კრიპტო-დაკრედიტება: ტოპ 5 სერვისი
კრიპტო-დაკრედიტება - პროცესი, როდესაც მომხმარებლის ხელთ არსებული კრიპტოვალუტა, გამოიყენება როგორც გირაო, კრედიტის ან სესხის მისაღებად.
კრიპტო დაკრედიტება კარგი გზაა თქვენი კრიპტოვალუტის გამოსაყენებლად მისი გაყიდვის გარეშე. მომხმარებელი გირაოს სახით დებს საკუთარ მონეტებს, რისთვისაც იღებს აშშ დოლარს, ევროს, სტეიბლკოინებს ან სხვა ტოკენებს გამოსაყენებლად. უზრუნველყოფილი სესხი (შემდგომში LTV) ჩვეულებრივ 60-80%-ის ფარგლებშია. ანუ 100 დოლარად კრიპტოვალუტაში მსესხებელზე სესხის სახით 60-80 დოლარი გაიცემა, რომელსაც იხდის დარიცხული პროცენტებით.
ან პირიქით: მომხმარებელი საკუთარ სახსრებს გასცემს %-ით, რომელსაც პლატფორმა სხვა ტრეიდერებს სესხის სახით გამოუყოფს. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებულია თავად პლატფორმაზე, ლიკვიდურობაზე და შერჩეულ კრიპტოზე.
ცენტრალიზებულ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, დაკრედიტება ხშირად დამატებითი ინსტრუმენტია. ტრეიდერებს შეუძლიათ საკუთარი ფულის მართვა პლატფორმის შიგნით, მესამე რესურსებზე ფულის გადატანის გარეშე. მაგრამ ბირჟების უმეტესობა იყენებს მზა ლენდინგებს, ანუ მომხმარებელი, შუამავლის მეშვეობით, რომელიმე საკრედიტო პროტოკოლით მუშაობს.
აქ მოცემულია ყველაზე პოპულარული საკრედიტო სერვისების სია, სადაც შეგიძლიათ აიღოთ კრიპტო-გარანტიით უზრუნველყოფილი ტოკენები, ან თავად გახდეთ კრედიტორი და პლატფორმებს საკუთარი მონეტები მიაწოდოთ:
AAVE
ერთ-ერთი უმსხვილესი ლენდინგ-პროტოკოლი ბაზარზე. პლატფორმაზე შესაძლებელია კრიპტოვალუტის სესხება და გასესხება6 ქსელში - Avalanche, Optimism, Polygon, Phantom, Harmony და Arbitrum. საკუთარი სახსრების სესხად გაცემის წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ს აღწევს. LTV 60-80%-ის დონეზეა და დამოკიდებულია კონკრეტულ მონეტაზე.
პროექტს აქვს Native ტოკენი - AAVE, მისი მიმდინარე ღირებულება შეადგენს $81.75. პროექტის კაპიტალიზაციაა $1,1 მილიარდი, რაც AAVE-ს, Coingecko-ს ვერსიით კრიპტო აქტივების რეიტინგში 46-ე ადგილზე აყენებს.
AAVE-ს საკრედიტო პროტოკოლის საწყისი გვერდი
Compound
მსხვილი ფინანსური პროტოკოლი, რომელიც ძირითადად Ethereum-ბლოკჩეინზე მუშაობს. სხვა EVM ქსელებიც ხელმისაწვდომია, თუმცა მათი ლიკვიდურობა გაცილებით დაბალია. ზოგიერთი ტოკენის LTV აღწევს 83%-ს, ხოლო სესხის პულები საშუალებას იძლევა თანხა დეპოზიტზე, წლიურ 5-10%-ად დატოვო. პლატფორმაზე ასევე არის ალგორითმული სტეიბლ-კოინები. მაგალითად, ციფრული დოლარის FEI USD-ს სესხება შესაძლებელია ფანტასტიკური 112%-ად წელიწადში. ბუნებრივია, ალგორითმული სტეიბლების ფარმინგი არის რისკის შემცველი იდეა, რასაც თვითონ Fei USD- ის მოკლე დროის დეპეგებიც (მიბმის დაკარგვა) ადასტურებს, რომელიც იმ მომენტში 0,94 დოლარამდე დაეცა.
პროექტ COMP-ის native-ტოკენი 52 დოლარად იყიდება, ბაზრის კაპიტალიზაცია კი 358 მილიონ დოლარს შეადგენს.
Compound პლატფორმის სტატისტიკა
KAVA
საკრედიტო პროტოკოლი, რომელსაც, ბევრ სხვასთან ერთად, დეცენტრალიზებული ბირჟის ატრიბუტებიც აქვს. პლატფორმაზე შესაძლებელია არა მხოლოდ კრიპტოვალუტის სესხება და გასესხება, არამედ სტეიბლოკოინების სტეიკინგი წლიური შემოსავლიანობის 30%-ით, სვაპების განხორციელება, ფარმინგში და ლიკვიდურობის პულებში თანხების ინვესტირება, DAO-ს შემადგენლობაში პროექტის ცვლილებებისთვის ხმის მიცემა და ა.შ.
ლენდინგს აქვს ძირითადი ტოკენი KAVA, რომელიც კრიპტო-პროექტების რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებს 417 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით, ასევე დამატებითი მონეტა HARD-ი, რომელიც პლატფორმის შიდა გაცვლით ოპერაციებში გამოიყენება.
ცოტა ხნის წინ, პროტოკოლმა მოახდინა ხიდის ინტეგრირება და EVM ქსელის მხარდაჭერა დაამატა, რაც ს Ethereum-ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
საკრედიტო ოპერაციებისთვის ხელმისაწვდომი ტოკენები KAVA-ზე
VENUS
საკრედიტო პროტოკოლი, რომელიც BSC ქსელში მუშაობს. Venus ხშირად გამოიყენება კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ, როგორც ლენდინგი, რომლის მეშვეობითაც სავაჭრო პლატფორმა თანხების სესხების საშუალებას იძლევა. დაბლოკილი თანხების მოცულობა $1.2 მილიარდს აღწევს, TLV მერყეობს 55-80%-ის დიაპაზონში. პროტოკოლს აქვს TUSD, BUSD, USDT, DAI, DOT, XRP, MATIC, LTC, BTC და მრავალი სხვა მონეტის მხარდაჭერა. ზოგიერთი ტოკენის, მაგალითად TRX და CAKE-ის გასესხება შეიძლება, წლიურ 7 და 21%-ში.
შიდა ტოკენი VENUS - XVS, ფასი $4.5 დონეზეა. პროექტის კაპიტალიზაცია 68 მილიონი დოლარს შეადგენს. პლატფორმამ ასევე გამოუშვა საკუთარი ალგორითმული სტეიბლოკოინი VAI, რომლის მოჭრაც მომხმარებლებს პირდაპირ ვებგვერდზე შეუძლიათ.
Venus პლატფორმის სტატისტიკური მონაცემები
Alpaca Finance
მიუხედავად სახალისო სახელისა, Alpaca საკმაოდ სერიოზული ლენდინგია BSC ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. პროექტის TVL (Total Value Locked, დაბლოკილი სახსრების მოცულობა) - 500 მილიონია. ცოტა ხნის წინ Fantom-ის ქსელზე კროსჩეინ-ხიდი ამოქმედდა, მაგრამ აქამდე ლიკვიდურობა მხოლოდ 8 მილიონი დოლარს შეადგენს.
პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას ვისესხოთ და უზრუნველყოფაში დავაბანდოთ სხვადასხვა ტოკენი - სტეიბლკოინები, ETH, BTC, კრიპტოვალუტის ბირჟებისა და პლატფორმების მონეტები. პლატფორმას ასევე აქვს საკუთარი ალგორითმული სტეიბლი AUSD, რომლის სტეიკინგი წლიურად 8%-მდე მოგებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ AUSD-მ დეპეგი განიცადა და დოლარის კურსს გაემიჯნა. მონეტის მიმდინარე ღირებულება 0,95 დოლარია.
ALPACA-ს ტოკენი 0.29 დოლარად იყიდება. საბაზრო კაპიტალიზაცია კი $44 მლნ.
პლატფორმას ასევე აქვს DEX-ბირჟის ინტერფეისი, 8X ლევერიჯთან ერთად ტოკენების ფარმინგის შესაძლებლობა და NFT-მარკეტპლეისი.
Alpaca Finance-ის ლენდინგის საწყისი გვერდი
საკრედიტო პროტოკოლებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ Celsius Network-ის დიდი ლენდინგი. კრიპტოვალუტის ბაზრის დიდი ვარდნის ფონზე, პროექტმა ფულის შეტანისა და გატანის შესაძლებლობა შეაჩერა, ასევე, ჩადებული ტოკენებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება. რიგი მონაცემების მიხედვით, Celsius-ის გუნდის მიერ რისკის არასწორი მართვისა და შეფუთული stETH ტოკენის დეპეგის გამო, რომელიც კომპანიის რეზერვების საფუძველს წარმოადგენდა, მომხმარებლებმა მთლიანობაში პლატფორმაზე $3 მილიარდამდე დაკარგეს.
ცეცხლზე ნავთის ეფექტი ჰქონდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ " Celsius "-ს ხელმძღვანელობის წევრებმა. პლატფორმიდან ათობით მილიონი დოლარი გამოიტანეს. ამან საზოგადოებაში კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია, რომელმაც ლენდინგი ფინანსური პირამიდის ფორმირებაში დაადანაშაულა. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო საკრედიტო პროტოკოლის გაკოტრების საქმეზე, რომლის შედეგადაც უკვე გამოქვეყნდა Celsius-ის ყველა მომხმარებლის კონფიდენციალური მონაცემები.
ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ დაკრედიტების პროტოკოლის არჩევისას და ყურადღებით შევისწავლოთ პლატფორმის ფარგლებში სახსრების მიმოქცევის მექანიზმი.