კრიპტოქველმოქმედება: 31 დეკემბერი ფილანთროპიისთვის საუკეთესო დღეა
კრიპტოფილანთროპები ფილანთროპების კატეგორიაა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. არაკომერციული ორგანიზაციების ანგარიშებში აჩვენებს, რომ ახლა უფრო მეტ შემოწირულებას ციფრულ ფულში იღებენ, ვიდრე ტრადიციულ ფიატში.
აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) მონაცემებით, 2021 წელს კრიპტოვალუტის მომხმარებელმა ქველმოქმედებას $69 მილიონზე მეტი შესწირეს. ფულის უმეტესი ნაწილი ფონდებმა მიიღო, რომლებიც ქარიშხლების, "იენისა" და "ნიკოლის" შედეგად დაზარალებულ ფლორიდელ ოჯახებს ეხმარებოდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა მიზანი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ევროკავშირის ქვეყნების საგადასახადო ადმინისტრაციები უფრო მოკრძალებული თანხის - $9,8 მილიონის შესახებ აცხადებენ. ევროპელები, უმეტესად, სახსრებს ეკოლოგიური მიზნებისა და LGBTQIA თემთან მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად გასცემდნენ.
თანხებში არსებული უზარმაზარი სხვაობა, შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ აშშ-ში კაპიტალის მოგების გადასახადის დაქვითვა გაცილებით მარტივია. ევროპული მარეგულირებლები მოუქნელი და კონსერვატიულია და ასეთი შემოწირულებების საშემოსავლო გადასახადის შემცირების საბაბად აღიარებას არ ჩქარობს. ამიტომ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ციფრული თანხის ნაწილი არაოფიციალურად იყო შემოწირული.
უფრო ხშირად რა მიზნებისთვის ხდებოდა კრიპტოვალუტის შემოწირულება 2022 წელს?
2022 წლის კრიპტოშემოწირულებების სრული სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.
მაგრამ უკვე ნათელია, რომ ყველაზე დიდი ფული უკრაინის დახმარების ფონდებმა მოაგროვა. კომპანია Elliptic-ის ანალიტიკოსების თქმით, რომელიც ბლოკჩეინის კიბერუსაფრთხოებითაა დაკავებული, თებერვლიდან ნოემბრამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიპტოვალუტაში უკვე $68,2 მილიონი შეაგროვა.
აქედან 5,8 მილიონი დოლარი Polkadot-ის დამფუძნებლის, გევინ ვუდისგან და $200 ათასზე მეტი NFT-პროექტ CryptoPunk-ისგან მიიღეს. დაფიქსირდა კიდევ ერთი, $1,86 მლნ-ის ოდენობის ტრანზაქცია, რომელიც, როგორც ჩანს, ჯულიან ასანჟისა და ციფრული მხატვრის, პაკის მიერ შექმნილი NFT-ების გაყიდვის შემდეგ შემოვიდა.
თავად უკრაინაში კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი შემოწირულება ევროვიზიის გამარჯვებული Kalush Orchestra-ს ბროლის მიკროფონის გაყიდვიდან მიღებული თანხა იყო. უკრაინულმა კრიპტობირჟამ WhiteBIT ის აუქციონზე იყიდა და კრიპტოვალუტაში $900 ათასის ეკვივალენტი გადაიხადა. მთელი თანხა სერგეი პრიტულას ფონდში გადაირიცხა.
შემოწირულებების მიხედვით, მეორე ადგილი უკავია ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვის. ირანში მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა ევროპელი და ამერიკელი ფილანთროპების მხარდაჭერა პოვა - 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ქალების დასახმარებლად, რომლებიც გენდერული უთანასწორობას განიცდიან, $8 მილიონამდე უკვე შეგროვდა.
დონაციების აქტიურობის მიხედვით მესამე ადგილს ეკოლოგიასთან ($4 მილიონზე ცოტა ნაკლები) და ბავშვთა უფლებების დაცვასთან ($3 მილიონამდე) დაკავშირებული გლობალური პროექტები იკავებს.
დიდი სიამოვნებით თანხებს ადგილობრივი დონის პრობლემების გადასაჭრელად რიცხავენ: ეკლესიის, პარკის, ან უსახლკარო ცხოველების თავშესაფრის ასაშენებლად. მაგრამ შემოწირულებების ჯამური ოდენობა ამ შემთხვევაში $25-30 ათასს არ აღემატება.
2021 წელს საქველმოქმედო შემოწირულებები უფრო ხშირად ბლოკჩეინ Bitcoin-ის, Ethereum-ს, TRON-სა და Solana-ს მეშვეობით ირიცხებოდა. გადარიცხვების ლომის წილი ETH-სა ($30,8 მილიონი) და BTC-ზე ($25,9 მილიონი) მოდიოდა. ამასთან, საშუალო ჩეკი $10,455-ს შეადგენდა.
შემოწირულებები ნაღდ ფულში ამ შემთხვევაში გაცილებით მოკრძალებული იყო - მხოლოდ $128. ეჭვგარეშეა, 2022 წელს რომ დონაციების ოდენობა მეტი იქნება. მეტიც, ციფრული ფულის გარდა, ფონდებმა შემოწირულებების მიღება NFT-ების სახითაც დაიწყეს.
კრიპტოვალუტის შემოწირულებების მთლიანი რაოდენობა აშშ-ში 2021 წელს. წყარო: The Giving Block
რატომ ფიქსირდება მთავარი შემოწირულებები დეკემბრის ბოლოს?
ქველმოქმედების ტრადიციები ევროპასა და აშშ-ში დიდი ხანია დამკვიდრდა. ეს დიდწილად მთავრობებისა და მარეგულირებლების მხარდაჭერით მოხდა. დონაციების ოდენობა, რომელიც ოფიციალური არაკომერციული ორგანიზაციების მეშვეობით იგზავნება, მნიშვნელოვნად ამცირებს კაპიტალის მოკლევადიანი მოგებაზე გადასახადს, რომელიც 10-37%-ის დიაპაზონში ირიცხება.
ამიტომ, ფილანტროპს კეთილი საქმეებისთვის დამატებითი სტიმული უჩნდება.
ამასთან, მხოლოდ ფიატურ და ციფრულ ფულს არ სწირავენ. ფონდები NFT-ებს, ვაუჩერებს, აქციებსა და ობლიგაციებსაც დიდი სიამოვნებით იღებს. ნებისმიერ ფასიან ქაღალდს, რომლის კონვერტაცია გაჭირვებულთათვის კონკრეტულ დახმარებაშია შესაძლებელი.
მაგრამ იმისთვის, რომ ქველმოქმედმა საგადასახადო შეღავათის უფლება მიიღოს, მან კვალიფიციური შემოწირულება 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გააკეთოს.
ამიტომ, ტრადიციულად, შემოწირულების ბუმი შობის წინა ღამეს იწყება და 31 დეკემბრის საღამოს სრულდება. ამ დროისთვის, ყველა თავისი წლიური შემოსვლის გამოთვლას ასწრებს და საზღვრავს თანხას, რომლის გაგზავნა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად, მათთან სურს, ვისაც დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროება.
არის ამაში აზრი, არა?