Caldera: მიმოხილვა და ტესტნეტის გზამკვლევი

icon NFT
ფოტო - Caldera: მიმოხილვა და ტესტნეტის გზამკვლევი
ვაგრძელებთ პერსპექტიული ტესტნეტების გავლას. დღეს წარმოგიდგენთ ძალიან მარტივ ტესტნეტს, რომელიც აჯილდოებს მათ, ვინც ადრეულ ეტაპზე პროექტის განვითარებაში მონაწილეობს. თქვენთან ერთად გავტესტავთ ხიდს, მოვახდენთ NFT-ს მინთს და ვისწავლით სმარტ კონტრაქტების განლაგებას.
დეველოპერების თქმით, Caldera არის პროექტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აამოქმედოთ L2 გადაწყვეტილებები კოდის გარეშე, L1 ბლოკჩეინის უსაფრთხოების გამოყენებით.

Caldera-მ მოიზიდა 9 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ისეთი ფონდებისგან, როგორიცაა Sequoia Capital, DragonFly Capital, Ethereal Ventures და სხვა.

ვამატებთ ქსელებს

გადავდივართ ვებგვერდზე, ცოტათი ვსქროლავთ გვერდს და MetaMask-ში ვამატებთ Goerli Rollup ქსელს. ვსქროლავთ კიდევ უფრო ქვევით და დაამატეთ Polygon USDC Rollup ქსელს.
Goerli Rollup ქსელის დამატება საფულეში. წყარო: testnet.caldera.dev

Goerli Rollup ქსელის დამატება საფულეში. წყარო: testnet.caldera.dev

ასევე Goerli ქსელში სატესტო ETH უნდა მოიმარაგოთ. სტატიის წერის მომენტისთვის, ხალხის დიდი ნაკადისა და ქსელში საკომისიოების მაღალი  ფასების გამო, ონკანები ცუდად მუშაობს. გირჩევთ სცადოთ უფასო ონკანები, როგორიცაა ეს ორი:
https://goerlifaucet.com/
https://faucet.quicknode.com/ethereum/goerli

თუ ისინი მაინც არ მუშაობს, შეგიძლიათ შეიძინოთ Goerli ჩვეულებრივი ETH-ით (მაგალითად, Arbitrum ქსელში). ეს არის მომგებიანი, ზოგავს დიდ დროსა და ნერვებს. ასევე Polygon ქსელში მცირე რაოდენობით USDC დაგჭირდებათ. შეგიძლიათ MATIC გადაცვალოთ MetaMask-ში, შემოიტანოთ ბირჟიდან, ან გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი სხვა ვარიანტი.

ვტესტავთ ხიდს Goerli-სა და Caldera Rollup-ს შორის

  • ვხსნით ხიდს, ვაკეთებთ გადარიცხვას Goerli Ethereum-დან Goerli Testnet Caldera Chain-ში.
გადარიცხვა Goerli ETH → Caldera. წყარო: eth-goerli-testnet.calderabridge.xyz

გადარიცხვა Goerli ETH → Caldera. წყარო: eth-goerli-testnet.calderabridge.xyz

  • ვაწკაპუნებთ Withdraw-ს, ველოდებით ჩატვირთვას, ვაწკაპუნებთ finalize -ს და ვაწერთ ხელს ტრანზაქციას.
გადარიცხვა Caldera → Goerli ETH. წყარო: eth-goerli-testnet.calderabridge.xyz

გადარიცხვა Caldera → Goerli ETH. წყარო: eth-goerli-testnet.calderabridge.xyz

ვტესტავთ ხიდს Polygon-სა და Caldera Rollup-ს შორის

  • ვხსნით ხიდს, ვრიცხავთ მცირე რაოდენობით USDC-ს Polygon-დან Caldera Chain-ში.
გადარიცხვა Polygon USDC → Caldera. წყარო: usdc-polygon-testnet.calderabridge.xyz

გადარიცხვა Polygon USDC → Caldera. წყარო: usdc-polygon-testnet.calderabridge.xyz

  • ვაწკაპუნებთ Withdraw-ს, ველოდებით ჩატვირთვას, ვაწკაპუნებთ finalize -ს და ვაწერთ ხელს ტრანზაქციას.
გვერდი გასატანი ტრანზაქციების სტატუსებით. წყარო: usdc-polygon-testnet.calderabridge.xyz

გვერდი გასატანი ტრანზაქციების სტატუსებით. წყარო: usdc-polygon-testnet.calderabridge.xyz

ვმინთავთ NFT-ებს

გვერდი, სადაც შესაძლებელია NFT-ების დამინთვა. წყარო: calderamon.caldera.dev

გვერდი, სადაც შესაძლებელია NFT-ების დამინთვა. წყარო: calderamon.caldera.dev

  • თუ ყველაფერი კარგად წავიდა, დაინახავთ ასეთ გვერდს
NFT-ების წარმატებული მინთი. წყარო: calderamon.caldera.dev

NFT-ების წარმატებული მინთი. წყარო: calderamon.caldera.dev

სმარტ კონტრაქტის განლაგება

  • გადავდივართ გვერდზე და ვაკოპირებთ სემპლს.
კონტრაქტის დეპლოის ინსტრუქცია. წყარო: calderaxyz.gitbook.io

კონტრაქტის დეპლოის ინსტრუქცია. წყარო: calderaxyz.gitbook.io

  • გადავდივართ აქ, ვქმნით ფაილს, ვარქმევთ Caldera.sol-ს და ჩავსვამთ იმას, რაც ერთი პუნქტით მაღლა დავაკოპირეთ.
Caldera.sol ფაილის შექმნა. წყარო: remix.ethereum.org

Caldera.sol ფაილის შექმნა. წყარო: remix.ethereum.org

  • თუ გაქვთ Windows, ვიყენებთ კლავიშთა კომბინაცია Ctrl + S, Mac-ის შემთხვევაში ვაჭერთ  ⌘Cmd + S.
  • ვხსნით ჩანართს Solidity compiler და ვნიშნავთ ველს Auto compile-ის გვერდით.
Solidity compiler-ის კონფიგურაცია. წყარო: remix.ethereum.org

Solidity compiler-ის კონფიგურაცია. წყარო: remix.ethereum.org

  • ქვედა ჩანართით ვხსნით Deploy & run transactions-ს, ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ სკრინშოტზეა ნაჩვენები და ვახდენთ კონტრაქტის დეპლოის.
სმარტ კონტრაქტის განლაგება. წყარო: remix.ethereum.org

სმარტ კონტრაქტის განლაგება. წყარო: remix.ethereum.org

გილოცავთ! ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც Caldera-ს ტესტნეტი გაიარა. ის ახლა საწყის ეტაპზეა და თქვენი საფულე, დიდი ალბათობით, ადრეული მონაწილეთა სიაში უკვე ჩაწერილია.

თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გამოცადოთ საკუთარი თავი ამ სფეროში.