Bitcoin Pizza Day: პიცა 10 000 ბიტკოინად

icon BTC
icon FOR
ფოტო - Bitcoin Pizza Day: პიცა 10 000 ბიტკოინად
2010 წლის 22 მაისი არის დღე, რომელიც კრიპტოვალუტების ისტორიაში შევიდა. სწორედ მაშინ იყიდეს პირველად BTC-ით რეალური პროდუქტი, კერძოდ კი ორი დიდი პიცა. ბიტკოინის მაინერმა, ლასლო ჰანეცმა მათში გადაიხადა 10 000 მონეტა, რომლებიც იმ მომენტისთვის 41 დოლარი ღირდა.
ექსპერიმენტი Bitcointalk-ის ფორუმზე ჩატარდა. ჰანეცმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ სურდა პიცის ყიდვა ბიტკოინებით. მხოლოდ 4 დღის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მზად იყო, 10000 BTC-ად შეკვეთა მიეღო და ადგილზე მიეტანა. ერთად მათ დაამკვიდრეს Bitcoin Pizza Day, რომელსაც ჰოლდერები მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ამ შემთხვევიდან ცხრა თვის შემდეგ, 10 000 BTC-ის გაცვლა შესაძლებელი იყო 10 000 დოლარად, 2015 წელს  კრიპტოვალუტის ეს რაოდენობა 2,4 მილიონ დოლარად ფასობდა, ხოლო 2021 წელს - 630 მილიონ დოლარად!

ბევრი კრიპტელისთვის Bitcoin Pizza Day ასოცირდება იმ დღესთან, როდესაც ლასლო ჰანეცმა მილიონობით დოლარი უაზროდ დაკარგა. ამიტომ, 22 მაისს იხსენებენ იმ ადამიანებს, ვინც 2010-2014 წლებში BTC-ით ყველანაირ სისულელეს ყიდულობდა და ვერც კი აცნობიერებდა, რომ ის შეიძლებოდა ასე გაძვირებულიყო. მაგრამ, მოდით, ამ მოვლენას სხვა კუთხით შევხედოთ.

ლასლო ჰანეცის ქმედებები განპირობებული იყო მისი ძლიერი რწმენით პირველი კრიპტოვალუტასადმი. ფლორიდელი პროგრამისტი ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი მაინერი და დეველოპერი  იყო. მან შექმნა BTC-ის მაინინგ კოდი გრაფიკულ პროცესორებზე და მუშაობდა ჰეშირების სიჩქარის გაუმჯობესებაზე.

ჰანეცი ბიტკოინს განიხილავდა არა როგორც ინვესტიციას, არამედ როგორც დეცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას. ის BTC-ის საწყისი კონცეფციის მხარდამჭერია, სადაც კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად განიხილება. ამიტომ, შორეულ 2010 წელს მისთვის მნიშვნელოვანი იყო პიცის ყიდვა თავისი BTC-ებით.

საინტერესოა, გააკეთებდა თუ არა იმავეს, თუ ეცოდინებოდა, რომ ბიტკოინის ფასი 63 000 დოლარამდე გაიზრდებოდა? სხვადასხვა ინტერვიუში ის ამბობდა, რომ თავისი საქციელი არასოდეს უნანია. ლასლო თვლის, რომ პიცის ბიტკოინებით შეძენით, მან  კრიპტოვალუტის რეალობა აჩვენა. გარდა ამისა, პროგრამისტმა ბიტკოინით პიცა რამდენჯერმე იყიდა და ჯამში ამაზე დაახლოებით 100 000 BTC დახარჯა.

შესაძლოა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მას ანგარიშზე დაახლოებით მილიონი BTC ჰქონდა. 2012 წლამდე მაინერები ჯაჭვში დამატებული ყოველი ახალი ბლოკისთვის 50 BTC-ს იღებდნენ. შესაბამისად, 200 ბლოკისთვის გათვალისწინებული იყო  10 000 BTC-ის ოდენობის ჯილდო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2010 წელს Bitcoin-ის ბლოკჩეინს შრომისუნარიანობის მხარდაჭერა GPU-ს მეშვეობით იყო შესაძლებელი, ხოლო კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობდა, ვფიქრობთ, ჰანეცი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების გარეშე არ დარჩენილა.

თავად გადაწყვიტეთ, როგორ აღიქვათ Bitcoin Pizza Day 2023 წელს. როგორც ისტორიული მოვლენა, როდესაც კრიპტოთი რეალური პროდუქტის პირველი შესყიდვა განხორციელდა, თუ როგორც დღე, როდესაც ადამიანმა ორი პიცა 286 მილიონ დოლარად იყიდა.

მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს კრიპტოვალუტაში გადახდას იღებს Domino's Pizza, Subway, Starbucks, Burger King და მრავალი სხვა კვების ობიექტი, მაღაზია და გამყიდველი. ამისათვის აღარაა საჭირო ფორუმზე შეტყობინების დაწერა, 4-დღიანი ლოდინი და მილიონების გადახდა. ასევე გახსოვდეთ, რომ ტრადიციის თანახმად, 22 მაისს ბიტკოინებითა და პიცით ვაჭრობის მოცულობა იზრდება.