რა არის WhiteBIT Token (WBT)? პროექტის მიმოხილვა

ფოტო - რა არის WhiteBIT Token (WBT)? პროექტის მიმოხილვა
WhiteBIT Token (WBT) არის WhiteBIT ეკოსისტემის ნატიური ტოკენი. ის კრიპტოფიატურ ბირჟა WhiteBIT-ს და მასთან დაკავშირებულ პროექტებს აერთიანებს, ასევე მის მფლობელებს რიგ უპირატესობებს ანიჭებს.

პროექტის მისია

WhiteBIT არის უმსხვილესი ევროპული კრიპტოფიატურო ბირჟა, რომელიც სთავაზობს უსაფრთხო და ადვილად გამოსაყენებელ პლატფორმას ყველა დონის მომხმარებლისთვის. პროექტის მთავარი მიზნებია კრიპტოინდუსტრიაში შესვლის ზღვარის დაწევა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მასობრივი დანერგვა და კრიპტოვალუტური საზოგადოების გაფართოება. 

კრიპტობირჟა WhiteBIT 2018 წელს ვლადიმერ ნოსოვმა დაარსდა. ის Coinmarketcap.com-ისა და www.coingecko.com-ის თანახმად, TOP-50-ში შედის. მას 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა $2.5 მილიარდს შეადგენს.  

WhiteBIT-ის მრავალვექტორიანი ეკოსისტემა მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

  • WhiteSwap - დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინზე მუშაობს;
  • Bitcoin Global - კრიპტოვალუტების გაცვლის P2P პლატფორმა;
  • Whitepay - კრიპტოვალუტური გადახდების დამუშავების სისტემა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უკრაინელების მხარდასაჭერად სახსრების მოზიდვის პლატფორმადაც იქცა;
  • Gagarin Show - მსოფლიოში პირველი გასართობ-საგანმანათლებლო შოუ, რომელიც კრიპტოვალუტებს ეძღვნება.

WhiteBIT თანამშრომლობს ვირტუალურ ბანკთან monobank, მობილური ოპერატორთან lifecell, სახელმწიფო მომსახურების ელექტრონულ სერვისთან Diia, კიბერსპორტულ პლატფორმასთან FACEIT და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. კრიპტობირჟა ასევე ფანდრაიზინგ პლატფორმა United24-ის პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს ფიატური და კრიპტოვალუტური შემოწირულებების მიღებას უკრაინის მხარდასაჭერად.

2022 წლის მაისში, ჯგუფ Kalush-ის მიერ გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე კრიპტობირჟამ WhiteBIT შეიძინა 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულის ვარდისფერი პანამა და ბროლის მიკროფონი. ორგანიზატორებმა $900 000 დრონების შეძენას მოახმარეს.

რა უნდა ვიცოდეთ WhiteBIT Token-ის (WBT) შესახებ

დანიშნულება

WhiteBIT Token (WBT) არის WhiteBIT-ის ეკოსისტემის ნატიური ტოკენი და სრულფასოვანი ინფრასტრუქტურული პროდუქტი. ის გამოვიდა 2022 წელს Ethereum-ისა (ERC-20) და Tron-ის (TRC-20) ბლოკჩეინებზე.
 
WBT განკუთვნილია კრიპტობირჟასა და WhiteBIT-ის სხვა  სერვისებზე გამოსაყენებლად. ტოკენების მფლობელები იღებენ უპირატესობებს ფლობის (owning) და შენახვის (holding) შემთხვევაში, კერძოდ:

  • სავაჭრო საკომისიოს მოცულობის შემცირება;
  • რეფერალური განაკვეთის ზრდა;
  • ბლოკჩეინის საკომისიოების გაუქმება (ETH და ERC-20 ტოკენების უფასო გატანა);
  • უფასო AML შემოწმებები.

WBT-ის ნაწილი გამოიყენება კრიპტობირჟის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდების დაფინანსებისთვის, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. დეველოპერების გეგმების მიხედვით, მომავალში ტოკენი იქნება არა მხოლოდ ღირებული და საიმედო აქტივი, არამედ პლატფორმაც ბლოკჩეინის სტარტაპებისთვის. 2023 წლისთვის იგეგმება WhiteBIT Token-ის გადასვლა საკუთარ ბლოკჩეინზე, შემდგომში DEX, Layer 2, მეტავერსებისა და კროსჩეინ ქსელების ჩართვის პერსპექტივით. 

WBT-ის პოპულარიზაციისა და მფლობელების ლოიალობის გასაზრდელად, კრიპტობირჟა იყენებს შიდა და გარე ინსტრუმენტებს, მათ შორის ჯილდოებს პლატფორმაზე აქტივობისთვის, ტრეიდინგ ტურნირებს, აირდროპებსა და კოლაბორაციებს ინფლუენსერებთან.

ემისია, განაწილება

მთლიანი მიწოდების მოცულობამ 400 000 000 WBT შეადგინა. ახალი ტოკენების გამოშვება არ მოხდება.
წყარო: WBT-ის White Paper

წყარო: WBT-ის White Paper

ყველა WhiteBIT ტოკენი (WBT) განაწილდა შემდეგნაირად:

  • 120 000 000 - სამიზნე ფონდების ტოკენები, რომლებიც ლისტინგის მომენტისთვის ხელმისაწვდომია და გამოიყენება დანიშნულებისამებრ;
  • 200 000 000 - ფონდების ტოკენები, რომლებიც განიბლოკება სამი წლის განმავლობაში;
  • 54 000 000 - კერძო გაყიდვა;
  • 1 000 000 - WhiteBIT-ის ლაუნჩპადი IEO-ს ჩარჩოებში;
  • 25 000 000 - დაწვის მისამართი.

ფონდებს შორის 320 000 000 ტოკენი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 28,125% - WBT-ს ლიკვიდობის ფონდი;
  • 28,125% - სახაზინო ტოკენები;
  • 10% - გუნდის ტოკენები;
  • 7,5% - ეკოსისტემის ფონდი;
  • 7.5% - მომხმარებლების მოზიდვის ფონდი;
  • 7,5% - კრიპტოდეპოზიტების უზრუნველყოფის ფონდი;
  • 3,75% - სადაზღვევო ფონდი;
  • 3,75% - უსაფრთხოების ფონდი;
  • 3,75% - ინფლუენსერების ფონდი.
 
კრიპტობირჟა ყიდულობს და წვავს WhiteBIT Token-ს (WBT), სანამ ტოკენების მთელი რაოდენობის ნახევარი არ დაიწვება. ამ მიზნით, ყოველკვირეულად ხდება იმ რაოდენობის WBT-ის გამოსყიდვა, რომელიც შეესაბამება სავაჭრო საკომისიოს 33%-ს და ბირჟის სხვა  შემოსავლის 5%-ს (AML, გატანის საკომისიო, შემოსავალი მარჟინალური ვაჭრობიდან).

ამჟამინდელი მდგომარეობა ბაზარზე

Сoingecko.com-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების მომენტში მიმოქცევაში არსებული მიწოდება შეადგენს 61 798 409 WhiteBIT Token-ს (WBT). მონეტა $4,66-ად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $287 088 162-ია, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა კი - $9 310 587.