როგორ შევუერთდეთ zkSync-ის აირდროპს

ფოტო - როგორ შევუერთდეთ zkSync-ის აირდროპს
zkSync-ის (მეორე დონის გადაწყვეტილება Ethereum-ისთვის) შემქმნელებმა მოახლოებული აირდროპი დააანონსეს. ის შეიძლება Arbitrum-ის ბოლოდროინდელ აირდროპზე მასშტაბური იყოს.
მანამდე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ უკრაინული წარმოშობის მქონე კომპანია Matter Labs-ის zkSync-ის ქსელის მიმოხილვა. ასევე, ვწერდით, რომ პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, დამფუძნებლები ტოკენების მასობრივ დარიგებას გეგმავენ. 

დამფუძნებლებმა ჩაატარეს დაფინანსების რამდენიმე რაუნდი, რომლის დროსაც ქსელის ეკოსისტემის განვითარებისთვის $458 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხეს. ასეთი შთამბეჭდავი თანხა აიხსნება მომხმარებლის მაღალი ინტერესითა და პროექტების საინვესტიციო მიმზიდველობით, რომლებიც ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებას იყენებენ. ამის დემონსტრირება დამაჯერებლად მოახდინა გიჟურმა შოუმ, რომელიც Arbitrum-ის აირდროპის დროს მიმდინარეობდა.

ვიმედოვნებთ, რომ zkSync-ის მხრიდან ტოკენების დარიგება სიბილას შეტევებისა და კურსის ხელოვნურად გაბერვის გარეშე წარიმართება, მაგრამ ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

მათ კი, ვისაც დამატებითი ფულის გამომუშავება ყოველგვარი რისკის გარეშე სურს, ვთავაზობთ რამდენიმე მოქმედებას, რომელიც ტოკენების დარიგებაში მონაწილეობის შანსებს გაზრდის. 

მოქმედება 1. დააკავშირეთ თქვენი Metamask საფულე Polygon-ის სატესტო ქსელთან ამ ბმულის მეშვეობით. დაკავშირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ $100-დან $10 000-მდე ოდენობის სატესტო ტოკენებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია WETH/USD-ით ვაჭრობის პრაქტიკისთვის, ყოველგვარი რისკის გარეშე.

მოქმედება 2: გადადით ამ ბმულზე და ყოველ 24 საათში ერთხელ მიიღეთ 20 testnet LINK ტოკენი. ესაა შესანიშნავი გზა თქვენი კრიპტოპორტფელის შესაქმნელად, ფულის ჩადების გარეშე.

მოქმედება 3. გადადით ამ ბმულზე10 მაისამდე და შეასრულეთ ყველა დავალება პროექტ zkLink-ის სოციალურ ქსელებთან დასაკავშირებლად და მიიღეთ მონაწილეობა Dunkirk Test-ში. ამით თქვენ შეძლებთ, მიიღოთ ცოტაოდენი დამატებითი კრიპტოვალუტა და წვდომა მათ NFT ბაზარზე, სოციალურ ქსელებში zkLink-ის პოპულარიზაციისთვის თქვენს გამომწერებს შორის.

მოქმედება 4. 11 მაისიდან 14 მაისამდე (სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ), გადადით ამ ბმულზე თქვენს საფულეში ნებისმიერი დახარჯული აქტივების აღსადგენად. გვერდს აქვს დეტალური ინსტრუქციები ტოკენების დასაბრუნებლად.

მოქმედება 5. თუ გადახვალთ ამ ბმულზე, გაივლით ანტიბოტ შემოწმებას და შეასრულებთ დავალებას, მიიღებთ მონეტებს ZNS + IDO-ს თეთრ სიას (გაზის საფასურის გარეშე). თქვენ შეძლებთ  შექმნათ ორი დომენი, ან მოიწვიოთ მეგობრები, რათა მიიღოთ მეტი მონეტა და გარანტირებული ადგილი თეთრ სიაში.

სულ ეს არის! ამ ალგორითმის შესრულებით, დიდი ალბათობით, თქვენ zkLink-ის, Zksync-ისა და ZNS-ის აირდროპში თქვენს წილს მიიღებთ, მაშინაც კი, თუ აღმოჩნდება, რომ დარიგება არ იქნება ისეთივე მომგებიანი, როგორც Arbitrum-ის შემთხვევაში იყო, ეს პროცესი თქვენგან რაიმე ინვესტიციას, ან დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს.