ბლოკჩეინ-პლატფორმამ t3rn 6,5 მლნ დოლარის დაფინანსება მიიღო
ბლოკჩეინ-სტარტაპმა t3rn, რომელიც სმარტ-კონტრაქტების თავსებადობას უზრუნველყოფს, დაფინანსების რაუნდის ფარგლებში 6,5 მლნ დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიზიდა. უმსხვილესი ინვესტორი კომპანია Polychain Capital გახდა.
სხვა მსხვილი ინვესტორები, რომლებმაც Polkadot-ზე დაფუძნებული, ახალი თაობის ბლოკჩეინ-პროტოკოლის განვითარებისთვის სახსრები გამოყვეს, არიან: Blockchange Ventures, D1 Ventures, Lemniscap, Huobi Ventures.
ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენს კროსჩეინ-ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს, რადგან ის განსხვავებულ ჯაჭვებსა და ქსელებს ერთმანეთთან თავისუფალი ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ჩვენი პლატფორმის დახმარებით დეველოპერებს შეუძლიათ, შექმნან პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ბლოკჩეინთან არის თავსებადი, - აცხადებს t3rn-ის დამფუძნებელი მაცეი ბაი.
პროექტმა t3rn გაუხსნა კარი მომავალს, სადაც სმარტ-კონტრაქტები სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის შეუფერხებლად მუშაობს, ერთი განაწილებული რეესტრით არ შემოიფარგლება და სარისკო კროსჩეინ-ხიდებს არ საჭიროებს, - დასძინა Blockchange Ventures-ის წარმომადგენელმა, კენ სეიფმა.
თავის მხრივ, Lemniscap-ის დამაარსებელმა, როდერიკ ვან დერ გრააფმა აღნიშნა:
დღესდღეობით ძალიან ბევრი ბლოკჩეინ-პროექტი იზოლირებულ გარემოში ფუნქციონირებს, ამიტომ არის სმარტ-კონტრაქტების თავსებადობის გამოხატული აუცილებლობა. Lemniscap t3rn -თან თანამშრომლობით მოხარულია. ერთად ჩვენ ინოვაციური მრავალჯაჭვიანი გადაწყვეტილებების რეალიზაციას შევძლებთ
პლატფორმა t3rn სმარტ-კონტრაქტების განლაგების საშუალებას იძლევა, რომლებიც ბლოკების ჯაჭვებს შორის ნდობის გარეშე სრულდება. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, მრავალჯაჭვიანი ტრანზაქციები ექსპლოიტების წინაშე მოწყვლადობის რისკის ქვეშ არ დგება. კროსჩეინ-ხიდებისგან განსხვავებით, t3rn-ის სისტემაში მრავალეტაპიანი ტრანზაქციები სხვადასხვა ქსელს ერთი გამოძახების ფარგლებში ფარავს.
პროექტის მასშტაბური მიზანი ბლოკჩეინების უსაფრთხო ურთიერთქმედება, ასევე ეკოსისტემის შექმნაა, რომელშიც დეველოპერები თავსებადი სმარტ-კონტრაქტების განთავსებასა და საკუთარი სამუშაოსთვის ანაზღაურების მიღებას შეძლებენ.
სტარტაპი Web3 Foundation-ის საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა. t3rn მუშაობს, როგორც Polkadot-ის პარაჩეინი და მისი მომსახურების სტაბილური და უსაფრთხო შესრულების გარანტიას იძლევა.
ბლოკჩეინ-სტარტაპის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ბლოკჩეინის სფეროში საკვანძო ინვესტორული კომპანიებისგან დაფინანსების მიღება ძალიან საამაყოა. ახლა მათ შეუძლიათ, თამამად იფიქრონ, რომ Web3 Foundation-ის ფარგლებში სხვა პერსპექტიულ პროექტებს არ ჩამოუვარდებიან.
გაჩენის მომენტიდან t3rn ქსელ Polkadot-ის განუყოფელ შემადგენლად ითვლებოდა. დაფინანსების ახალი რაუნდი და პროგრამაში Web3 Foundation Builders Program მონაწილეობა ამ თანამშრომლობას გააფართოებს და ტექნოლოგიის დახვეწის საშუალებით ახალ პერსპექტივებზე წვდომას მიანიჭებს.
ბლოკჩეინ-ინდუსტრიის განვითარების არსებულ ეტაპზე მრავალრიცხოვანი გატეხები და მოწყვლადობა შეინიშნება. ამის საპირისპიროდ, t3rn საკუთარ პლატფორმას სთავაზობს და სახსრების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. როგორც სტარტაპის სტრატეგიული დირექტორი ჯეიკობ კოვალევსკი იუწყება:
თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა მილიონობით მომხმარებლის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. t3rn ექსპლოიტებისგან ბლოკჩეინების დაცვის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა