Sushi Swap – პლატფორმის მიმოხილვა

ფოტო - Sushi Swap – პლატფორმის მიმოხილვა
Sushi Swap ერთ-ერთი უძველესი დეცენტრალიზებული ბირჟაა,რომლის განვითარებაც 2020წელს DEFI-სექტორის აღმავლობას დაემთხვა.
Sushi საკმაოდ სწრაფად აინტეგრირებს  ახალ ქსელებს DEX–ის  სმარტ– კონტრაქტის მოქნილობის გამო. 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით,მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Avalanche, Moonriver, Polygon blockchain და Ethereum-ზე დაფუძნებული კიდევ 20 EVM–ქსელი. 

ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით, ბირჟაზე მბრუნავი სახსრების საერთო მოცულობა $1,3 მილიარდს აღწევს, სავაჭრო წყვილების რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

სვოპების სექცია სხვა DEX-ებს ჰგავს, ერთი თავისებურების გამოკლებით: თეგით Swap ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი გაცვლა,ხოლო xSwap იძლევა საშუალებას ტოკენები ერთი ქსელიდან მეორეში ოპერატიულად გადაიტანოთ კროსჩეინ-ხიდის მეშვეობით.
ქროსჩეინ–სვოპის სექცია  Sushi Swap–ზე

ქროსჩეინ–სვოპის სექცია Sushi Swap–ზე

Earn მოიცავს პლატფორმაზე ფულის გამომუშავების  ყველა შესაძლებლობას,მათ შორის ლიკვიდობის ფარმინგს. სავალუტო წყვილების მრავალფეროვნება იძლევა ნებისმიერი ქსელის ბაზაზე ნებისმიერი ტოკენის ფარმინგის საშუალებას.ეს საკმაოდ მოსახერხებელია,თუ მომხმარებელი ფლობს რომელიმე ტოკენს და ეძებს შესაძლებლობას მისი კარგი წლიური პროცენტით განთავსებას.
სექცია Earn Sushi Swap-ზე

სექცია Earn Sushi Swap-ზე

საინტერესოა,რომ DEX-ის ახალ ფუნქციონალს ჯერ არ აქვს პლატფორმის ყველა ფუნქციის მხარდაჭერა. აქ ასევე ხელმისაწვდომია ანალიტიკის,ბლოგის ჩანართები,და ასევე სტრიმინგის პროდუქტი,რომელიც წარმოადგენს ტრეიდერების მიერ შექმნილ სტრატეგიებში სახსრების ჩადების ან საკუთარი სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობას. 

Sushi-ს გაფართოებული შესააძლებლობები წარმოდგენილია აპლიკაციის ძველ ვერსიაში,რომელზეც გადასვლა შეიძლება,თუ აირჩევთ  «Sushi 1.0»

სავაჭრო წყვილებზე ხელმისაწვდომია ლიმიტირებული ორდერები, რაც DEX-ზე ვაჭრობას საკმაოდ კომფორტულს ხდის. სექცია  “Kashi”  ფაქტობრივად საკრედიტო პროტოკოლია. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სტეიბლკოინებით ან  სასურველი მონეტებით, და გირაოს სახით საკუთარი კრიპტო დატოვონ. საკრედიტო პროტოკოლების მუშაობის შესახებ, ისევე როგორც მათგან საუკეთესოთა სიაზე,ჩვენ დეტალურად დავწერეთ ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში.
დაკრედიტების სექცია  Sushi Swap–ზე

დაკრედიტების სექცია Sushi Swap–ზე

Sushi–ს საკუთარი ლაუნჩპადიც აქვს სახელწოდებით Miso. ტოკენსეილები აუქციონის ფორმატში ტარდება,საკუტარი პრე–სეილის შექმნა კი ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. 

Sushi Swap–ის ნატიური ტოკენია  Sushi. აქტივის მიმდინარე ღირებულებაა – $1,6. $318 მილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით მონეტა  128-ე ადგილს იკავებს კრიპტო–ოროექტების რეიტინგში  Coingecko–ს ვერსიით. 

თავად ტოკენი Sushi უკვე ორი წელია კრიპტოვალუტების ბირჟების უმეტესობაზე ვაჭრობს,  Coinbase–ის, FTX–ისა, WhiteBIT–ის და სხვების ჩათვლით.

საინტერესოა, რომ შეიძლებოდა პროექტს  არსებობა შეეწყვიტა 2020 წელს. DEFI– სექტორის განვითარების პიკზე, Sushi  ერთსა და იმავე ადგილზე იყო შესრულების და ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით ყველაზე დიდ DEX-თან Ethereum-ზე - Uniswap–თან. საზოგადოება შეშფოთებული იყო, რომ მონეტების 70% ანონიმური შემქმნელის ხელში იყო, რომელსაც ტვიტერზე მეტსახელი Sushi Chief ჰქონდა. და ეს შიშები საფუძვლიანი აღმოჩნდა: 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში დამფუძნებელმა გაყიდა ყველა თავისი მონეტა, რამაც ტოკენის კურსი $15-დან $1-მდე ჩამოშალა. 

ამ საქციელის შემდეგ, Twitter-ზე კრიპტო-საზოგადოებამ დაიწყო შემქმნელის აქტიური ბულინგი, მუდმივად მოითხოვდა თანხების დაბრუნებას და პროექტზე მუშაობის გაგრძელებას. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენიმე კვირის შემდეგ Sushi–ის უფროსმა მიიღო შეთავაზება და მონეტების უმეტესი ნაწილი ლიკვიდურობაში დააბრუნა. მას შემდეგ, ტოკენმა მოახერხა 4000%-იანი ზრდის ჩვენება, ფასი გაიზარდა $0.5-დან $22-მდე. ღირებულების რეკორდი დაფიქსირდა 
ვაჭრობის მთელი პერიოდის განმავლობაში ტოკენის Sushi ფასის დინამიკა(Coingecko)

ვაჭრობის მთელი პერიოდის განმავლობაში ტოკენის Sushi ფასის დინამიკა(Coingecko)

Sushi Swap აქტიურად ვითარდება და ახალ სამუშაო ქსელებს ნერგავს,რათა ვაჭრობისთვის პირობები გააუმჯობესოს. მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალის წყალობით, DEX კარგი პლატფორმაა როგორც გამოცდილი ტრეიდერებისთვის,ისე მათთვის,ვინც  DEFI-სფეროს ახლა ეცნობა.