Celo-ს ეკოსისტემის მიმოხილვა

ფოტო - Celo-ს ეკოსისტემის მიმოხილვა
Celo ბლოკჩეინის პლატფორმაა მათთვის, ვისაც სმარტფონი ყოველთვის ხელთ აქვს. პროექტს შეუძლია, დაიკვეხნოს საკუთარი L1 ბლოკჩეინით, ნატიური აქტივების ხაზით, რომელთა შორის არის სტეიბლკოინები და მრავალი დეცენტრალიზებული აპლიკაციისა (dApps) და პროექტების მქონე ეკოსისტემით.
Celo ბლოკჩეინ ეკოსისტემაა, რომელიც სმარტფონების მფლობელებს Web3 სამყაროსა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) გაცნობას პლატფორმის აქტივების გამოყენებით სთავაზობს. კრიპტელები ეკოსისტემას mobile-first-ს არაოფიციალურად უწოდებენ და ამ დასახელებას მისი შემქმნელები მარკეტინგულ მასალებში ხშირად მოიხსენიებენ.

საჯარო გასაღების (საფულის მისამართების) სახით ტელეფონის ნომრების გამოყენებით, Celo-მ გადაწყვიტა, ციფრული აქტივების ბაზარი გაეცნო მობილური კავშირის მილიარდობით  აბონენტისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის მათთვის, ვისაც, თავისი მცირე არაკის, ან  დადებითი საკრედიტო რეიტინგის არარსებობის გამო საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს. 
ყველაზე მეტად Celo სმარტფონის მფლობელებს მოსწონთ

ყველაზე მეტად Celo სმარტფონის მფლობელებს მოსწონთ

პლატფორმა Celo გთავაზობთ სმარტ კონტრაქტებისა და dApps-ების შექმნას, რითაც კრიპტოვალუტის ბაზარს ახალი DeFi გადაწყვეტილებებით ავსებს.

Celo-ს ბლოკჩეინი კონსენსუსის ალგორითმზე Proof-of-Stake მუშაობს. პირველი ბლოკი 2020 წლის აპრილში იყო გენერირებული. უმოკლეს დროში ის გახდა „შინაური“ პლატფორმა 1000-ზე მეტი პროექტისთვის 150+ ქვეყანაში, რაც ყველა მსურველისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნით თანაბარი პირობების შექმნას უწყობს ხელს. 

კომპანია ირწმუნება, რომ სმარტფონების მფლობელების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო ციფრული აქტივების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპი გაცილებით მოკრძალებულია. გარდა ამისა, კრიპტოვალუტები იდეალური ინსტრუმენტია რეგიონებისთვის, სადაც მოსახლეობას საბანკო სერვისებზე წვდომა არ აქვს. ამავდროულად, თითქმის ყველას აქვს სმარტფონი, თუნდაც ბიუჯეტური.

Celo-ს მიზანია, შექმნას ორი ტექნოლოგიის - პროგრამული უზრუნველყოფის მქონე მობილური გაჯეტებისა და ფინანსური DeFi აპლიკაციების - სინერგია dApps-ისა და სმარტ კონტრაქტების შექმნის გზით.

Celo-ს ბლოკჩეინი ავტომატურად ითვლის საკომისიოს p2p გადარიცხვებისთვის, ასევე აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას, ტრანზაქციისთვის Gas გადაიხადოს ნებისმიერ კრიპტოვალუტაში, მათ შორის ნატიურ CELO ტოკენში.

Celo-ს ავტორები და დამფუძნებლები

Celo-ს თანადამფუძნებლები არიან რენე რაინსბერგი (Celo Foundation-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი), მარეკ ოლშევსკი (cLabs-ის CTO) და სეპ კამვარი, IT სპეციალისტი და MIT Media Lab-ის ყოფილი პროფესორი.

Celo-ს ეკოსისტემის აქტივები

პლატფორმა ოთხ ნატიურ ტოკენს გთავაზობთ. CELO არის ტოკენი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციებისა და პლატფორმის სერვისების საკომისიოს გადასახდელად, ასევე მმართველობაში მონაწილეობისთვის (უზრუნველყოფს ხმის მიცემის უფლებას).

CELO-ს მართვის აქტივს აქვს ფიქსირებული მიწოდება 1 მილიარდის ოდენობით. მიმოქცევაში არსებული CELO მონეტები Mento Reserve-სა (რეზერვების პორტფელი) და CELO-ს მფლობელთა საზოგადოებას შორის ნაწილდება.

Mento Reserve, რომელსაც მხარს უჭერს პროტოკოლი Mento Protocol, მომხმარებლებს Celo-ს ბლოკჩეინში სხვადასხვა სტაბილურ აქტივებზე წვდომას აძლევს. პლატფორმაზე დანერგილია სამი სტეიბლკოინი: Celo Dollar (CUSD), Celo Euro (CUER) და Celo Brazilian Real (CREAL). ყველა ეს აქტივი თავისუფლად იცვლება ეკოსისტემის ფარგლებში, ასევე ივაჭრება სხვადასხვა DEX ბირჟებზე.
ნატიური აქტივების გაცვლა Mento dApp-ის მეშვეობით ისეთივე მარტივია, როგორც DEX ბირჟის საშუალებით

ნატიური აქტივების გაცვლა Mento dApp-ის მეშვეობით ისეთივე მარტივია, როგორც DEX ბირჟის საშუალებით

Mento Protocol ავტომატური მარკეტმეიკერია (AMM), რომელიც ფუნქციონირებს, როგორც დეცენტრალიზებული ბირჟა. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ სტეიბლკოინებმა შეინარჩუნონ მიბმა შესაბამის ფიატის ვალუტებთან. CELO-ს აქტივი გირაოს სახით გამოიყენება და Celo-ს რეზერვში ინახება. როდესაც სტეიბლკოინებზე მოთხოვნა იზრდება, პროტოკოლი მათ ჭრის და ყიდის CELO-ს სანაცვლოდ პლატფორმა Mento-ს მეშვეობით. თუ სტეიბლკოინზე მოთხოვნა მცირდება, მაშინ  საპირისპირო პროცესი ხდება. Mento-ს არბიტრაჟი აქტიურდება სტეიბლკოინების შესაბამის ფიატის ვალუტებთან 1:1 თანაფარდობით მიბმაზე უარის თქმის შემთხვევაში. 
აქტივების რეზერვების სტრუქტურა სტეიბლკოინების  მხარდასაჭერად

აქტივების რეზერვების სტრუქტურა სტეიბლკოინების მხარდასაჭერად

მთლიანობაში, Celo-ს ეკოსისტემაში უკვე თითქმის ორი ათეული აქტივია, მათ შორის Ankr (ANKR), Coin 98 (C98), Plastiks (PLASTIK) და სხვა.

რისგან შედგება Celo-ს ეკოსისტემა?

Celo-ს ეკოსისტემა ძირითადად ფინანსურ აპლიკაციებსა და სერვისებზეა ორიენტირებული. ამ პლატფორმაზე სულ უფრო მეტი NFT პროექტი ჩნდება, მათ შორის საკმაოდ პერსპექტიული AwardPool, რომელმაც 2.3 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვა ჯერ კიდევ „სათესი“ ინვესტიციების (SEED) მოზიდვის ეტაპზე მოახერხა. Celo სახლად იქცა რამდენიმე DEX ბირჟისთვის, რომელთა შორისაა ცნობილი Uniswap და პერსპექტიული Uberswap. Celo-ს ეკოსისტემაში, 1000-ზე მეტ (!) პროექტს შორის, ბევრია ისეთი, რომლებმაც თანხები მოიზიდეს გრანტებით, მაგალითად, Infibridge, Cent და AgriUT.
Celo-ს ეკოსისტემის მაჩვენებლები

Celo-ს ეკოსისტემის მაჩვენებლები

Celo-ს ეკოსისტემაში პროექტების უმეტესობა იყოფა სამ კატეგორიად: DeFi, NFT და სოციალურად მიმართული Web3.
პროექტების სამი ძირითადი მიმართულება Celo-ს ეკოსისტემაში

პროექტების სამი ძირითადი მიმართულება Celo-ს ეკოსისტემაში

საინტერესო ფაქტია, რომ Celo-ს პლატფორმაზე ბევრმა პროექტმა ეკოსისტემის ფარგლებს გარეთ მსხვილი ვენჩურული, ან საინვესტიციო ფონდებიდან პირდაპირი ინვესტიციები მიიღო.

Nakji Network-მა $8.8 მილიონი მოიზიდა. ეს ბლოკჩეინის ორგანიზაციის ინდექსირების პროტოკოლია.

Messari-მ $21 მილიონი მოიზიდა. სთავაზობს კვლევებს, სიახლეებს, მეტრიკებსა და მონაცემებს კრიპტოვალუტების შესახებ.

MakersPlace-მა $30 მილიონი მოიზიდა. ეს არის უნიკალური პლატფორმა ციფრული შემოქმედებისთვის, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.

Nine Chronicles-მა $2,6 მილიონი მოიზიდა. ეს არის სრულად დეცენტრალიზებული როლური თამაში, რომელსაც მოთამაშეები მართავენ.

Krystal-მა $6.6 მილიონი მოიზიდა. ეს პლატფორმა გთავაზობთ საუკეთესო სერვისებს  DeFi-ს სფეროში. გაცვალეთ ტოკენები, მიიღეთ პასიური შემოსავალი და მართეთ თქვენი პორტფელი.

TrustToken-მა $12.5 მილიონი მოიზიდა. ეს არის პლატფორმა აქტივების ტოკენიზაციისთვის, რომლებსაც თავისუფლად ყიდიან  და ყიდულობენ.

Aspen Digital-მა $8.8 მილიონი მოიზიდა. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმა ციფრული აქტივების მართვისთვის.

Onramp Invest-მა $6 მილიონი მოიზიდა. ეს პლატფორმა კრიპტოაქტივებზე წვდომას ფინანსურ მრჩევლებსა და საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმებს აწვდის.

ZenLedger-მა $6 მილიონი მოიზიდა. ეს არის კრიპტოვალუტების გადასახადების ოპტიმიზაციისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ინვესტორებისა და ციფრული აქტივების პორტფელის მმართველებისთვის.

Matrixport-მა $100 მილიონი მოიზიდა. ეს არის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ვაჭრობა, ინვესტირება და კრიპტოაქტივებით სესხება.
ეს სია შეიძლება გაგრძელდეს.

ეკოსისტემის განვითარება და ახალი პროექტების მოზიდვის დრაივერები

სტარტაპების მხარდასაჭერად, მათში ინვესტიციების ჩადებისა და საკუთარი ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, Celo-მ შექმნა მრავალ დონის სისტემა, რომელიც მოიცავს ინკუბატორს, აქსელერატორს, ინვესტიციების მიწოდებას, მენტორობასა და ა.შ. ასეთი ყოვლისმომცველი ზრუნვა სტარტაპებზე სხვა ეკოსისტემებში სანთლით საძებარია. 

თავად განსაჯეთ.

CeloStarter: სახსრების შეგროვების დეცენტრალიზებული საზოგადოება, ინკუბატორი და სასტარტო პლატფორმა.  დაფინანსებული პროექტები: Symmetric, Pamp და GaneshaToken სხვათა შორის.

Celo Community Fund: ფონდი დაარსდა 2021 წელს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც Celo-ს მისიას იზიარებენ - Xeggo, Lovecrypto, Figment და DuniaPay.

ვენჩურული ფონდი Celo: ვენჩურული საწარმო Polychain-ის ხელმძღვანელობით, რომელსაც ინვესტიციების და ეკოსისტემის განვითარების მიზნით მხარს უჭერენ დამფუძნებელი ინვესტორები Andreessen Horowitz და Celo.

Celo Camp: რვადღიანი ვირტუალური საწვრთნელი "ბანაკი" ისეთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც არიან ვენჩურული ინვესტირების ლიდერები, როგორიცაა Andreesen Horowitz, Polychain, Winklevoss Capital და DragonFly Capital.

Celo Foundation-ის საგრანტო პროგრამა: მხარი დაუჭირა 90-ზე მეტ პროექტს 54 ქვეყნიდან.

DeFi პარტნიორობა: გამოცხადდა 2021 წლის ივლისში, სთავაზობს მენტორობას, სხვა დახმარებას და რესურსებს.

Virtuous Ventures: 2020 წელს ემი სლოუსონის მიერ დაარსებული კომპანია, რომელიც ადრეული ეტაპებზე სტარტაპებში ინვესტიციას ახორციელებს. 

Flori Ventures: კიდევ ერთი საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2021 წელს მარია ალეგრეს მიერ დაარსდა და DeFi სტარტაპებს უჭერს მხარს.

ინვესტორები

2021 წელს Celo-მ მოახერხა 20 მილიონი დოლარის მოზიდვა ისეთი ცნობილი საინვესტიციო ფონდებისგან, როგორებიცაა Andreessen Horowitz, Greenfield One და Electric Capital. მოგვიანებით, Celo-ს ნატიური საფულის, Valora-ს შემუშავების მიზნით, პროექტმა ჯერ კიდევ A სერიის განმავლობაში მოიზიდა კიდევ $20 მილიონი Andreessen Horowitz-ისგან, NFX, Polychain Capital-ისგან, SVAngel-ისგან, Nima Capital-ისგან, Valor Capital Group-ისა და სხვა ინსტიტუციური ინვესტორებისგან.

ამჟამად Celo-ს აქტივი ისეთი ცნობილი ფონდების საინვესტიციო პორტფელებშია, როგორიცაა a16z (Andreessen Horowitz), DragonFly Capital, Coinbase Ventures, Polychain Capital, Electric Capital.

დასკვნა

როგორც ხედავთ, Celo-ს ეკოსისტემა საკმაოდ მომწიფებული პლატფორმაა, რომელიც 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტური სტარტაპისთვის ინკუბატორი გახდა და ცნობილი საინვესტიციო და ვენჩურული ფონდების ყურადღება მიიპყრო, თუმცა მის შესახებ მედიაში არც თუ ბევრი ინფორმაციაა. ჩვენ ამ ნაკლის გამოსწორება ვცადეთ.