ოსმინ კალისი Block Venture Studio-ს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

icon FOR
ფოტო - ოსმინ კალისი Block Venture Studio-ს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ოსმინ კალისი - Block Venture Studio-ს მმართველი დირექტორი და ცნობილი ფიგურა, რომელსაც 26 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მათ შორის 13 წელი საინვესტიციო-საბანკო სფეროში. მას ასევე ეკავა კომერციული მენეჯერის პოზიცია Nchain- ში და 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აფრიკის გეოფიზიკოსთა საზოგადოების მდივნად.
 *სტუმრის მოსაზრება

GNcrypto:

სასიამოვნოა, რომ დღეს ჩვენთან ხართ, ოსმინ. შეგიძლიათ  მოგვიყვეთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ, მიმდინარე კარიერული მიზნების და თუ რა არის თქვენი მოტივაცია, რომ გახდეთ ლიდერი Web3-ისა და ბლოკჩეინის დინამიკურად  განვითარებად სამყაროში?

ოსმინ კალისი:

მე 26 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ინტერნეტის გავლენა ჩემს ცხოვრებაზე გადაჭარბებული არ არის.  მე დავიბადე იმავე წელს, როდესაც პირველი მობილური ტელეფონი გამოვიდა. დიდი, უხეში, უცნაური ხმების მქონე. იმავე წელს შეიმუშავეს პროტოკოლი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო  ქსელს.

თავდაპირველად კარიერა დავიწყე როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებში. საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი ვნება კლიენტებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობა იყო. მე მათ  რეალური პრობლემების გადაჭრაში და ახალი იდეების გენერირებაში ვეხმარები.

გარკვეული დროის შემდეგ, ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დავინტერესდი. საინვესტიციო ბანკინგის დატოვების შემდეგ, ფინანსური ანალიზის ბიზნესი დავიწყე და კლიენტებიც  ხშირად მეკითხებოდნენ  ბიტკოინზე. დაინტერესებულმა დავიწყე კვლევა და აღმოვაჩინე, რომ Bitcoin SV არის ინოვაციური და სრულყოფილი ფინანსური სისტემა, რომლითაც ბიზნესს* შეუძლია მუშაობა. მომდევნო 8  წლის განმავლობაში მე საზოგადოებას ვესაუბრებოდი  ბლოკჩეინზე და ვეხმარებოდი სხვებს ინოვაციების   დანერგვაში.

GNcrypto:

რა არის Block Venture Studio და რა არის Satoshi Block Dojo Incubator-ის საბოლოო მიზანი?

ოსმინ კალისი:

მე ბედნიერი ვარ, ვიყო ინკუბატორის ნაწილი, რომელიც  ბიზნესებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით განვითარებაში  ეხმარება. Satoshi Block Dojo-ს ინკუბატორში, ოპერაციების მთავარი დირექტორის როლს ვასრულებ. მე  პასუხისმგებელი ვარ ახალგაზრდა სტარტაპების კურირებაზე, რომლებსაც  საკუთარი  მომსახურებისა და პროდუქტების Satoshi SV ბლოკჩეინზე გაშვება სურთ.

ჩვენ ვიყენებთ აღმავალ პროექტირებას, რათა კომპანიის დამფუძნებლებს ბლოკჩეინზე წვდომა მივცეთ, ხოლო  Dojo ინკუბატორი მათ ეხმარება საინტერესო  იდეის  ფორმირებაში  და მის გამოყენებაში ბლოკჩეინზე.

ჩვენი სტარტაპ-აქსელერატორი ამოქმედდა და პირველი კლიენტები მიიღო 2022 წლის იანვარში. ის კომპანიების თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ 12-კვირიანი კურსი, რომელიც ეძღვნება იდეის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის ანალიზსა და შეფასებას, კონცეფციისა და პროდუქტის შემუშავებას, ფინანსურ ანალიზს, საინვესტიციო სტრატეგიებსა და ოპერაციულ მხარდაჭერას.

 მე ვამაყობ ჩვენი გუნდით Block Venture Studio-ში. ჩვენ ყოველ კვირა ვიკრიბებით, განვიხილავთ ჩვენს შესაძლებლობებს და ახალ იდეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინკუბატორი არის Dojo-ს ძირითადი საქმიანობა, ჩვენი კომპანია ასევე ატარებს ღონისძიებებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გაეცნოს Bitcoin SV ბლოკჩეინის ფუნქციონირებას.  ნეთვორქინგი  წარმატების საკვანძო ელემენტია ნებისმიერ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით Web3-ში, სადაც თანამშრომლობა და ინოვაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს და სემინარებს, რათა ადამიანები ერთმანეთთან გავაერთიანოთ და ხელი შევუწყოთ  გამოცდილების გაზიარებას.

ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, სადაც სტარტაპები შეძლებენ თანამშრომლობას და ერთმანეთის მხარდაჭერას და  ამ გზით  შეცვალონ  მსოფლიო.

GNcrypto:

ნეთვორქინგი და ღონისძიებებზე დასწრება ხშირად განიხილება როგორც წარმატების განუყოფელი ნაწილი უამრავ დარგში. არც Web3 და ბლოკჩეინის ინდუსტრიაა გამონაკლისი. ლონდონის მსგავს დიდ მეგაპოლისებში მუდმივად იმართება ღონისძიებები და კონფერენციები. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენები Web3-სა და ბლოკჩეინზე მომუშავე პროფესიონალებისთვის?

ოსმინ კალისი:

მართლაც, ნეთვორქინგი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს Web3, blockchain და კრიპტო ინდუსტრიებში. ის ხელს უწყობს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებას და განმტკიცებას, აფართოებს კარიერულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.

 ლონდონი, ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთან  მომუშავე კომპანიებისთვის   ერთ-ერთი ჰაბი-მეგაპოლისი გახდა. ცოტა ხნის წინ მთავრობის წევრმა განაცხადა, რომ გეგმავს ლონდონი გახადოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სტარტაპ დედაქალაქი. და  ეს მშვენიერია.

ეს ნიშნავს, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს მსგავს საქმიანობას სხვადასხვა გზით, მაგალითად  ფინანსურად ან სხვადასხვა დონეზე მხარდაჭერით. ასე რომ, მე გამიმართლა სტარტაპებთან მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც კულტურული და ეკონომიკური პირობები ხელსაყრელია ამისთვის.

GNcrypto:

როგორ წარმოგიდგენიათ კრიპტოვალუტების მომავალი და თქვენი აზრით, რა გზით შეიძლება მათი უსაფრთხო და საიმედო ინტეგრაცია არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში?

ოსმინ კალისი:

მე უფრო მეტად ბლოკჩეინზე და Web3-ზე ვარ კონცენტრირებული. კრიპტოვალუტები - სისტემის ერთ-ერთი ფინანსური ელემენტია , რომლის წყალობითაც მუშაობს ბლოკჩეინი.

არ მომწონს, რომ კრიპტო-საზოგადოებაში ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თუ რატომ გამოიგონეს ეს ტექნოლოგია და რატომ არის საერთოდ საჭირო. ბოროტმოქმედები სარგებლობენ ამ დაბნეულობით და ნადირობენ გულუბრყვილო მსხვერპლზე. ისინი იყენებენ კრიპტოვალუტებს საკუთარი მიზნების მისაღწევად და  ატყუებენ ხალხს, მაშინ როდესაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ მეტი ნდობა უნდა მოუტანოს ჩვენს ბიზნესს, რადგან ნდობა არის მოგება და კეთილდღეობა.

ასე რომ კრიპტოვალუტები, ამ მომავლის ტექნოლოგიის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, მინდა ვიცოდე, როგორ გამოვიყენოთ ტოკენი ისე, რომ არ დაგვჭირდეს კიდევ 10 000 მონეტა და ყოველკვირეულად მათი გამოშვება არ მოგვიწიოს.

კორპორაციებს  ყოველ კვირას ახალი მონეტების მიმოქცევაში გაშვება არ სურთ. მათ ისედაც  ბევრი პრობლემა აქვთ ფიატ ვალუტებთან დაკავშირებით.

ასე რომ ვფიქრობ,მომავალში იქნება ერთი ბლოკჩეინის პროტოკოლი, რომელსაც გამოვიყენებთ  მოცემულ  ეკონომიკურ  და სოციალურ რეალობებში  მომუშავე ვალუტების შესაქმნელად, 

GNcrypto:

კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ქალი პოულობს საკუთარ თავს ამ ინდუსტრიაში და წარმატებასაც აღწევს. როგორია იყო წარმატებული ქალი ინდუსტრიაში, მამაკაცები დომინირებენ?

 ოსმინ კალისი:

ეს უნიკალური და სასარგებლო გამოცდილებაა. ამისთვის საჭიროა ბევრი შრომა, თავდადება და ინდუსტრიის ცოდნა. მინდა კრიპტო ინდუსტრიაში ქალებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ სწავლისა და დახმარების მისაღებად. ეს შეიძლება იყოს გენდერული მრავალფეროვნების ინიციატივები, მიზნობრივი სწავლება, მენტორობის პროგრამები და ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობა.

GNcrypto:

და ბოლოს, ჩვენი ტრადიციული კითხვა: სად და როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი  თავი  3-5 წლის შემდეგ?

ოსმინ კალისი:

ჩემი მიზანია Block Venture Studio საერთაშორისო დონეზე გავიყვანო. ახლა ჩვენ ვეძებთ სხვა ადგილს, სადაც ოფისებს გავხსნით.  განვიხილავთ ლაგოსს ნიგერიაში, მალტას, აზიასა და ინდოეთს.