ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც კრიპტელებს ამზადებენ

ფოტო - ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც კრიპტელებს ამზადებენ
ყველა სასწავლებელი როდია მზად, შეეგუოს ახალ რეალობას ციფრული აქტივების ისეთი ახალი კლასის სახით, როგორიცაა კრიპტოვალუტები. საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც წესი, მთლიანად ორიენტირებულნი არიან მოძველებულ საბანკო სისტემაზე ფიატური ვალუტით. მაგრამ ბრიტანეთში არსებობენ უნივერსიტეტები, რომლებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ დროს.
დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტები, კერძოდ, კემბრიჯი, ედინბურგის, ოქსფორდის, ლონდონის საიმპერატორო და საუნივერსიტეტო კოლეჯები ბლოკჩეინსა და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ პროგრამებს გვთავაზობენ.

აღნიშნულმა უნივერსიტეტებმა დანერგეს მოწინავე გამოცდილი პროგრამები, კურსები, სალექციო ციკლები და აცნობენ სტუდენტებს საუკეთესო პრაქტიკას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ბლოკჩეინ ტექნოლოგია, კრიპტოვალუტები, სმარტ კონტრაქტები, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და ა.შ. სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამებს ესწრებიან, იღებენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომელთა დახმარებით შეუძლიათ გახდნენ ლიდერები ბლოკჩეინის სფეროში და დანერგონ ციფრული ინოვაციები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

მოდით, გადავხედოთ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს, რომლებიც ყურადღებას ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების შესწავლაზე ამახვილებენ.

კემბრიჯის უნივერსიტეტი

კემბრიჯის უნივერსიტეტი არის მსოფლიოში ცნობილი უმაღლესი საგანმანათლებლო სახელმწიფო დაწესებულება, ხოლო მისი ალტერნატიული ფინანსების ცენტრი (CCAF) არის წამყვანი კვლევითი ცენტრი ალტერნატიული ფინანსების დარგში, რომელიც  ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს სწავლობს.

CCAF ატარებს კვლევებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის დანერგვასა და რეგულირებაზე. კემბრიჯში ასპირანტებს შეუძლიათ დაესწრონ კურსებს ბლოკჩეინის შესახებ, როგორიცაა "განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები: საფუძვლები და აპლიკაციები" კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. ეს 16 საათიანი კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბლოკჩეინების აგება, კონსენსუსის ალგორითმები, სმარტ კონტრაქტები, ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში მოქმედებს  პროგრამა Cambridge Digital Assets Program, რომელიც იქმნებოდა მრავალი წლის განმავლობაში და ფოკუსირებულია ციფრული აქტივების სხვადასხვა ფორმებსა და ღირებულების გადაცემის სისტემებზე. ის იკვლევს ციფრული ფულის ახალი ბაზრის ფორმირების სხვადასხვა ასპექტს, კერძოდ, კლიმატზე ზემოქმედებას მათი შექმნისას, ფინანსური ბაზრის განაწილებულ ინფრასტრუქტურას, ტოკენიზირებულ აქტივებზე აგებულ ახალ ფულად სისტემებსა და ა.შ.
კემბრიჯის პროგრამა, რომელიც ციფრული აქტივების პროგრამას ეძღვნება, მრავალი სასწავლო მოდულისგან შედგება

კემბრიჯის პროგრამა, რომელიც ციფრული აქტივების პროგრამას ეძღვნება, მრავალი სასწავლო მოდულისგან შედგება

ოქსფორდის უნივერსიტეტი


ოქსფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში კიდევ ერთი ცნობილი უმაღლესი საგანმანათლებლო სახელმწიფო სასწავლებელია. ის გთავაზობთ ბლოკჩეინის სტრატეგიის კურსის გავლას (Oxford Blockchain Strategy Program). ეს კურსი განკუთვნილია ბიზნესის ხელმძღვანელებისა და მფლობელებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ შეუძლია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მათი კომპანიის მუშაობის გაუმჯობესება. კურსი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბლოკჩეინის ალგორითმები და პროტოკოლები, კრიპტოვალუტები, დეცენტრალიზებული მმართველობა, ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს რეგულირება. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში და ექვს კვირაზეა გათვლილი
ოქსფორდის უნივერსიტეტმა დანერგა ცალკე პროგრამა, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს ეძღვნება

ოქსფორდის უნივერსიტეტმა დანერგა ცალკე პროგრამა, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს ეძღვნება

ედინბურგის უნივერსიტეტი

ედინბურგის უნივერსიტეტი შოტლანდიაში უმაღლესი განათლების უმსხვილესი დაწესებულებაა.

ედინბურგის უნივერსიტეტის ინფორმატიკის სკოლაში მუშაობს Blockchain Technologies Laboratory (BLT), რომელიც დაკავებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შემუშავებითაც. ამ მიმართულებით BLT თანამშრომლობს საქმიანი პარტნიორების ფართო წრესთან, სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებსა და მთავრობებთანაც კი.

კვლევის გარდა, ედინბურგის უნივერსიტეტი გთავაზობთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ რამდენიმე კურსს, მათ შორის სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო მოდულს, სახელწოდებით "ბლოკჩეინი და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიები". ის მოიცავს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ფუნდამენტურ კონცეფციას, მათ შორის კონსენსუსის პროტოკოლებს, კრიპტოგრაფიას, სმარტ კონტრაქტებსა და ბლოკჩეინ პროტოკოლის ანალიზს.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი გთავაზობთ მეცნიერებათა სამაგისტრო კურსს ფინანსურ ტექნოლოგიებში (ფინტექი), რომელიც შედგება წინასწარი სწავლების მოდულებისგან, საბაზისო და ძირითადი მოდულებისაგან, ასევე არჩევითი საგნებისა და საპროექტო მუშაობისგან. სწავლება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, პროგრამირება (მათ შორის ღია საწყისი კოდისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნა), ციფრული აქტივები და ა.შ.

გარდა ამისა, კოლეჯი გთავაზობთ მასტერკლასს თემაზე:  "ბლოკჩეინის ტექნოლოგია: საფუძვლები, გამოყენება და შედეგები". სასწავლო პროგრამა გათვლილია ექვს კვირაზე და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კრიპტოგრაფია, სმარტ კონტრაქტები და დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi).

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL) არის კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც განეკუთვნება დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო უნივერსიტეტების პრესტიჟულ ჯგუფს Russell Group და ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფართო პროფილურ უნივერსიტეტად. UCL-ის Blockchain Executive Education Program არის რვაკვირიანი კურსი ხელმძღვანელებისთვის, რომელიც ბიზნეს ლიდერებს, ნოვატორებს, მარეგულირებლებს ან სახელმწიფო მოხელეებს ეხმარება, გაეცნონ ბლოკჩეინის გამოყენების სხვადასხვა იუზქეისებს და გაიგონ სხვადასხვა ბიზნეს მოდელის ყველა უპირატესობა და უარყოფითი მხარე.

ამ უნივერსიტეტის კიდევ ერთ პროგრამას - Emerging Digital Technologies - შეუძლია დაეხმაროს უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე ფოკუსირებულ პირებს. ყველა სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაასრულებს ძირითად სასწავლო მოდულებს, შეიძენს ტექნოლოგიასთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება (data science), ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ინფორმაციის მართვის სისტემები.

დასკვნის მაგიერ

ყველა ეს უნივერსიტეტი ამტკიცებს, რომ ისინი თანამედროვეები არიან და ცდილობენ თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და მსმენელებს მიაწოდონ ყველაზე აქტუალური  მონაცემები და ცოდნა ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაინერგოს თითქმის ნებისმიერ სფეროში. ვინც დაინტერესებულია ციფრული აქტივების ინდუსტრიით, ცოდნა სწორედ ასეთ უნივერსიტეტებში უნდა მიიღოს.