Chiliz-მა Chain 2.0 აამოქმედა
Chiliz-ის პლატფორმამ განახლება Chain 2.0 აამოქმედა. ახლა ბლოკჩეინი კონსენსუსის ალგორითმ PoS-ის საფუძველზე მუშაობს და ძველი ვერსიისგან უფრო დაბალი საკომისიოებითა და ენერგოეფექტურობით განსხვავდება.
რა არის პლატფორმა Chiliz?
პროექტი Chiliz მალტური კომპანია Mediarex Group-მა 2018 წელს აამოქმედა. ეს არის პირველი დეცენტრალიზებული სპორტული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათი საყვარელი გუნდების ცხოვრებაში, იყვნენ პირველები, ვინც კლუბის ამბასადორებისგან ექსკლუზიურ კონტენტს მიიღებს და მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის სოციალური ინტერაქციის სფეროში გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენასაც კი მოახდენს. მთელი პლატფორმა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გამჭვირვალე ხმის მიცემის სისტემაზეა აგებული. მის თავისებურებებს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
პროექტს აქვს საკუთარი მონეტა CHZ, რომელიც პლატფორმაზე Socios.com მოქმედებს. იგი გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება და მისი გაცვლა შესაძლებელია ყველგან, სადაც ციფრული აქტივებით ვაჭრობენ.
რა არის განახლება Chain 2.0-ის არსი?
Chiliz Chain 2.0-ის ამოქმედება ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ სპორტული საზოგადოება კონცენტრირებული იყო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე და ფან ტოკენების ფასის რყევებზე, რომლებიც ამ დროს მძლავრ ვოლატილობას განიცდიდა. დეველოპერებმა გადაწყვიტეს, კოდში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისას არ გაერისკათ. რაიმე ხარვეზების ამოტივტივების შემთხვევაში, ეს პროექტის იმიჯს სამუდამოდ გააფუჭებდა და ჩემპიონატით დამუხტულ საზოგადოებაში აღშფოთებას გამოიწვევდა.
ახლა განახლება ამოქმედებულია, Chiliz-ის გუნდმა კი CHZ-ის Web 3.0 ეკოსისტემის შესაქმნელად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გენეზის ბლოკის Chiliz Layer-1 სატესტო შემოწმება 2023 წლის 8 თებერვალს ჩატარდა და 10 თებერვალს ვალიდატორები მუშაობას შეუდგნენ.
რა ცვლილებები ელის პლატფორმის მომხმარებლებს:
- მომხმარებელთა ციფრული აქტივების დაცვისა და კონტროლის მიზნით Proof-of-Stake კონსენსუსის მექანიზმის გამოყენება.
- მმართველობის სტრუქტურის ცენტრალიზაცია, რომელშიც კენჭისყრით კონსენსუსის მიღწევა დელეგირებული იქნება ნოდების მფლობელებთან (ჯამში, 11 მძლავრი ქსელური კვანძის შექმნა იგეგმება).
- ტოკენი CHZ საკუთარი ეკოსისტემის მქონე სრულფასოვანი კრიპტოვალუტა ხდება, ხოლო პლატფორმა, ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, იქცა "სახლად Web3-ისთვის სპორტსა და გართობაში".
- სპორტულ კლუბებსა და ბრენდებს ახლა შეუძლიათ, ბლოკჩეინზე საკუთარი NFT-ები შექმნან, სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერის მქონე დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემები გამოიყენონ და Chain 2.0-ის დახმარებით, ფანების ტრადიციული პრაქტიკები ააღორძინონ.
- კომპანია ახლა შეძლებს, სპორტული თემატიკაზე გამოუშვას საკუთარი ბლოკჩეინ თამაშები, რომლებშიც მოთამაშეები კრიპტოვალუტას CHZ გამოიმუშავებენ.
Chiliz-ის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე დრეიფუსმა წარმოადგინა პროგრამა "Fan Token Everywhere", რომლის მიზანია, გაზარდოს თაყვანისმცემლების ჩართულობა მათი კერპების ცხოვრებაში, შესთავაზოს ბილეთები და გადახდები ბლოკჩეინის საშუალებით, ასევე დააბრუნოს მოთამაშეების სამახსოვრო ნივთების შეგროვების ტრადიცია (ამჟამად არაჩანაცვლებადი ტოკენების სახით).
გარდა ამისა, Chiliz უახლოეს მომავალში გეგმავს ათი პროექტის ამოქმედებას, რომლებიც დაკავშირებული იქნება NFT ბილეთებისა და ფან ტოკენების ახალი ვარიანტის გაყიდვასთან, რომელიც ეძღვნება არა სპორტულ კლუბებს, არამედ საუკეთესო მოთამაშეებს. დამფუძნებლები ასევე გეგმავენ პარტნიორობას გუნდებთან, რომლებიც Web3 ინფრასტრუქტურაზე მუშაობენ. ამ მიზნით, Mediarex Group 2023 და 2024 წლებში სტადიონებსა და სპორტულ არენებზე დეველოპერებისთვის გლობალურ ჰაკათონებს უმასპინძლებს.
თავისი 5-წლიანი იუბილესა და ბლოკჩეინის ამოქმედებასთან დაკავშირებით, Chiliz Chain 2.0 ხალ მომხმარებლებს სპორტულ თემატიკაზე შექმნილ უფასო NFT-ებს ურიგებს. აირდროპში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე და მის სოციალურ ქსელებში ანგარიშები თებერვლის ბოლომდე შექმნათ. პროექტის ახალი ამბასადორი სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჩჟე იქნება. ამიტომ, საზოგადოებაში ვრცელდება ჭორები, რომ NFT დაკავშირებული იქნება მასთან, ან კლუბთან "Napoli", რომელშიც ახლა ის ცენტრალურ მცველად თამაშობს. პროექტის გუნდი ამ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს.