BTC-ს დომინირების ინდექსი - როგორ გამოვიყენოთ ის?
BTC-ს დომინირების ინდექსი არის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს ბიტკოინის წილს კრიპტოვალუტების მთლიან კაპიტალიზაციაში. რაც უფრო მაღალია დომინირება, მით მეტია BTC-ის გავლენა ბაზარზე
ანალიტიკური ვებსაიტის Coinmarketcap-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველა კრიპტოვალუტის ჯამური ღირებულება 985 მილიარდი დოლარია, აქედან 380 მილიარდი დოლარი, ანუ 39,5% ბიტკოინზე მოდის. ამ ინდიკატორს ეწოდება "BTC დომინირება". TradingView სერვისის მიერ ინდექსის გამოთვლა 2014 წლის მარტში დაიწყო და პირველი სამი წლის განმავლობაში ინდექსი 95%-ზე მაღალ დონეზე იყო.
BTC-ს დომინირების ინდექსი 2014-2017 (TradingView)
2017 წელს დაიწყო ICO-ს ბუმი, რის შემდეგაც საცალო ინვესტორებმა დაიწყეს აქტიური ინვესტიცია ალტკოინებში. ამან გამოიწვია ბიტკოინის დომინირების დაცემა და სხვა კრიპტოპროექტების კაპიტალიზაციის ზრდა. „დათვის ციკლის“ დროს, როდესაც 2018-2020 წლებში კრიპტობაზარი კლებულობდა, BTC-ის დომინირება გაიზარდა, მაგრამ თავად ბიტკოინის ფასი შემცირდა. ფაქტია, რომ ალტკოინების ვოლატილობაა ბევრად აღემატება ძირითად კრიპტოვალუტას. ამის გამო „ალტები“ უფრო იზრდება ხარების ბაზარზე და უფრო ეცემა დათვების ბაზარზე.
BTC დომინირების ინდექსი ყველა დროის განმავლობაში (TradingView)
BTC დომინირება სულაც არ არის დაკავშირებული ფასთან. როდესაც ბიტკოინის ღირებულება ეცემა და სხვა კრიპტოვალუტების ფასიც მსგავსი ტემპით იკლებს, BTC დომინირება იგივე დონეზე რჩება.
როგორ გამოვიყენოთ BTC დომინირება ვაჭრობაში?
BTC დომინირების ინდექსი აჩვენებს ინვესტორების ინტერესს მთავარი კრიპტოვალუტის მიმართ. თუ დომინირება იზრდება, მაშინ მომხმარებლები აგროვებენ ბიტკოინს და ყიდიან სხვა აქტივებს; თუ ის ეცემა, მაშინ ალტკოინების ყიდვა პრიორიტეტულია.
ამრიგად, დომინირების ინდექსი არის დამხმარე ინსტრუმენტი საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისას. ინდიკატორი ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გააცნობიერონ, აუცილებელია თუ არა თანხების გადატანა ბიტკოინიდან ალტკოინებზე, უფრო აქტიური ინვესტიცია „ალტში“ ან უმჯობედია ბაზრის რყევებისას დალოდება და კაპიტალის კონვერტირება სტეიბლკოინებად.