ვსაუბრობთ, პლატფორმა მოქმედებს როგორც გარანტი თითოეული მხარისთვის და ვაჭრობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
თუ მომხმარებელს სურს შეიძინოს კრიპტოვალუტა P2P პლატფორმაზე, მაგალითად, 100 დოლარი გრივნაზე, ის ირჩევს ხელმისაწვდომ შეთავაზებას და გარიგება იწყება. გადახდა ყველაზე ხშირად ხდება ბარათით და საკუთარ ანგარიშზე თანხის მიღების შემდეგ გამყიდველი ააქტიურებს „კრიპტოვალუტის გაგზავნის“ პარამეტრს. თუ გამყიდველი გადაწყვეტს მოტყუებას და შეეცდება არ გამოაგზავნოს კრიპტო თანხის მიღების შემდეგ, აქტივები ტრანზაქციაში მაინც დაიბლოკება, ხოლო გასაჩივრებისა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის (სქრინშოტის ან ქვითრის) წარდგენის შემთხვევაში, პლატფორმა იძულებითი გზით გაუგზავნის მყიდველს მის სახსრებს.
ამის მიუხედავად, P2P-თან მუშაობისას უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია:
■ კრიპტოვალუტის გაყიდვისას, დარწმუნდით, რომ თანხები მოსულია. თუ ადამიანმა მონიშნა, რომ თანხა გაგზავნილია, მაგრამ ფული ანგარიშზე არ შემოვიდა, განაცხადი ღიად უნდა დატოვოთ და ტექნიკურ დახმარებას აპელაცია გაუგზავნოთ.
■ კრიპტოვალუტის ყიდვისას საპირისპირო წესი მოქმედებს. თუ თქვენ გააგზავნეთ ფული და მეორე მხარე თანხის მიღებას უარყოფს, არ არის საჭირო განმეორებითი ტრანზაქციის გაკეთება ან განაცხადის დახურვა. ასეთ სიტუაციაში, გახსენით აპელაცია და ტექნიკურ მხარდაჭერას გადარიცხვის ქვითრები გაუგზავნეთ.
Bitcoin Global-ის მიმოხილვა
საწყის გვერდზე პლატფორმის გამოყენების ძიროთადი ღილაკებია წარმოდგენილი:
● კრიპტოვალუტის გაყიდვა;
● კრიპტოვალუტის შეძენა;
● განაცხადის გამოქვეყნება. ამ პუნქტში თქვენ განცხადებას დამოუკიდებლად ქმნით და არ ირჩევთ მას მზა შაბლონებიდან.
ასევე შესაძლებელია ენის შეცვლა (ხელმისაწვდომია, მათ შორის ინგლისური, უკრაინული და რუსული), შეტყობინებების კონფიგურაცია, ანგარიშის მონაცემების შესწავლა და საფულეზე გადასვლა.
თუ გვერდს ჩამოყვებით, შეგიძლიათ იპოვოთ მობილური აპლიკაციის ბმულები, Telegram-ის ბოტი ან რეგისტრაციის ბლოკი, რომელშიც მოითხოვება მხოლოდ ელ. ფოსტა და პაროლი.
Bitcoin Global-ის კიდევ ერთი თავისებურება - პლატფორმაზე KYC (ვერიფიკაციის) გავლა საჭირო არ არის.
Bitcoin Global-ის საწყისი გვერდი
„სტარტის“ ღილაკის მიჭერისას იხსნება არსებული განაცხადების გვერდი.
მათი გაფილტვრა შესაძლებელია გარიგების ტიპის (ყიდვა და გაყიდვა), ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის (BTC, ETH, TRX, USDT, HOGE), ფასის, ქვეყნის ან გადახდის მეთოდის მიხედვით.
პლატფორმა ავტომატურად დაალაგებს საუკეთესო ფასებს ზემოდან ქვევით, ასე რომ დიდხანს არ მოგიწევთ ძებნა.
ნებისმიერი ორდერის არჩევისას იწერება მეორე მხარის პირობები - გადახდის მეთოდი, გარიგების ლიმიტი, ფასი და მერჩანტის რეიტინგი.
გვერდი სავაჭრო განაცხადებით
ვთქვათ, მაქვს 10000 გრივნა ჩემს მონობანკის ბარათზე და მსურს ამ ფულით USDT-ს შეძენა. მე ვფილტრავ ჩემს მოთხოვნასთან დაკავშირებულ მონაცემებს.
პირველი შესაფერისი გამყიდველი - Davidmuzze. მას 300-ზე მეტი გარიგება აქვს ჩატარებული, ლიმიტი და ფასი აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. ვაჭერ ღილაკს «Buy».
მოთხოვნის შესაბამისი განაცხადი
როდესაც გარიგების გვერდზე გადახვალთ, ხელახლა უნდა წაიკითხოთ ყველა მონაცემი, შეიყვანოთ შესყიდვისთვის საჭირო კრიპტოვალუტის რაოდენობა და შემდეგ დააწკაპუნოთ «Send trade request».
სავაჭრო განაცხადის დეტალები
გარიგების დროს მხარეებს შეუძლიათ კომუნიკაცია შიდა ჩატში. შეგიძლიათ წინასწარ დატოვოთ თქვენი შეტყობინება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ოპერატიულ თანამშრომლობას.
Bitcoin Global-ზე გარიგების გახსნა
შემდეგი ქმედებები – ზევით გაწერილი ალგორითმის მიხედვით.
საკუთარი განაცხადის შექმნა
Bitcoin Global-ზე ყოველთვის არ არის შესაძლებელი სწორი სავაჭრო ორდერის პოვნა, ამიტომ უფრო ადვილია მისი შექმნა საკუთარი ძალებით. ეს როგორც თავად პლატფორმის ლიკვიდურობას გაზრდის, ასევე დააჩქარებს პოტენციურ ვაჭრობას.
შეკვეთის შექმნა შეგიძლიათ ველში «Post a Trade».
ორდერის გამოქვეყნებამდე თქვენ უნდა შეავსოთ საჭირო მონაცემები:
● ოპერაციის ტიპი (ყიდვა ან გაყიდვა);
● კრიპტოვალუტა;
● ქვეყანა;
● გადახდის მეთოდი;
● გადახდის მიღების ვალუტა;
● გარიგების ლიმიტები;
● დამატებითი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მეორე მხარეს დაეხმაროს.
საკუთარი სავაჭრო განაცხადის გამოქვეყნება. 1-ლი ნაწილი
საკუთარი სავაჭრო განაცხადის გამოქვეყნება. მე-2 ნაწილი.
თუ ვინმე აირჩევს და გახსნის თქვენს გარიგებას, შესაბამისი შეტყობინება გაიგზავნება მობილურ აპლიკაციაში, Telegram ბოტში ან პლატფორმის გვერდზე.
საფულე Bitcoin Global
სავსებით ნათელია, რომ P2P-ზე აქტივი რომ გაყიდოთ, თქვენ მას უნდა ფლობდეთ. Bitcoin Global-ს აქვს ჩაშენებული საფულე, რომელიც ყველა კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის არის ხელმისაწვდომი. თანხების გაგზავნისა და მიღების მექანიზმი იგივეა, რაც კრიპტო ბირჟებზე ან სხვა საფულეებზე.
გადარიცხვის საკომისიო დიდი არ არის: USDT გადარიცხვა Tron-ის ქსელში ეღირება $1, Ethereum-ის გაგზავნას 0.005 ETH დასჭირდება. ბიტკოინის ტრანზაქცია 0.0004 BTC ეღირება.
Bitcoin Global-ის შიდა საფულის გვერდი
WhiteBIT-თან ურთიერთქმედება კოდების მეშვეობით
WhiteBIT-კოდი – Bitcoin Global-სა და WhiteBIT-ის ბირჟას შორის გადარიცხვების მარტივი ფორმაა.
ოპერაციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: იქ, სადაც განთავსებულია სახსრები, უნდა შეიქმნას კოდი. თავდაპირველად უნდა აირჩიოთ აქტივი, რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ პაროლის დაყენება. კოდის გააქტიურება აქტივს პლატფორმაზე გადაიყვანს.
Bitcoin Global-ზე WhiteBIT-ის კოდებთან მუშოაბის ბლოკი
უსაფრთხოების მიზნით, უმჯობესია გარიგებებისთვის დაუყოვნებლივ დააყენოთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. ასევე, პირველი კოდის გააქტიურებამდე Bitcoin Global-მა შეიძლება მოგთხოვოთ სატესტო $1 გადარიცხვის განხორციელება.
ანგარიშის პარამეტრებში შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, დაუკავშირდეთ Telegram ბოტს API-ს საშუალებით, ნახოთ გარიგებების ისტორია, მოიწვიოთ მეგობრები რეფერალური ბმულის საშუალებით და ასევე წაიკითხოთ ბლოკი "პასუხები კითხვებზე".
Bitcoin Global-ზე გარიგებების ისტორიის შემცველი დაშბორდი
რეზიუმე პლატფორმასთან დაკავშირებით
Bitcoin Global არის საკმაოდ ადვილად გამოსაყენებელი P2P პლატფორმა, რომელსაც აქვს კომფორტული მობილური აპლიკაცია, არ გახდევინებთ ტრანზაქციის საფასურს და არ ითხოვს ვერიფიკაციას (KYC). ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც კრიპტოვალუტური ბირჟის მეშვეობით თანხების შესატანად და გასატანად ფიატური შლუზები არ მუშაობს კანონმდებლობის თავისებურებების ან საბანკო სექტორში არსებული სირთულეების გამო.