ჰეი, mass adoption! კიდევ დიდხანს გელოდოთ?!
კრიპტოვალუტების მასობრივი მიმღებლობა (ინგლ. crypto mass adoption) არის ერთ-ერთი მისწრაფება, რომელიც კრიპტოინდუსტრიას ყველაზე მეტად აწუხებს. კრიპტოს შესახებ, სულ მცირე, ყოველ მეორეს სმენია და ბევრს ის ერთხელ მაინც გამოუყენებია. მაგრამ, დღემდე, ჩვენ კრიპტოვალუტით პურს მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვყიდულობთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
არასაკმარისი განათლება ?
კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის არასათანადო განათლება და ფართო საზოგადოების დაბალი ცნობიერება. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტები, როგორ გამოიყენოს ისინი და რით განსხვავდება ის ფულის ტრადიციული ფორმებისგან. ეს გაუგებრობა იწვევს შიშსა და ეჭვებს, რაც პოტენციური მომხმარებლების ნდობის მოპოვებას ართულებს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზება, უნივერსიტეტებში სპეციალიზებული ფაკულტეტებისა და საინფორმაციო და საგანმანათლებლო რესურსების გახსნა, როგორიცაა, მაგალითად, GNcrypto.
რეგულირება ?⚖️
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც კრიპტოინდუსტრია აწყდება, არის ნორმატიული გაურკვევლობა. ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული მკაფიო ნორმატიული ბაზა კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის.
ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობა ამით უკვე აქტიურადაა დაკავებული, მაგრამ არსებობენ მარეგულირებელი ინსტიტუტები, რომლებიც ამ საკითხს ცალმხრივად უდგებიან, ცდილობენ გაასამართლონ და დააჯარიმონ სხვადასხვა კრიპტოკომპანიები, იმის ნაცვლად, რომ ჯერ მათთვის მკაფიო წესები შეიმუშაონ. ასეთი ქმედებები კრიპტოვალუტების მასობრივ მიმღებლობასთან ნამდვილად არ გვაახლოებს.
მარეგულირებლებმა უნდა ითანამშრომლონ სხვადასხვა ასოციაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ კრიპტოკომპანიებისა და მათი კლიენტების ინტერესებს, რათა არ შეაჩერონ ამ ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვა და დაიცვან მისი მომხმარებლები თაღლითობისა და სხვა პრობლემებისგან.
ტექნიკური ბარიერები და სამომხამრებლო გამოცდილება ??
კრიპტოვალუტების სამყარო ბევრი ახალი მომხმარებლისთვის ტექნიკურად რთულია და მასობრივი მიმღებლობისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეცენტრალიზებული აპლიკაციების ინტერფეისები, რომლებიც ყოველთვის არ არის გასაგები და მოსახერხებელი.
კრიპტელებს ასევე შეიძლება შეექმნათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქსელის გადატვირთულობით გამოწვეული მაღალი საკომისიოები; გარკვეული ბლოკჩეინების შეუთავსებლობა, რაც კროსჩეინ ხიდების გამოყენებას მოითხოვს; მოცურება DEX პლატფორმებზე, რის გამოც კრიპტოვალუტის გადაცვლა სასურველი კურსით არ ხდება.
ამასვე შეიძლება მივაკუთვნოთ უსაფრთხოების არასრულყოფილი ინსტრუმენტები და “ხვრელები” ზოგიერთი DeFi პროტოკოლის პროგრამულ კოდში, რის გამოც ხშირად ხდება ჰაკერული შეტევები და ექსპლოიტები. მხოლოდ 2022 წელს 135 ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგად ზარალმა ჯამში 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
მაშ როდის დადგება ეს mass adoption?! ?♂️
სინამდვილეში, კრიპტოვალუტების მასობრივი მიმღებლობა თანდათან უკვე ხდება. ამაში მნიშვნელოვან როლს არსებულ ფინანსურ სისტემაში ინტეგრაცია თამაშობს, რადგანაც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს ამ კუთხით ბევრი უპირატესობა გააჩნია. ასეთი უპირატესობები ჩვენს ბოლო სტატიაში აღვწერეთ.
რაც შეეხება რეგულირებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაზე რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი განზე არ დგას, იქ მუშავდება ერთიანი MiCA კანონმდებლობა ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის. კარგად ორგანიზებული რეგულირება ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტ ინსტიტუციურ ინვესტორსა და ახალ მომხმარებელს შემოიყვანს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ბევრმა ცნობილმა კომპანიამ, როგორიცაა Nike, Meta, თუ Starbucks, კრიპტოპროექტებთან თანამშრომლობა და ბიზნესში მათი ტექნოლოგიების ინტეგრირება დაიწყო. ამ მხრივ შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ Polygon და VeChain.
აქედან გამომდინარე, კრიპტოს სამყაროს სრული მიმღებლობისთვის ჯერ კიდევ აუცილებელია ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა, რომელთა შესახებ ზევით გვქონდა საუბარი. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, ამ მომენტს დაველოდოთ, რათა დავიწყოთ იმ ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებსაც კრიპტოინდუსტრია გვჩუქნის.