CFTC კრიპტობაზარზე ანონიმურობის გაკონტროლებას აპირებს

icon FOR
ფოტო - CFTC კრიპტობაზარზე ანონიმურობის გაკონტროლებას აპირებს
CFTC-ის თავმჯდომარემ, კრისტი გოლდსმიტ რომერომ, ლონდონში ანგარიშით გამოსვლისას, კრიპტოვალუტურ ბაზარზე ანონიმურობის კონტროლის, DeFi აპლიკაციების უსაფრთხოების გაძლიერების და ცენტრალიზებულ ბირჟებზე კლიენტების სახსრების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

ანონიმურობა პრობლემაა?

რომერო თვლის, რომ ანონიმურობა იზიდავს კრიმინალებს, რომლებიც ტერორიზმის დაფინანსებაში, კიბერდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილეობენ. ამ დანაშაულების გამჭვირვალობისა და გამოვლენის მიზნით, ის მომხმარებლის სავალდებულო იდენტიფიკაციის შემოღებას გვთავაზობს და აზუსტებს, რომ შესაბამისი კანონები კონგრესში უკვე განიხილება. 
ციფრული აქტივების ინდუტრიაში თაღლითობა პრაქტიკულად სავიზიტო ბარათი გახდა. Ხანდახან რთულია ამ მოვლენის ადამიანების ცხოვრებაზე ზეგავლენის სრული შეფასება. მთავრობებმა და განსაკუთრებით, ინდუსტრიამ უნდა გადაჭრას პრობლემა, რომელიც კრიპტოვალუტებს უკანონო დაფინანსებისთვის ასე მიმზიდველს ხდის, კერძოდ - ანონიმურობის ხიბლი
, – © CFTC-ის თავმჯდომარე კრისტი გოლდსმიტ რომერო.
მთავარ პრობლემად მიჩნეულია კრიპტოვალუტური მიქსერები, რომლებიც ბლოკჩეინის გამჭვირვალობის პრინციპს არღვევს და რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის მთავრობამ დიდი ხანია სანქციები დააწესა. CFTC მოუწოდებს კრიპტოკომპანიებს, უზრუნველყონ მომხმარებლების კონფიდენციალურობა, მაგრამ, ამასთან, მკაცრად დაიცვან KYC, AML (ფულის გათეთრებასთან ბრძოლა), CFT (ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა) და აიცილონ ურთიერთქმედება მიქშირებულ სახსრებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა,  ცენტრალიზებულ ბირჟებს ეხება, რომეროს აზრით, DeFi პლატფორმებმაც უნდა შეზღუდონ წვდომა სრულად ანონიმური მომხმარებლებისთვის. DeFi-ის თემის დასასრულს, თავმჯდომარემ მოუწოდა დეველოპერებს, მეტი დრო დაუთმონ სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოებას, მუდმივად გაიარონ აუდიტი და გააუმჯობესონ პირადი გასაღებების მართვა.

ცენტრალიზებული ბირჟები

რომერომ გამოთქვა ეჭვი, რომ კრიპტოვალუტური ბაზარი სატოში ნაკამოტოს პრინციპების ერთგულია. არ შეიძლება არ დაეთანხმო მას, რადგან ვაჭრობის უმეტეს ნაწილს ცენტრალიზებული ბირჟები აკონტროლებენ, ახალბედებს კი ყველა ნიუანსი ყოველთვის არ ესმით, რამაც შეიძლება მათი მხრიდან მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვიოს. 

ამიტომ, სასამართლოების შესაბამის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, CFTC გამოდის ინიციატივით, შემუშავდეს წესები, რომლებიც დაიცავენ კლიენტებს მათი აქტივების კორპორაციულ აქტივებთან შერევისგან, ასევე, გაკოტრების შემთხვევაში, მიანიჭებენ მომხმარებელს ინვესტიციების დაბრუნების კუთხით უმაღლეს პრიორიტეტს. ეს საკითხი კონგრესმა უნდა განიხილოს, რათა შემდეგ ჩამოაყალიბოს კრიპტოვალუტური სპოტური ბაზრების რეგულირების წესები, აამოქმედოს ბირჟების ზედამხედველობა და მიანიჭოს მარეგულირებლებს გარკვეული უფლებამოსილებები.