ბიტკოინი შეიძლება ახალ იარაღად იქცეს

icon BTC
icon JST
ფოტო - ბიტკოინი შეიძლება ახალ იარაღად იქცეს
ბიტკოინი არა მხოლოდ კრიპტოვალუტა, არამედ იარაღიცაა, რომელსაც პენტაგონი თანამედროვე ომში გამოიყენებს.
ბიტკოინი არა მხოლოდ კრიპტოვალუტა, არამედ იარაღიცაა, რომელსაც პენტაგონი თანამედროვე ომში გამოიყენებს. 

ამას ამტკიცებენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალ 400 გვერდიან სამაგისტრო დისერტაციაში. სამეცნიერო ნაშრომი გამოუშვეს წიგნის სახით, რომლის სახელწოდებაა "Softwar: ხელისუფლების პროექტირებისა და ბიტკოინების ეროვნული სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი თეორია".

სამეცნიერო ნაშრომის ავტორია აშშ-ის კოსმოსური ძალების მაიორი ჯეისონ ლოური. ლოურის აზრით, Proof-of-Work კონსენსუსის მექანიზმს შეუძლია მთლიანად შეცვალოს თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების დრამატურგია. 

მაიორი სთავაზობს ერებს „ურთიერთობები გაარკვიონ“ ბიტკოინის ბლოკების მოპოვებისთვის ჯილდოს მისაღებად შეჯიბრების გზით. ასევე, მეცნიერის აზრით, PoW-ის გამოყენება შესაძლებელია denial-of-service-ის ტიპის თავდასხმების პრევენციისთვის. 

ზოგადად, მაიორი მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს და დააკანონოს ბიტკოინი. ეს აშშ-ს სუპერსახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჯერჯერობით, თეთრი სახლის ამჟამინდელი პოლიტიკა მეცნიერის წინადადებისგან შორს არის. FTX ბირჟის კრახის შემდეგ, მარეგულირებლებს  ურჩევნიათ მონაწილეებთან სარჩელისა და ოფიციალური მოთხოვნების ენაზე ისაუბრონ.

"ჩვენი სიტყვის თავისუფლება, რომელიც პირველი შესწორებით არის გარანტირებული, ვერ დაგიცავთ სახელმწიფო მარეგულირებლებისგან, რომლებიც აქტიურად მანევრირებენ, რათა ბიტკოინი აკრძალონ და და არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ციტირებს ლოურის სიტყვებს გამოცემა Blockworks.

„კოსმოსური ძალები“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახალი ქვედანაყოფია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა. მაიორ ლოურის მოვალეობაში შედის უფროსი სამხედრო პირებისთვის რჩევების მიცემა ბიტკოინთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რესპუბლიკელმა პიტ სეშნსმა წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც შემოთავაზებული იყო Proof-of-Work ტექნოლოგიის განხილვა, როგორც იმპულსისა ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მიზნების მისაღწევად.

GC
GN Crypto
ავტორი