სტეიბლკოინ CNHC-ის გუნდი გაუჩინარდა - ის, სავარაუდოდ, დაკავებულია

ფოტო - სტეიბლკოინ CNHC-ის გუნდი გაუჩინარდა - ის, სავარაუდოდ, დაკავებულია
31 მაისს, გამოცემა PANews-მა მიიღო ექსკლუზიური ინფორმაცია ოფშორულ ჩინურ იუანზე (RMB) მიბმული სტეიბლკოინ CNHC-ის დეველოპერული გუნდის გაუჩინარებისა და შემდგომი დაკავების შესახებ.
29 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან გუნდი დაკარგულად ითვლებოდა. ამასთან, ბევრი წყარო ამტკიცებს, რომ ის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი თანამშრომლის ოჯახმა  უკვე მიიღო ოფიციალური შეტყობინება არსებული სიტუაციის შესახებ.

შემდგომი გამოძიებისთვის, PANews-ის წარმომადგენლები ეწვივნენ კომპანიის ოფისს, რომელიც მდებარეობს შანხაიში პუდონგის რაიონის ცნობილ შენობაში. ოფისი სრულიად ცარიელი იყო, აქტივობის ყოველგვარი ნიშნის გარეშე. შესასვლელი დალუქული იყო შემდეგი შინაარსის ოფიციალური გზავნილით: „სასამართლო დაკავება, შეხება აკრძალულია“, რომელიც 2023 წლის 29 მაისით იყო დათარიღებული.

მარტში, CNHC ახალი ამბების სათაურებში მას შემდეგ მოხვდა, რაც  წარმატებით დაასრულა სერია A+ დაფინანსების $10 მილიონიანი რაუნდი. ინვესტიციები ისეთმა  ავტორიტეტულმა კომპანიებმა განახორციელეს, როგორიცაა KuCoin Ventures, Circle და IDG Capital.

ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩინეთის მხრიდან ხდება კრიპტოვალუტური სექტორის უწვეტი დათრგუნვა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობა ატარებდა მკაცრ ზომებს კრიპტო ბაზარზე მარეგულირებელი ზედამხედველობის გასაძლიერებლად.

ხელისუფლებამ გამოთქვა შეშფოთება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების, ფულის გათეთრებისა და კაპიტალის უკანონო გადინების თაობაზე.

GC
GN Crypto
ავტორი