პრობლემები Worldcoin-იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით

ფოტო - პრობლემები  Worldcoin-იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
Worldcoin ტოკენის დიდი ხნის ნანატრი გაშვება აძლიერებს შეშფოთებას კომპანიის მიერ გამოყენებული ვინაობის დადასტურების უნიკალური პროცესის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. სემ ალტმანის (OpenAI) მიერ შექმნილი Worldcoin-ი გეგმავს ტოკენებზე წვდომა მხოლოდ მათ მისცეს, ვინც შეძლებს საკუთარი ვინაობის დადასტურებას თვალის ფერადი გარსის სკანირებით სპეციალური Worldcoin მოწყობილობის მეშვეობით.
თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვინაობის დადასტურებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა.

ჩინურმა საინფორმაციო საიტმა BlockBeats-მა ამ საკითხზე ყურადღება ტვიტების სერიით გაამახვილა. მათი დასკვნების თანახმად, ადამიანები ჩინეთში, რომლებსაც არ შეუძლიათ უშუალოდ დარეგისტრარდენ Worldcoin-ის ტოკენების მისაღებად, მიმართავენ თვალის ფერადი გარსის სკანის შეძენას კამბოჯასა და აფრიკაში. ამ გზით მათ შეუძლიათ გადალახონ სისტემის შეზღუდვები და პოტენციურად, მიიღონ წვდომა ტოკენებზე, რომლებიც დარეზერვებულია დადასტურებული უნიკალური მომხმარებლებისთვის. 

ამ აღმოჩენამ კრიტიკის ტალღა გამოიწვია  სოციალურ ქსელებში, მაგალითად,  Twitter-ში. მომხმარებლებმა გამოხატეს თავიანთი აღშფოთება არაეთიკური პრაქტიკების გამოყენების გამო.

Worldcoin-ის სპიკერი გამოეხმაურა ბრალდებებს და აღიარა არაავტორიზებული წვდომის შემთხვევები. ამავდროულად, მან შეამცირა ინციდენტის მასშტაბები და დაარწმუნა საზოგადოება, რომ ეს იყო მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევა. სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Worldcoin-ის გუნდი ყურადღებით აკვირდება და რეაგირებს ყველა საეჭვო და პოტენციურად თაღლითურ ქმედებებზე. 

კომპანიამ განაცხადა, რომ იღებს ზომებს საფრთხეების მონიტორინგისა და მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ისინი გეგმავენ თავიდან აიცილონ სიტუაციები, როდესაც ადამიანები რეგისტრირდებიან World ID-ის დადასტურებისთვის და შემდეგ World App-ზე წვდომას  მესამე მხარეს გადასცემენ.

GC
GN Crypto
ავტორი