ChatGPT ალტკოინების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი
Coinbase-ის ბიზნეს ოპერაციების ხელმძღვანელმა, კონორ გროგანმა ChatGPT-ის გამოყენების საკუთარი მეთოდი გამოიგონა. ჩატბოტის მეშვეობით, ის სხვადასხვა კრიპტოვალუტისთვის საფასო ქცევის სცენარების გათვლას აკეთებს.
გრძელვადიან ჰოლდერებს ვურჩევთ თვალი მოარიდონ ეკრანს, რადგან ChatGPT-მ დაადგინა, რომ 2035 წლისთვის ბიტკოინის მთლიანი კრახის ალბათობა 15%-ს შეადგენს. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტმა ივარაუდა, რომ განულებამდე დაცემის კიდევ უფრო მეტი შანსი, კერძოდ 20%-იანი, აქვს Ethereum-ს. Litecoin-ისა და Dogecoin-ისთვის ასეთი ალბათობა 35%-სა და 45%-ს შეადგენს.
ChatGPT პროგნოზები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით წყარო: Twitter @jconorgrogan
გროგანმა დაასკვნა, რომ მთლიანობაში, ChatGPT არის BTC-ის ძლიერი მხარდამჭერი, ხოლო ალტოკინების მიმართ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი. ის ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროგნოზი 100-ზე მეტჯერ გადაამოწმა და საშუალოდ, სხვაობა 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებამდე Coinbase-ის ხელმძღვანელმა ეს ჩატბოტი ჯო ბაიდენსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური პროგნოზისთვის გამოიყენა. ასევე, მან გამოიკვლია AI-ის გავლენა საზოგადოებაზე და გამოთქვა ვარაუდი არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ. აღნიშნულია, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელების სტუმრობის ალბათობა 10%-ს შეადგენს.
თუ გავითვალისწინებთ ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომ გროგანმა ChatGPT-4 გამოიყენა Ethereum-ის სმარტ კონტრაქტებში უსაფრთხოების მოწყვლადობის აღმოსაჩენად. მისი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა.
კონორ გროგანის მცდელობა, გამოიყენოს ChatGPT სმარტ კონტრაქტში არსებული მოწყვლადობის მოსაძებნად წყარო: Twitter @jconorgrogan