ვქმნით საკუთარ ტოკენს. სასარგებლო ინსტრუმენტები და სერვისები

icon PEOPLE
ფოტო - ვქმნით საკუთარ ტოკენს. სასარგებლო ინსტრუმენტები და სერვისები
ბევრი ადამიანი ოცნებობს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე და სინამდვილეში ეს საკმაოდ მარტივია. არ არის აუცილებელი ახალი ბლოკჩეინის გენერირება, შეგიძლიათ აიღოთ მზა ქსელი და ტოკენი მასზე გააკეთოთ.
პირველ რიგში ვირჩევთ ბლოკჩეინს, რომლითაც ვიმუშავებთ. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია  Ethereum და ყველა EVM ქსელი  - ეს მოსახერხებელია ანალოგიური ტიპის საფულეებისა და ტრანზაქციების სიიაფის გამო. აქ შედის Polygon, BSC, Avalanche და სხვა ბლოკჩეინები, რომლებიც თავსებადია Ethereum-ის დეცენტრალიზებულ მანქანასთან. 2022 წელს დიდი პოპულარობა მოიპოვეს Solana-მ, Near Protocol-მა, Polkadot-მა, მაგრამ აქ მუშაობა უფრო რთულია კონსტრუქტორებისა და სერვისების ნაკლები რაოდენობის გამო.

ტოკენის გასაშვებად, თქვენ უნდა განათავსოთ სმარტ-კონტრაქტი. ეს არის ალგორითმი, რომელიც ბლოკჩეინში ინფორმაციას და ამოცანებს ქმნის. ამის გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად  ან ტოკენის კონსტრუქტორების საშუალებით, სადაც საკმარისია მონეტების სახელის და რაოდენობის მითითება. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი კოდის დაწერა, მაგრამ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

ჯერ განვიხილოთ იაფი ვარიანტი, როდესაც ტოკენს საკუთარი ძალებით ვქმნით. გადავდივართ Remix Ethereum სერვისზე და ტოკენის ფაილს ვქმით.
Remix Ethereum-ის სამუშაო სივრცე

Remix Ethereum-ის სამუშაო სივრცე

პროგრამირების უნარების გარეშე, კონტრაქტის შაბლონის აღება შესაძლებელია GitHub-დან. ჩვენ ვეძებთ კონტრაქტის ყველაზე გავრცელებულ სტანდარტს - ERC20 და ვაკოპირებთ ნებისმიერ ხელმისაწვდომ კოდს (თავდაპირველად დარწმუნდით, რომ კონტრაქტის ლიცენზია თავისუფალია  და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის საკუთარი მიზნებისთვის).
GitHub-ზე მზა სმარტ-კონტრაქტის მოძებნა

GitHub-ზე მზა სმარტ-კონტრაქტის მოძებნა

შეგვყავს მონაცემები დოკუმენტში და ვცვლით ინფორმაციას ტოკენის შესახებ - მონეტების რაოდენობა, სახელწოდება, შემოკლებული ტიკერი და  ნიშნები მძიმის შემდეგ.
კონტრაქტის სამომხმარებლო აწყობა

კონტრაქტის სამომხმარებლო აწყობა

შეცდომების შესამოწმებლად საჭიროა კომპილაციის გავლა. თუ ყველაფერი სუფთადაა, ბლოკის ხატულაში გამოჩნდება მწვანე ნიშანი. ამის შემდეგ, ჩვენ გადავდივართ დეფლოიზე, რომელიც სმარტ-კონტრაქტის გენერირებას ახდენს.
სმარტ-კონტრაქტის კომპილაციის ბლოკი

სმარტ-კონტრაქტის კომპილაციის ბლოკი

ჩანართში"Environment" ვირჩევთ "Injected Provider" და ვაკავშირებთ ჩვენი Metamask საფულეს, რომელიც წინასწარ დავაინსტალირეთ ბრაუზერის გაფართოებაში.

ვააწკაპუნებთ „Deploy“ და ვიხდით ქსელის საკომისიოს, რომელიც დამოკიდებულია არჩეულ ბლოკჩეინზე - სტატიის გამოქვეყნების მომენტში  „ეთერიუმის“ ტოკენი ეღირება $10, AVAX-ის ქსელში – $0,5, Polygon – $0,05. გადახდა ხდება ბლოკჩეინის მონეტით.
სმარტ-კონტრაქტის დეპლოი და ტოკენის გამოშვება

სმარტ-კონტრაქტის დეპლოი და ტოკენის გამოშვება

მორჩა! ტრანზაქციის დეტალებში იპოვეთ კონტრაქტი, დაამატეთ ის საფულეში - და მონეტები გამოჩნდება.

ახლა კონსტრუქტორებს მიმართეთ. ისინი საშუალებას გაძლევენ თავიდან აიცილოთ ზედმეტი წვალება კოდის გამო და შექმნიან მარტივ ტოკენს, რომლის უსაფრთხოებაც დადასტურებულია (GitHub-ის შემთხვევაში, იქ არსებული კონტრაქტები ყოველთვის შემოწმებული არ არის). აქ არის სერვისების სია ტოკენის ავტომატურად შესაქმნელად:

Dodo.ex. დეცენტრალიზებული ბირჟა დეველოპერული გარემოს ელემენტებით. აქ შეგიძლიათ შექმნათ ტოკენი, ჩაატაროთ ტოკენსეილი, კრაუდპულინგი, შექმნათ მაინინგ-კამპანია და ა.შ. მოედანი მხარს უჭერს 12 ქსელს, Ethereum-ზე მონეტა ეღირება 0.02 ETH.
Dodo.ex-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

Dodo.ex-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

DxSale. სმარტ-კონტრაქტების ავტომატური დაწერის სერვისი. ხელმისაწვდომია 16 ქსელი, Ethereum-ზე ტოკენის ღირებულებაა 0.08 ETH.
DxSale-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

DxSale-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

Cointool.app. წინა სერვისის ანალოგიური, რომელსაც  ძალზე გაფართოებული ფუნქციონალი გააჩნია. სამუშაოსთვის ხელმისაწვდომია 30-ზე მეტი ბლოკჩეინი, ტოკენის ფასი Ethereum-ზე - 0.1 ETH.
CoinTool.app-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

CoinTool.app-ის სამუშაო სივრცე ტოკენის შესაქმნელად

ტოკენის შექმნა ყველაზე მარტივია, რაც პროექტის დაგეგმვისას უნდა გააკეთოთ. ყველაზე რთული ნაწილია პროდუქტის ან სერვისის განთავსება, რომლის მიღებასაც მომხმარებლები თქვენი ტოკენებისთვის შეძლებენ.

მონეტის შექმნის შემდეგ ახალი ამოცანები იხსნება:

  • საიტისა და სოციალური ქსელების მომზადება;
  • ბირჟაზე მონეტის დალისტვა;
  • მისთვის ღირებულების და საინვესტიციო ფასის მინიჭება;
  • ტოკენომიკის ფორმირება, გაყიდვების რაუნდების ამუშავება;
  • სტეიკინგის პროგრამების, ლიკვიდურობის მაინინგის და ა.შ. აწყობა.

ყველაფერი ეს და ბევრი სხვა რამე აუცილებელია წარმატებული პროექტის ასამოქმედებლად.