პლატფორმა Coinlist–ის განახლება. დეტალები

ფოტო - პლატფორმა Coinlist–ის განახლება. დეტალები
ICO პლატფორმამ განახლებების პაკეტი მიიღო, რომელიც საბაზისო ინტერფეისს, მომხმარებლებთან, კრიპტოვალუტურ პროექტებთან ურთიერთქმედებას, ასევე პლატფორმის ფუნქციებსა და პროდუქტებს ეხება.
Coinlist არის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა ICO-სთვის (Initial coin Offering). ანალიტიკური ვებგვერდ Cryptorank.io-ს ცნობით, Coinlist-ზე სულ 36 პროექტი იყო წარმოდგენილი. ყველა ტოკენსეილის შედეგად კი 1 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა მოხერხდა. 

ჩვენ მოვამზადეთ დეტალური ინფორმაცია პლატფორმა Coinlist–ის განახლების შესახებ, რომელიც 2023 წლის 3 მაისს მოხდა.  

დიზაინის უმნიშვნელო ცვლილება

პირველი, რაც თვალშისაცემია, არის პლატფორმის დიზაინის ცვლილება. Coinlist-მა განაახლა თავისი სტილი, შეცვალა ემბლემა და გაფორმება. დამწყებ დეშბორდზე ღილაკები და ფუნქციები ძირითადად უცვლელი დარჩა. 
პლატფორმა Coinlist–ის ძველი (ზემოთ) და ახალი (ქვემოთ) დიზაინი. წყარო: Coinlist.co

პლატფორმა Coinlist–ის ძველი (ზემოთ) და ახალი (ქვემოთ) დიზაინი. წყარო: Coinlist.co

ტესტნეტები და საგრანტო პროგრამები

Coinlist-ის ახალ ფუნქციებს შორის არის Testnet–სა და რიგი კრიპტოვალუტური პროექტების საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. კრიპტოსტარტაპების მფლობელებსა და ბლოკჩეინის დეველოპერებს პლატფორმაზე თავიანთი პროექტის განსათავსებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ.

Coinlist ორგანიზატორის როლს მოირგებს, გააკონტროლებს პირობების დაცვას, მოახდენს  რეიტინგის ფორმირებას და გაანაწილებს ჯილდოებს.

RealDrops and Grow

ისევე როგორც Testnet-ის გავლის შემთხვევაში, Coinlist დაეხმარება შერჩეულ პროექტებს ადრეული მომხმარებლების ავტორიტეტული სიის შედგენაში, რათა დააჯილდოოს ისინი აქტიურობისთვის. ასევე ამ კატეგორიაში შეიძლება თავად Coinlist-ის ის კლიენტები მოხვდნენ, რომლებიც იყენებენ სტეიკინგის  ფუნქციებსა და სავაჭრო პლატფორმას Coinlist Pro.

განყოფილება Grow ითვალისწინებს კრიპტოვალუტის dApp-ებისა და საკუთარი აუდიტორიის მქონე  ქსელებისთვის, ასევე მარკეტინგისა და პროდუქტების საკითხებში დახმარების გაწევას.

განყოფილება Grow კრიპტოვალუტური dApp-ებისა და საკუთარი აუდიტორიის მქონე  ქსელებისთვის, ასევე მარკეტინგისა და პროდუქტების საკითხებში დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

Distributions

Coinlist აიღებს პასუხისმგებლობას ტოკენების ვესტინგსა და განაწილებაზე. ახლა, ზოგიერთი პროექტი ვებგვერდებზე მონეტების მუდმივ კლეიმს არ საჭიროებს, რაც ამ ოპერაციისთვის საკომისიოს სახსრების ხარჯების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

კრიპტოვალუტები, ან ტოკენები გამოიგზავნება ან Coinlist–ის მომხმარებლის ანგარიშზე, ან მის საფულეზე. პლატფორმის განახლებებს დაემატა თქვენი საკუთარი საცავის დაკავშირების შესაძლებლობა, როგორიცაა Metamask ბრაუზერის საფულე, Coinlist, რათა ანგარიში მიბმული იყოს ბლოკჩეინში არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
Coinlist–ის მომხმარებლის პერსონალურ კაბინეტში საფულის დაკავშირება. წყარო:Coinlist.co

Coinlist–ის მომხმარებლის პერსონალურ კაბინეტში საფულის დაკავშირება. წყარო:Coinlist.co

Identify Verification

ამ პუნქტში Coinlist ახალი მომხმარებლების ვერიფიკაციის პროცედურის, ანუ მათ მიერ  KYC-ის (იცნობდე შენს კლიენტს) გავლის გაუმჯობესებას აანონსებს.  ეს ბლოკი უამრავ კითხვას აჩენს, ვინაიდან ასეთი ინციდენტების გარეშე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მრავალმა პრობლემამ თავი CyberConnect-ის პლატფორმაზე პირველი ტოკენსეილის დროსაც კი იჩინა. 

ჯერ ერთი, Coinlist-ზე ახალი მომხმარებლის ვერიფიკაციას ერთ კვირამდე სჭირდებოდა. მეორეც, ბევრი ანგარიში უბრალოდ ბანში ხვდება იმ მიზეზების გამო, რისი სრულად ახსნაც  Coinlist-ის მენეჯმენტს არ შეუძლია.

მესამე, CyberConnect–ის  წარმატებული ტოკენსეილის შემდეგ, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებლების რაოდენობა Coinlist-ზე, პლატფორმამ დროებით შეაჩერა რეგისტრაცია. ეს საკითხები ნამდვილად რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.

შეჯამება

Coinlist-ის განახლებაში, დადებითი მხარეები ნამდვილად ჭარბობს. პლატფორმა ცდილობს, არ ჩამორჩეს ისეთ ტრენდებს, როგორიცაა ტესტნეტები და ტოკენსეილები და ააწყოს თავისი საქმიანობა ამ სექტორში. ამავდროულად, Coinlist მხარს დაუჭერს Public Sales–ში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც კომპანიის მთავარ პროდუქტს წარმოადგენს.