ფიუჩერსები კრიპტოსფეროში. როგორ მუშაობს ეს

icon FOR
ფოტო - ფიუჩერსები კრიპტოსფეროში. როგორ მუშაობს ეს
ფიუჩერსები კრიპტოვალუტის ტრეიდინგის ყველაზე გავრცელებული გზაა. ამავდროულად, სწორედ ფიუჩერსებზე კარგავენ მომხმარებლები თავიანთი სახსრების უმეტეს ნაწილს. ამის მიზეზი არის საკრედიტო მხრის გამოყენების უუნარობა და, შედეგად, სავაჭრო ანგარიშის ხშირი ლიკვიდაცია.
ფიუჩერსი არის კონტრაქტი მომავალში აქტივის შესაძენად. სპოტის ან მარჟინალური  სექციისგან განსხვავებით, სადაც ტრეიდერები რეალური საქონლით ვაჭრობენ, ფიუჩერსების შეძენით, თქვენ სინამდვილეში არ ფლობთ არაფერს. ეს არის აქტივის შეძენის ვალდებულება  გარკვეული დროის შემდეგ დადგენილ ფასად.

ვთქვათ, თქვენ აშენებთ სახლს. გარეთ ზამთარია და მშენებლობა 3-4 თვის შემდეგ გაგრძელდება. თქვენ ყიდულობთ აგურის ფიუჩერსულ კონტრაქტს $1 თითო აგურში. როცა მოვა ექსპირაციის  (ხელშეკრულების დაფარვის) დრო, აქტივი გადმოგეცემათ იმ ფასად, რაც წინასწარ გადაიხადეთ, თუნდაც გაზაფხულზე ან ზაფხულში აგური  3-4 დოლარი ღირდეს.

ტიპების მიხედვით ფიუჩერსები არსებობს მიწოდებითი და საანგარიშსწორებო. პირველ ვარიანტში, ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ვალდებული ხართ წაიღოთ აქტივი, მეორეში კი მისი ღირებულება უბრალოდ ფულში გამოიქვითება.

დაფარვის დროის მიხედვით „ფიუჩები“ იყოფა ვადიანებზე და უვადოებზე. ფიუჩერსული კონტრაქტები დაიხურება ექსპირაციის დროს, რის შემდეგაც ტრეიდერი მიიღებს მოგებას ან ზარალს, რაც დამოკიდებულია აქტივის ამჟამინდელ ღირებულებაზე ბაზარზე. უვადო ფიუჩერსული კონტრაქტი აქტიური დარჩება იქამდე, ვიდრე ინვესტორი არ დახურავს მას.

კრიპტოვალუტის ბირჟებზე გავრცელებულია კონტრაქტები დაფარვის ვადის გარეშე. ფიუჩერსებთან მუშაობის ყველაზე ლიკვიდური მოედნები შეგიძლიათ იხილოთ Coingecko-სა და Coinmarketcap-ის ვებსაიტებზე „დერივატივების“ განყოფილებაში.
სურათი - უმსხვილესი ბირჟები ფიუჩერსული ვაჭრობის მოცულობის მიხედვით (Coinmarketcap)

სურათი - უმსხვილესი ბირჟები ფიუჩერსული ვაჭრობის მოცულობის მიხედვით (Coinmarketcap)

ფიუჩერსული კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას აძლევს:

მოგება ნახონ მონეტის კურსის დაცემაზე;

დიდი რაოდენობით თანხებით ივაჭრონ სავაჭრო მხრის გამოყენებით;

გარიგებების რისკი ხარისხიანად მართონ.

მოდით გავიაროთ თითოეული პუნქტი. აქტივის ვარდნაზე გარიგებას  ეწოდება "შორტ". თქვენ ტოვებთ სახსრებს გირაოს სახით და იღებთ კრიპტოვალუტას. ბაზარზე გაყიდვის მერე, კურსის დაცემის შემდეგ, თქვენ ყიდულობთ აქტივს უკან, ოღონდ იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე ბირჟიდან ისესხეთ. თქვენ აბრუნებთ თქვენს გირაოს, აძლევთ ბირჟას კრიპტოვალუტას, ხოლო მოგების ნაწილი თქვენ გრჩებათ.

სწორედ ეს მექანიზმი ხდება ფიუჩერსებზე ყოველი „შორტის“ გახსნისას. კრიპტო ბირჟებზე მარჟინალური ვაჭრობის გამოყენებით, თქვენ მოგიწევდათ სესხის აღება, გაყიდვა, ყიდვა და აქტივის ხელით გამოსყიდვა, მაგრამ ფიუჩერსული კონტრაქტები ამარტივებს პროცედურას 2 ღილაკამდე - გარიგების გახსნა და დახურვა.

საკრედიტო მხარი (leverage) - დამატებითი სახსრები, რომელსაც ბირჟა აძლევს მომხმარებელს. თუ გაქვთ $100, 5X ბერკეტი საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ  გარიგებები $500-მდე. მაგრამ გარიგების რისკიც პროპორციულად იზრდება.
სურათი - გარიგებისთვის საკრედიტო მხრის  დაყენება (Bybit)

სურათი - გარიგებისთვის საკრედიტო მხრის დაყენება (Bybit)

მაგალითად, თქვენ გახსენით ლონგი BTC-ზე. „ჩვეულებრივ“ პირობებში, სახსრების დაკარგვა მოხდება, თუ აქტივი 100%-ით დაეცემა, ანუ მთლიანად გაუფასურდება. მაგრამ 10X საკრედიტო მხრით, ლიკვიდაცია, ანუ მთლიანი ბალანსის დაკარგვა მოხდება 10-ჯერ უფრო სწრაფად, BTC-ის 10%-იანი ვარდნით. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: საკრედიტო მხარი  თქვენი პოზიციის რისკზე არ მოქმედებს.
სურათი - გარიგების  საკრედიტო მხრის და რისკის დამოკიდებულების ცხრილი.

სურათი - გარიგების საკრედიტო მხრის და რისკის დამოკიდებულების ცხრილი.

სინამდვილეში, ბერკეტი შეიქმნა ტრანზაქციების მართვის მოხერხებულობისთვის. მოდით სიტუაციის მოდელირება მოვახდინოთ:

აქტივი არის BTC, ტრეიდერის სავაჭრო ბალანსი არის $1000, რისკი ერთ ვაჭრობაზე არის 1% ($10). სწორედ ამ თანხას დაკარგავს მომხმარებელი პოზიციის წაგებით დახურვის შემთხვევაში. ტრეიდერმა გარიგებაში ჩადო შემდეგი მონაცემები: შესვლის წერტილი $20,000, ზარალის დაფიქსირება - $18,000, პოზიციის სხვაობა $2,000.

მოცულობის გამოსათვლელად საკმარისია რისკი გავყოთ პოზიციის სხვაობაზე: 10/2000 = 0.005 BTC.
სურათი - ფიუჩერსული ტერმინალი, სადაც აუცილებელია გარიგებებისთვის მონაცემების დაყენება  (WhiteBIT)

სურათი - ფიუჩერსული ტერმინალი, სადაც აუცილებელია გარიგებებისთვის მონაცემების დაყენება (WhiteBIT)

საკრედიტო მხარი ამ დროს არ თამაშობს როლს. ის მხოლოდ საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვაჭრობა ჩადებულ რისკთან მიმართებაში. 20K-დან 18K-მდე ვარდნა არის აქტივის 10%-იანი კლება, მაგრამ ფიუჩერსი ტრეიდერს  რისკის მართვის სხვანაირ საშუალებას აძლევს.

ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი მუდმივად უტოლდება მონეტის ფასს ბაზარზე. ძლიერი ზრდის ან კლების პერიოდში, გამყიდველებისა და მყიდველების თანაფარდობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ბირჟის ბალანსისთვის მათ შემოიღეს დაფინანსების განაკვეთი  - გარკვეული პროცენტი, რომელიც ირიცხება ტრეიდერების ღია პოზიციიდან. თუ ზრდაზე ვაჭრობა უფრო აქტიურია, ვიდრე კლებაზე, განაკვეთი  დადებითია, ამ შემთხვევაში ლონგ ტრეიდერები გადაუხდიან მათ, ვინც შორტ გარიგება გახსნა. უარყოფითი მნიშვნელობით, პირიქით. ბირჟებზე დაფინანსება ირიცხება სხვადასხვა გზით - 1, 4 ან 8 საათში ერთხელ.
სურათი - დაფინანსების განაკვეთის დარიცხვის ისტორია (FTX)

სურათი - დაფინანსების განაკვეთის დარიცხვის ისტორია (FTX)

ეს პარამეტრი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, თუ პოზიციის დიდი ხნით ღიად დატოვებას გეგმავთ.

ფიუჩერსების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ როგორც კი გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს ისინი, რთული არ იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ ხდება ამ ფიუჩერსებით ვაჭრობა. და მხოლოდ ამის შემდეგ, რისკებისა და სარგებლის მთელი ჩამონათვალის გაცნობიერებით, ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს სტაბილური და მომგებიანი ვაჭრობისთვის.