Citi ბლოკჩეინს ოპტიმისტურად აფასებს

icon FOR
ფოტო - Citi ბლოკჩეინს ოპტიმისტურად აფასებს
საინვესტიციო ბანკი Citi მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად ყველაფრის ტოკენიზაციაა შესაძლებელი და ბლოკჩეინს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ახალ ანგარიშში "ფული, ტოკენები და თამაშები" საინვესტიციო ბანკი Citi, ნიუ-იორკიდან, ნათლად მიანიშნებს, რომ ბლოკჩეინი პროგრესული  ტექნოლოგიაა და თვლის, რომ მას ნათელი მომავალი აქვს.

ბანკი განმარტავს, რომ შესაძლებელია თითქმის ყველაფრის ტოკენიზაცია, რასაც ღირებულება გააჩნია. შესაბამისად, ფინანსური და რეალური აქტივების ტოკენიზაცია ბლოკჩეინის "გამოყენების მომაკვდინებელი ვარიანტი“ იქნებოდა გარღვევის მისაღწევად.

”ჩვენ ვპროგნოზირებთ $4 ტრილიონიდან $5 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების ტოკენიზებული ციფრული ფასიანი ქაღალდების მოცულობასა და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიაზე (DLT) დაფუძნებული სავაჭრო დაფინანსების მოცულობას $1 ტრილიონ დოლარის ოდენობით 2030 წლისთვის”, - წერენ ისინი.
წყარო: “Money, Tokens and Games”

წყარო: “Money, Tokens and Games”

ისინი ხაზს უსვამენ, რომ რეალური აქტივების ტოკენიზაცია აჩენს ახალ შესაძლებლობებს არალიკვიდური აქტივების მონეტიზაციისთვის და გამოყოფენ ხუთ სფეროს, რომლებშიც  ყველაზე დიდ აყვავებას ელიან. მათ შორისაა არასაფინანსო კორპორაციული და კვაზი-სახელმწიფოებრივი ვალი, უძრავი ქონების ფონდები, კერძო/ვენჩურული კაპიტალი, ფასიანი ქაღალდების დაფინანსება და უზრუნველყოფა, სავაჭრო დაფინანსება.

ავტორები ასევე დასძენენ, რომ ბლოკჩეინს ოთხი ტექნოლოგიური შუამავლის დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ მეინსტრიმად იქცეს. მათ განეკუთვნება დეცენტრალიზებული ციფრული იდენტიფიკაციები, ნულოვანი ცოდნის მტკიცებულებები, ორაკულები და უსაფრთხო ხიდები.

"ასევე უნდა შეიცვალოს იურიდიული გაფორმებაც - უნდა დაინერგოს სმარტ კონტრაქტები, რომლებიც გლობალურ ვაჭრობასა და საფინანსო სექტორს სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანს", - წერენ ისინი.

გარდა ამისა, ბანკი ვარაუდობს, რომ ყოველდღიური აქტივობა ბლოკჩეინის მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის.

"ბლოკჩეინის დანერგვის წარმატებაზე საუბარს შევძლებთ მაშინ, როდესაც ის მოიზიდავს მილიარდზე მეტ საბოლოო მომხმარებელს, რომლებიც ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ ტექნოლოგიას იყენებენ. ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროდუქტებს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომხმარებლებში ციფრული ვალუტის, განსაკუთრებით ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC), თამაშებისა და სოციალური ქსელების ფართო გავრცელებაზე“, - წერენ ისინი.

მანამდე GNcrypto წერდა, რომ Circle-მა ახალი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.