ჩინური კომპანიები ფენტანილს კრიპტოში უკანონოდ ყიდიან?

icon FOR
ფოტო - ჩინური კომპანიები ფენტანილს კრიპტოში უკანონოდ ყიდიან?
ფენტანილი ძლიერმოქმედი სინთეტიკური ოპიოიდია, რომელიც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. როგორც ნარკოკარტელების პოპულარული პროდუქტი, კაიფისა და ეიფორიის მოყვარულებს ის დაბალი ფასით და გამოხატული ეფექტით იზიდავს.
ფენტანილი აშშ-ისთვის იმდენად დიდ პრობლემად იქცა, რომ 2017 წელს, ჰეროინთან ერთად, ის კრიტიკულ სახელმწიფო პრობლემად გამოცხადდა. მისი დოზის გადაჭარბება 18-დან 45 წლამდე ამერიკელების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

დიდი ხნის განმავლობაში, აშშ-ისთვის არალეგალური ფენტანილის მიმწოდებელი ჩინეთი იყო, მაგრამ 2019 წელს ოპიოიდური პრეპარატების ნაკადი ჩინეთის ხელისუფლების რეგულირების შედეგად შეწყდა. ექსპორტის აკრძალვამ ვერ შეაჩერა მექსიკელი ნარკორეალიზატორები. ამერიკული ბაზრისთვის მათ დაიწყეს ფენტანილის მიწოდება, რომელიც წარმოებულია პრეკურსორებისგან - ქიმიკატებისგან, რომლებიც რთული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების სინთეზის საწყისი კომპონენტებს წარმოადგენს.

ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის ცნობით, ფენტანილის პრეკურსორების 90-ზე მეტი ჩინური მწარმოებელი მზადაა, თავისი პროდუქცია აშშ-სა და მექსიკაში გაგზავნოს, გადახდები კი კრიპტოვალუტაში მიიღოს. ზოგიერთი კრიპტოვალუტური საფულე, რომელიც არალეგალურ მიმწოდებლებს ეკუთვნის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის 14 აპრილით დათარიღებულ  სანქციებშია აღნიშნული.
ჩინური მწარმოებლებს უკანონოდ ჩააქვთ ფენტანილის პრეკურსორები აშშ-ში და გადახდებს კრიპტოვალუტაში იღებენ წყარო: https://www.elliptic.co

ჩინური მწარმოებლებს უკანონოდ ჩააქვთ ფენტანილის პრეკურსორები აშშ-ში და გადახდებს კრიპტოვალუტაში იღებენ წყარო: https://www.elliptic.co

შემოთავაზებებს შორის, რომლებიც Elliptic-ის წარმომადგენლებმა ჩინური საწარმოებისგან მიიღეს, არის არა მხოლოდ ფენტანილის პრეკურსორები, რომელთაგან ერთ-ერთი მკაცრად კონტროლდება უმეტეს სახელმწიფოებში, ჩინეთში კი დაურეგულირებელი რჩება. როგორც გაირკვა, ნარკომოვაჭრეებს პრეკურსორების ყიდვა მეტამფეტამინისა და ამფეტამინისთვისაც შეუძლიათ.

Elliptic ხაზს უსვამს, რომ მოვაჭრეებს პრეკურსორების გამოყენების საშუალებები არ აინტერესებთ. ზოგიერთმა მათგანმა ღიადაც კი  გაავრცელა ინფორმაცია პროდუქტის პოპულარობისა და ფენტანილის წარმოებაში მისი შესაძლო გამოყენების შესახებ. ამავდროულად, მიმწოდებლებმა აღნიშნეს, რომ პრეკურსორები  მოთხოვნადია მექსიკელ მყიდველებში. ისინი შეკვეთებს აშშ დოლარში, სტეიბლკოინ USDT-ებში ან ბიტკოინებში იხდიან. სწორედ ამიტომ, კომპანიების 90%, რომლებსაც მკვლევარები დაუკავშირდნენ, გადახდების მისაღებად კრიპტოსაფულის მისამართს ტოვებენ. 
კრიპტოაქტივების ბირჟებს ქვეყანაში მუშაობა ეკრძალებათ, საზღვარგარეთული ბირჟები კი ჩინეთის რეზიდენტებს ვერ მოემსახურება. მიუხედავად ამისა, ქიმიკატების მომწოდებლების უმეტესობა, რომლებიც კრიპტოვალუტას იღებდნენ, იყენებდნენ ანგარიშებს ჩინეთის გარეთ მდებარე, კერძოდ, კი სამ კონკრეტულ ბირჟაზე. ეს შეიძლება ასევე მიუთითებდეს, რომ ეს საწარმოები იყენებენ შუამავლებს კრიპტოვალუტური გადახდების იუანში კონვერტაციისთვის
, - ნათქვამია Elliptic-ის ანგარიშში.
მექსიკელი მყიდველები ფენტანილის პრეკურსორებს უკვეთენ და USDT-ში ან BTC-ში იხდიან  წყარო: https://www.elliptic.co

მექსიკელი მყიდველები ფენტანილის პრეკურსორებს უკვეთენ და USDT-ში ან BTC-ში იხდიან წყარო: https://www.elliptic.co

საკუთარი ინსტრუმენტების მეშვეობით, Elliptic-ის წარმომადგენლებმა გაარკვიეს, რომ შემოთავაზებულ საფულეებში $27 მილიონზე მეტი ოდენობის გადახდა შემოვიდა. სავარაუდოდ, ამ რაოდენობის პრეკურსორებისგან ფენტანილის $54 მილიარდის ღირებულების აბების დამზადებაა შესაძლებელი. ამ თანხის უკან დგას არა მხოლოდ ნარკოკარტელების უზარმაზარი მოგება, არამედ 8,6 მილიარდი ადამიანის პოტენციური სიკვდილი, რომელიც ოპიოიდების ჭარბი დოზითაა გამოწვეული. მიმდინარე წლის განმავლობაში, 2022 წელთან შედარებით, გადახდების რაოდენობა 450%-ით გაიზარდა.
Elliptic-მა შეატყობინა ამის შესახებ ბირჟებს, რომლებსაც ეს კომპანიები იყენებდნენ და ჩვენს ინსტრუმენტებში ასობით კრიპტომისამართი მონიშნა, როგორც ამ საქმიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ კრიპტოვალუტების ექსპლუატაცია ამ სასიკვდილო ვაჭრობაში მონაწილე პირების მიერ
, - აცხადებენ კომპანიაში.
ანალიტიკური კომპანია Elliptic წყარო: https://twitter.com/elliptic

ანალიტიკური კომპანია Elliptic წყარო: https://twitter.com/elliptic

Elliptic არის კომპანია, რომელიც 2013 წლიდან გვთავაზობს გადაწყვეტილებებს ბლოკჩეინის ანალიტიკისთვის, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2011 წლიდან მისი დამფუძნებლები კრიპტოაქტივებთან რეგულირებად ფინანსურ დაწესებულებებში მუშაობენ და ინდუსტრიისთვის უკანონო საქმიანობის რეგულირებისა და პრევენციის მნიშვნელობას  აცნობიერებენ.

2020 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე Elliptic ტექნოლოგიის პიონერად აღიარეს.