Compound არის ღია კოდის მქონე ალგორითმული ფინანსური პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისესხონ ციფრული აქტივები გირაოს უზრუნველყოფით, ან ფული თავიანთ კრიპტოვალუტურ დეპოზიტებზე გამოიმუშაონ. ის აგებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე და მხარს უჭერს Polygon-ის ქსელს.
დაარსება და ინვესტიციები
პროექტი Compound 2017 წლის სექტემბერში ეკონომისტმა და მეწარმემ, რობერტ ლეშნერმა და ინჟინერ-პროგრამისტმა, ჯეფრი ჰეისმა დააარსეს. მათი მიზანი იყო ღია და ავტონომიური ფინანსური სისტემის შექმნა, რომელიც ფინანსურ სერვისებზე წვდომის დემოკრატიზაციას მოახდენდა.
2018–2019 წლებში პროექტმა ვენჩურული ინვესტორებისგან 33.2 მილიონი დოლარი მოიზიდა. მათ შორის ლიდერობდნენ ისეთი ფონდები, როგორიცაა Andreessen Horowitz (a16z), Polychain Capital და Bain Capital Crypto.
როგორ მუშაობს Compound?
Compound კრედიტორებისა და მსესხებლების თანაფარდობის დადგენის ავტომატიზაციას სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ახდებს. მომხმარებლების აქტივები დროებით იბლოკება და გადაიქცევა პროტოკოლის ტოკენებად (cTokens), რომლებიც წარმოადგენს მათ წილს საკრედიტო პულში.
იმისთვის, რომ Compound-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტა ისესხოთ, საჭიროა გირაოს შეტანა, რომლის ღირებულება სესხის ღირებულებას აღემატება. ასეთი მექანიზმი იძლევა დეპოზიტების მფლობელების დაცვის საშუალებას, ასევე ის არ ავალდებულებს მსესხებლებს ვერიფიკაციის გავლას.
პლატფორმა Compound წყარო: app.compound.finance
რა არის COMP?
COMP არის Compound-ის პროტოკოლის ნატიური ტოკენი, რომელიც მის მფლობელებს აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის მართვაში წინადადებებსა და განახლებებზე კენჭისყრის გზით.
COMP-ის ემისია შეზღუდულია. ამჟამად მიმოქცევაში მაქსიმალური მიწოდების დაახლოებით 73%-ია ჩაშვებული, რაც 10 მილიონ ტოკენს შეადგენს.
COMP-ის შეძენა შესაძლებელია ისეთ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, როგორიცაა WhiteBIT, Binance, Coinbase, Kraken, OKX, Bitfinex, Kucoin და სხვა.
ღირს თუ არა COMP-ის შეძენა?
COMP ტოკენის პერსპექტივები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია პლატფორმა Compound. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რომ ის ძალიან კონკურენტუნარიანია, რადგან ის ბლოკჩეინებისა და კრიპტოვალუტების დიდ რაოდენობას არ უჭერს მხარს.
ამავდროულად, ეს ნიშნავს, რომ პროექტს ზრდის პოტენციალი აქვს. DefiLlama-ს მონაცემებით, Compound დაბლოკილი სახსრების (TVL) მოცულობით კრიპტოლენდინგურ პლატფორმებს შორის მე-3 ადგილს იკავებს (სტატიის წერის მომენტში).
კრიპტოლენდინგური პლატფორმების TVL წყარო: DefiLlama
უსაფრთხოების თვალსაზრისით, პროტოკოლი შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ, რადგან მან გაიარა ისეთი კომპანიების სხვადასხვა ტიპის შემოწმება, როგორიცაა Trail of Bits და Open Zeppelin. თუმცა ბოლომდე მათზე დაყრდნობაც არ შეიძლება, რადგან დრომ აჩვენა, რომ აუდიტი 100% გარანტია მაინც არ არის.