ბრაიან არმსტრონგი: თავისი ქალისა და ბირჟის ერთგული
თუ პარალელს RPG თამაშებთან გავავლებთ, სადაც მოთამაშეთა როლები ფუნქციით მკაცრად არის დაფიქსირებული, მაშინ ბრაიან არმსტრონგი ნამდვილად ტანკია. მაგრამ რბილ მუხლუხზე.
მიზნის არჩევისას, ის მისკენ მიიწევს და მთელ გუნდს მიათრევს. მაგრამ კონკურენტების მიმართ მოწყალებას იჩენს და არაკეთილსინდისიერ თამაშში ჯერ არაა შემჩნეული.
არმსტრონგმა Coinbase-ს დაუსახა ამბიციური მიზანი - ის "კრიპტოვალუტის სამყაროში Google“ უნდა გახდეს. ახლა მისი ტრაექტორიიდან ჩამოცილება შეუძლებელია. დღეს Coinbase აშშ-ში კრიპტოვალუტის ყველაზე პოპულარული ბირჟაა. ის ემსახურება უფრო მეტ ანგარიშს, ვიდრე ჩარლზ შვაბის უმსხვილესი საფონდო ბირჟა Charles Schwab & Co.
ბრაიანი Coinbase-ის თანადამფუძნებელი 2012 წლის ივნისში გახდა და მას შემდეგ კომპანიაში პროდუქტის განვითარებასა და მარეგულირებლებთან კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. არმსტრონგი ხელმძღვანელობს 300 თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, რომელიც მთელ მსოფლიოში 73 მილიონზე მეტ მომხმარებელს, 10000 ინსტიტუტსა და 18000 პარტნიორს ემსახურება.
ბირჟამ მიიღო $200 მილიონზე მეტი ოდენობის დაფინანსება შემდეგი ვენჩურული ინვესტორებისგან:
- Andreessen Horowitz;
- ვენჩურული ფონდი IVP;
- საინვესტიციო კომპანია Union Square Ventures;
- კომპანია Draper Fisher Jurvetson, რომელიც ტიმ დრეიპერმა დააარსა.
ახლა Coinbase-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით $14 მილიარდის შეადგენს, მაგრამ 2021 წელს მან $100 მილიარდს მიაღწია. ბირჟის მდგომარეობა ბაზარზე ციფრული აქტივების ფასზე პირდაპირ არის დამოკიდებული.
ათი ფაქტი ბრაიან არმსტრონგის შესახებ
1. ბრაიანი 40 წლისაა. დაიბადა 1983 წლის 25 იანვარს კალიფორნიაში.
2. სწავლობდა რაისის უნივერსიტეტში (ტეხასი), სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში.
3. მუშაობდა დეველოპერად IBM-ში და პროგრამისტად საცხოვრებლის დაჯავშნის კომპანიაში Airbnb. მისი სპეციალიზაცია საერთაშორისო გადახდების სისტემები იყო.
4. Coinbase-ის ამოქმედებაზე მუშაობისთვის ფული 2012 წელს სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის მეშვეობით მიიღო. მისთვის ეს უზარმაზარი თანხა, $150 ათასი იყო.
5. კრიპტობირჟის გასახსნელად პარტნიორს ვებგვერდ Reddit-ის მეშვეობით ეძებდა. ყველა პრეტენდენტთან გასაუბრებას ჩვეულებრივ ბისტროში ატარებდა. მისი პარტნიორი ყოფილი ტრეიდერი ფრედ ერსამი გახდა.
6. თავის სოციალურ ქსელებს თავად მართავს და ურთიერთობს გამომწერებთან რომლებიც ძალიან ბევრი ჰყავს. მაგალითად, Twitter-ზე მათმა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. თუმცა, მის ანგარიშებზე ახალი პოსტები ხშირი არაა.
7. არასოდესაა შემჩნეული ჰაიპსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. ჰყავს ასისტენტი, რომელიც ფინანსური ბაზრის ყველა სიახლის ფაქტჩეკს ატარებს.
8. არასოდეს იღებთ გადაწყვეტილებას ემოციების გავლენის ქვეშ. პირველ რიგში, ის სიტუაციას ზედმიწევნით აანალიზებს და გამოთვლებს აკეთებს.
9. Coinbase-ის 19%-იანი წილი აქვს.
10. შედის Fortune-ის სიაში „40 Under 40“ სიაში, როგორც ამერიკის ყველაზე ცნობილი კრიპტოგანმანათლებელი.
ბრაიან არმსტრონგის ქონება 2022 წლის ბოლოსთვის $6,6 მილიარდად არის შეფასებული. ის აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების ასეულში შედის.
რატომ უწოდებენ Coinbase-ის CEO-ს "რეზინის მუხლუხიან ტანკს"
კოლეგების, ნაცნობებისა და მეგობრების თქმით, ბრაიანი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. მისი ფოლადის ნება გარშემომყოფებთან სირბილით კომპენსირდება. კონკურენტებთან მიმართებაშიც კი ის კრიპტოსამყაროსთვის უჩვეულო კეთილშობილებასა და დელიკატურობას ავლენს. ზოგჯერ მას ადარებენ ვიტალიკ ბუტერინს, რომელსაც ასევე არ უყვარს ჰაიპი და თავის სამსახურზეა ჩაციკლული.
გასაკვირი არ არის, რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ზოდიაქოს ნიშნით ორივე მერწყულია.
ბრაიან არმსტრონგმა შექმნა საქველმოქმედო GiveCrypto.org და 2018 წელს მოაწერა ხელი ე.წ. "ჩუქების ფიცს". მასში ის იღებს ვალდებულებას, თავისი ქონების უმეტესი ნაწილი გაჭირვებულებს უანდერძოს. ეს ფიცი ოფიციალური ხასიათისაა და ნოტარიულად დამოწმებულია. გარდა ამისა, 2020 წლის აპრილში, ბრაიანმა პირობა დადო, რომ მოგების 1%-სა და ბირჟა Coinbase-ის სამუშაო დროის ნაწილს კრიპტოქველმოქმედებას მოახმარს.
უმსხვილესი CEX ბირჟის CEO არ დაედევნა თავის პარტნიორსა და თანადამფუძნებელს, ფრედ ერსამს, როდესაც გაცხადდა ფაქტები, რომ ის ინსაიდერულ ვაჭრობაში მონაწილეობდა. ძველი მეგობრები მშვიდობიანად დაიშალნენ: ფრედმა პროექტი დატოვა, მაგრამ კომპანიის აქციების 6%-ს მაინც ფლობს და მათგან დივიდენდებს იღებს.
ბრაიანი სასურველი სასიძოა, მაგრამ ათ წელზე მეტია თავისი ქალის ერთგულია, რომელსაც სტუდენტობის პერიოდიდან იცნობს. როგორც ჩანს, მილიარდერის თაყვანისმცემლებს მათი კავშირის გაწყვეტა არ გამოსდით. არმსტრონგი, მისივე სიტყვებით, მონოგამია როგორც პროექტებთან, ასევე ქალებთან მიმართებაში.