Epic Games-ში დარწმუნებულები არიან, რომ ბლოკჩეინი შუტერებს კლავს

ფოტო - Epic Games-ში დარწმუნებულები არიან, რომ ბლოკჩეინი შუტერებს კლავს
Epic Games-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ სუინიმ და საქს პერსონმა, რომელიც Fortnite-ის ეკოსისტემაზეა პასუხისმგებელი, იმსჯელეს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ბლოკჩეინ ტექნოლოგია თამაშების შექმნაზე.
სუინიმ წუხილი გამოთქვა, რომ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის მიმართ საყოველთაო გატაცებამ გამოიწვია ის, რომ კარგად ნაცნობი შუტერები პოპულარობას კარგავენ. მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო ისაა, რომ ქრებიან კოდერები, რომლებმაც იციან, როგორ შექმნან ლამაზი და ეპიკური თამაშები, რადგან ყველა მათგანი ახლა WEB.3-ში მუშაობითაა დაკავებული.  
 
ახლა კი, ახალი რევოლუციური თამაშების შესაქმნელად, ძველ გუნდებს ეკოსისტემების შექმნა ნულიდან უწევთ.  
 
"ვცდილობთ შევავსოთ ცარიელი ადგილები იმ კვლევითი ჯგუფის შექმნაში, რომელიც გვყავს. ვფიქრობ, რომ თამაშების ახალი ჟანრები  გაჩნდება იმ ტექნოლოგიების ბაზაზე, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია“, - აჯამებს სუინი.  
 
სუინი მორიგჯერ დაჟინებით მოითხოვს Fortnite-ზე დაფუძნებული საკუთარი მეტავერსის შექმნას.  
 
ამ თემას ის გასული წლიდან წევს, თუმცა ამ დრომდე რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს. უფრო მეტიც, Fortnite-ის არქიტექტორი კვლავ ეწინააღმდეგება თამაშშიდა ტოკენის შექმნას და თამაშის ფანებს სასამართლოში უჩივლა, როდესაც ისინი მის დამოუკიდებლად ამოქმედებას შეეცადნენ.  
 
მაგრამ ჯერ Epic Games-ის მაღაზიაში NFT-ის მხარდაჭერის მქონე გარე თამაშების გაყიდვის აკრძალვის მოხსნის იქით წასვლა ვერ გაბედა.

GC
GN Crypto
ავტორი