Coinbase-ის ხელმძღვანელობა ბირჟას ტოვებს

ფოტო - Coinbase-ის ხელმძღვანელობა ბირჟას ტოვებს
ამერიკული კრიპტობირჟა Coinbase-ის დირექტორი, ვიშალ გუპტა მეორე წამყვანი თანამშრომელია, ვინც კომპანია 2023 წლის დასაწყისიდან დატოვა.

რა ხდება Coinbase-ის თავს?

იმის შესახებ, რომ გუპტა Coinbase-ს ტოვებს, კრიპტობაზარზე Bloomberg-პუბლიკაციის შემდეგ ალაპარაკდნენ. ყოფილმა დირექტორმა კომპანიაში თითქმის 3 წელი იმუშავა და ბირჟის საკვანძო პროდუქტებზე იყო პასუხისმგებელი. მოგვიანებით გუპტამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შესაბამისი შეტყობინება და დაადასტურა ჭორები მისი წასვლის შესახებ.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ Coinbase-ში მუშაობის დასაწყისში,  ბირჟა 27 კრიპტოაქტივით ოპერირებდა, დღეს კი მათი რიცხვი 236-ს აღწევს. ორდერების წიგნი 73-დან 534 განაცხადამდე გაიზარდა. აშშ-ში ბაზრის წილი 2020 წლის 35%-დან დღევანდელ 65%-მდე გაიზარდა. Coinbase-ში დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდში, გუპტას წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს CFTC-ის მიერ რეგულირებადი, დერივატივების პლატფორმა FairX-ის შეძენა და პროექტი Coinbase Derivatives Exchange.

უნდა ითქვას, რომ ვიშალ გუპტა ფინანსური ბაზრის აღიარებული ექსპერტია. Coinbase-მდე ის Circle-ში მუშაობდა და ბაზარზე სტეიბლკოინ USD Coin-ის (USDC) გატანაზე იყო პასუხისმგებელი. ფაქტობრივად, Coinbase-ში გადასვლის გადაწყვეტილება ფინანსისტმა ამ ამერიკულ ბირჟაზე USDC-ის ასამოქმედებლად ერთობლივი მუშაობის დროს მიიღო. გუპტა კრიპტოში ტრადიციული ფინანსებიდან მოვიდა: 2004 წლიდან 2012 წლამდე Goldman Sachs Group Inc-ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

Bloomberg ამტკიცებს, რომ მომავალში ვიშალ გუპტა ახალი კრიპტოპროექტის განვითარებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემას, ანონიმურად, Coinbase-ის თანამშრომელმა განუცხადა. ირიბად ეს ინფორმაცია ბირჟის ყოფილმა დირექტორმაც დაადასტურა.  
"რა იქნება ამის შემდეგ? მე მაინც მგონია, რომ რაღაც არის იქ ასაშენებელი და ეს ზუსტად ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ - უნდა ავაშენო!
, – წერს გუპტა.
Twitter-სა და LinkedIn-ზე ფინანსისტის გამოსამშვიდობებელი პოსტის კომენტარებში უფრო მეტი მილოცვაა, ვიდრე მადლიერების გამომხატველი სიტყვები. ეს ცოტათი უჩვეულოა. ჩვენ ასევე ვნახეთ რამდენიმე მჭევრმეტყველი GIF, რომლებზეც გაქცეული ვირთხებია გამოსახული. ერთმა აღელვებულმა გამომწერმა დაწერა: "რა? ზუსტად მაშინ, როდესაც Coinbase-ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს? რატომ ახლა?". მეორე ვარაუდობს: "წასვლას გაიძულებენ?"

პრობლემები SEC-თან: ვირთხები გემბანს ტოვებენ?

კრიპტელების რეაქცია საკმაოდ გასაგებია. დღეს ბირჟას რთული პერიოდი აქვს. Bloomberg-ის ცნობით, Coinbase-ის წარმომადგენლები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიას (SEC) 60-ზე მეტჯერ შეხვდნენ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში. მანამდე, SEC-ის თავმჯდომარეს, გერი გენსლერს არაერთხელ განუცხადებია, რომ კრიპტოვალუტური კომპანიების მიერ შემოთავაზებული ტოკენები ფასიანი ქაღალდებია. ამიტომ, კრიპტოპლატფორმებმა SEC-ში სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 22 მარტს Coinbase-მა განაცხადა, რომ კომისიისგან მიიღო შეტყობინება Wells, რომელსაც მარეგულირებელი გამოძიების დასასრულს აგზავნის. კომპანიას SEC-ის ბრალდებების უარყოფისთვის დრო ეძლევა. როგორც წესი, ამას, ჩვეულებრივ, მოჰყვება სასამართლო პროცესი, ან მორიგება და ჯარიმა.

უნდა გვახსოვდეს, რომ Wells-ის ანალოგიური შეტყობინების შემდეგ, Coinbase-ის კონკურენტი კრიპტოპლატფორმა Kraken აშშ-ში მისი პროგრამის შეწყვეტას დათანხმდა (SEC-ის ბრალდებების აღიარების, ან უარყოფის გარეშე). ხოლო Paxos-მა შეწყვიტა სტეიბლკოინ BUSD-ის გამოშვება, რომელიც ასევე აჩენდა კითხვებს მარეგულირებლის მხრიდან.

რაც შეეხება Coinbase-ს, გენსლერი უკმაყოფილოა ბირჟის ციფრული აქტივების სტატუსით, ასევე სერვისებით Coinbase Earn და Coinbase Wallet. თავის მხრივ, კრიპტოპლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ SEC-თან სასამართლო დავისთვის მზად არიან და მომავალ პროცესებზე თავიანთი პოზიციების სიძლიერეში  აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. მიუხედავად ამისა, კომპანიას ხელმძღვანელობა ტოვებს. ვიშალ გუპტამდე ორი თვით ადრე, სამსახურიდან წავიდა Coinbase-ის CPO, სუროჯიტ ჩატერჯი.  

სხვათა შორის, ჩატერჯი იყო ერთ-ერთი იმ სამი მენეჯერიდან, რომელთა გათავისუფლებაც გასულ ზაფხულს ბირჟის თანამშრომლებმა მოითხოვეს. ღია პეტიციაში, სახელწოდებით "Operation Revive COIN", თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მენეჯმენტის პოლიტიკამ გამოიწვია "საეჭვო შედეგები და უარყოფითი ღირებულება". ბირჟის CEO-ს, ბრაიან არმსტრონგის პასუხი კატეგორიული იყო.
თუ არ ენდობით კომპანიის ხელმძღვანელობას, ან გენერალურ დირექტორს, მაშინ რატომ მუშაობთ ამ კომპანიაში? დაანებეთ სამსახურს თავი და იპოვეთ კომპანია, რომლისაც გჯერათ!
, – განაცხადა მან.
ალბათ, თავისი უფროსის ეს რჩევა გაითვალისწინა ვიშალ გუპტამ. მის გათავისუფლებაზე კომენტარი თავად ბირჟას ჯერ არ გაუკეთებია.