დემოკრატი კონგრესმენი SEC-გან მკაცრ ზომებს ელოდება

icon FTT
ფოტო - დემოკრატი კონგრესმენი SEC-გან მკაცრ ზომებს ელოდება
ბრედ შერმანმა, რომელიც ინვესტორთა დაცვის, მეწარმეობისა და კაპიტალური ბაზრების ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს, კომენტარი გააკეთა FTX-ის გაკოტრების შესახებ. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კრიპტოვალუტებისადმი  კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილმა კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, კიდევ ერთხელ განაცხადა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ  რისკებზე და მთლიანობაში ინდუსტრიის სერიოზულ ნაკლოვანებებზე. შერმანმა სრულად გაიზიარა მარეგულირებლებისა და სამართალდამცავების პოზიცია, რომლებიც ამჟამად FTX-ის საქმიანობას იძიებენ.

 ინვესტორთა დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე  არა მხოლოდ პლატფორმის გაკოტრებაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, არამედ შექმნილი სიტუაციის დეტალურ ანალიზს:

"ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევიმუშაოთ მკაფიო წარმოდგენა მოვლენების ჯაჭვისა და ხელმძღვანელობის შეცდომებზე, რამაც  ეს კოლაფსი გამოიწვია.”

მრავალი წლის განმავლობაში ბრედ შერმანი კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულირების მომხრეა. პოლიტიკოსმა არაერთხელ სცადა კონგრესისა და მარეგულირებელი ორგანოების დარწმუნება, რომ საჭიროა აგრესიული რეაგირება იმ საფრთხეებზე, რომელთა წყაროდაც ციფრულ აქტივებს  მიიჩნევს.

"მე მჯერა,  ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ SEC-მა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას და დაასრულოს რეგულირების ის ნაცრისფერი ზონა,რომელშიც   კრიპტო ინდუსტრია მუშაობდა  ", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე შერმანმა მოუწოდა SEC-ის აღსრულების დირექტორს გურბირ გრევალს, მიეღო ზომები კრიპტო ბირჟების წინააღმდეგ, რომლებიც  კომისიის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული ტოკენების   ფასიანი ქაღალდების სახით  ლისთინგს განაგრძობდნენ.

თუმცა ფასიანი ქაღალდების აქტის დარღვევა კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების მიმართ ერთადერთი ბრალდება არ არის. შერმანი ასევე დარწმუნებულია, რომ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები "ვაშინგტონში მილიონობით დოლარის  საარჩევნო კამპანიებისთვის შესაწირავებითა და ლობირების ხარჯების გაღების გზით,მნიშვნელოვანი კანონმდებლობის შეკავებით“ დაინტერესებულნი არიან.           
ამ კატეგორიის დონორებზე საუბრისას, პოლიტიკოსი პირველ რიგში FTX-ის დამფუძნებელს სემ ბენკმან-ფრიდს და პლატფორმის თანათავმჯდომარეს რაიან სალამეს გულისხმობდა. მთავრობის კვლევისა და გამჭვირვალობის ეროვნული ჯგუფის OpenSecrets-ის თანახმად, SBF-ი 2021-2022 წლებში ტოპ 10 უმსხვილეს ინვესტორში მოხვდა.
წყარო: opensecrets.org

წყარო: opensecrets.org

ბენკმან-ფრიდმა საარჩევნო კამპანიაზე 39 მილიონ დოლარზე მეტი  გაიღო, აქედან 36,79 მილიონი დოლარი დემოკრატებს გადაეცა. მაგრამ, შერმანის აზრით, ეს თანხა ძირითადად პრაიმერიზზეა მიმართული და არა რესპუბლიკელებთან პირდაპირ დაპირისპირებაზე. ამავე დროს, რაიან სალამემ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები 19,13 მილიონი დოლარით დააფინანსა.

"როდესაც ვაშინგტონში გავლენის მოხდენის მიზნით FTX-ის ძალისხმევას შეისწავლით, უნდა შეხედოთ ორივე გენერალურ დირექტორს და არა მხოლოდ მოკლე შორტებიან ექსცენტრულ ბიჭს", - აღნიშნა კონგრესმენმა.