კრიპტოზამთარი ყველაფერს ჩამოწერს: რატომ დაიხურა LocalBitcoin?

icon FOR
ფოტო - კრიპტოზამთარი ყველაფერს ჩამოწერს: რატომ დაიხურა LocalBitcoin?
კრიპტოვალუტის ზამთარი შეიძლება რთული იყოს. საკუთარი პორტფელის მომაბეზრებელი შემოწმება იმ იმედით, რომ ბაზარი სწორედ დღეს შემობრუნდება, თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასე რომ, იფიქრეთ ამ სტაგნაციის გამოყენების შესახებ, რათა თქვენი გონება კრიპტოგრაფიიდან მთლიანად გადართოთ".
ეს რჩევა 2012 წელს ჰელსინკიში დაარსებული საერთაშორისო P2P პლატფორმა LocalBitcoins-ის ბლოგიდან არის. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, LocalBitcoins-მა გადაწყვიტა, კრიპტოგრაფიიდან გადართვის საკუთარი რჩევა გაეთვალისწინებინა და დახურვის შესახებ განაცხადა. მიზეზად  იგივე ყბადაღებული კრიპტოზამთარი დასახელდა. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით პროექტის ირგვლივ არსებულ ვითარებას, სრულიად განსხვავებულ სურათს დავინახავთ.

LocalBitcoins-ის ბიზნესმოდელი კრიპტოინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა

2021 წლის დეკემბერში ბიტკოინის კურსმა ფასის პიკს მიაღწია - თითქმის $67 ათასი BTC-ს სანაცვლოდ. გაქანებულმა დათვურმა ტრენდმა LocalBitcoins-ის ვაჭრობის გლობალური მოცულობის შემცირების დამთრგუნველ სურათზე გავლენა ვერ მოახდინა. მაშინ არანაირ კრიპტოზამთარზე საუბარი არც ყოფილა. მაგრამ LocalBitcoins-ის რამდენიმეწლიანი ისტორია აშკარად დასასრულს უახლოვდებოდა.

LocalBitcoins-ის ვაჭრობის გლობალური მოცულობა, 2013 – 2023 წწ.. RIP

წყარო: coin.dance

წყარო: coin.dance

LocalBitcoins-ის ბიზნეს იდეა მოგაგონებდათ Nokia-ს თავისი „Connecting people-ით“. ეს იყო რაღაც განცხადებების დაფის მსგავსი, სადაც მომხმარებლები ბიტკოინის ყიდვის (ან გაყიდვის) შესახებ შეთავაზებებს აქვეყნებენ. უთითებენ საინტერესო კურსსა და თავიანთ ადგილმდებარეობას. შემდგომში გარიგების შესრულება შესაძლებელია პირადი შეხვედრისას, ნაღდი ანგარიშსწორებით (სრულიად ანონიმურად) ან დისტანციურად, ონლაინბანკინგის გამოყენებით.

ამ სქემის მიხედვით, პლატფორმა LocalBitcoins მუშაობდა 2019 წლის 1 ივნისამდე, როდესაც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით დაუტოვეს. კლიენტების ნაწილი LocalBitcoins-თან მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ზუსტად იმის გამო, რომ ბიტკოინებით ვაჭრობა სრული კონფიდენციალურობის პირობებში შეეძლო. „მშვიდად განისვენე, LocalBitcoins-ოვ!. გამარჯობა, კიდევ ერთო ცენტრალიზებულო ბირჟავ“, - აღშფოთდნენ ისინი.

რუსეთის ბაზრიდან გამოსვლამ გარდაუვალი ფინალი დააჩქარა

რა თქმა უნდა, ამ მედალს უარყოფითი მხარეც ჰქონდა. LocalBitcoins-ის მეშვეობით უკანონოდ მიღებული კრიპტოვალუტის "პამპი" ხდებოდა. 2020 წელს პლატფორმამ ანალიტიკური კომპანიის CipherTrace-ის წყალობით "მოიხვეჭა სახელი". მისი მოხსენებიდან გამომდინარეობდა, რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, LocalBitcoins-ში კრიმინალური წარმოშობის კრიპტოვალუტების გლობალური ბრუნვის დაახლოებით 12%-მა გაიარა. შესაბამისად, ფინეთიც, სადაც P2P პლატფორმის შტაბ-ბინა იყო განლაგებული, გლობალურ ანტირეიტინგში ლიდერობდა.

როგორც ჩანს, LocalBitcoins-ს სამშობლოში კანონთან დაკავშირებული პრობლემების შეეშინდა და თავისი AML და KYT პოლიტიკა ოპერატიულად გაამკაცრა. ამ ცვლილებების ფონზე, Binance-ის P2P ქვედანაყოფმა კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განცხადებების განთავსებისთვის ნულოვანი საკომისიო შესთავაზა. LocalBitcoins-მა კი 1% მოითხოვა. შედეგად ადამიანები კონკურენტებთან მასობრივად გადადიოდნენ. 

საკმაოდ ბუნდოვანია LocalBitcoins-ის რუსეთის ბაზარზე მუშაობის ისტორია. ადრეულ ეტაპზე, 2016 წელს, პლატფორმის საქმიანობა "როსპოტრებნადზორის" მიერ დროებითი აკრძალვის ქვეშ მოექცა. კომენტარის ნაცვლად, LocalBitcoins-მა რუსებს დეტალურად უამბო, თუ როგორ გადაელახათ ბლოკირება. უკვე 2020 წლისთვის პლატფორმაზე თითქმის ყოველი მეხუთე ტრანზაქცია რუსი მომხმარებლების მონაწილეობით ხდებოდა. LocalBitcoins ასეთ სტატისტიკას ხსნიდა რუსების სურვილით, თავი დააღწიონ მთავრობის კონტროლს კაპიტალზე და მკაცრ რეგულირებას.

ამავდროულად, ბიზნესლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2021 წლის შედეგების მიხედვით, LocalBitcoins რუსეთის საგადასახადოს აწვდის ინფორმაციას პლატფორმის 100 000 უმსხვილესი მომხმარებლის შესახებ. მათ, თავის მხრივ, შემოსავლების დეკლარაციისა და გადასახადების გადახდის მოთხოვნით „ბედნიერების წერილების“ მიღება დაიწყეს. მსგავსი შემთხვევები ადგილობრივ კრიპტოსაზოგადოებაში ფართოდ განიხილებოდა.

ფინური კრიპტობირჟის  ბორგვის შედეგი 2022 წლის ოქტომბერში რუსების საფულეების სრული დაბლოკვა გახდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მერვე თვეში, ევროპულმა სანქციებმა აიძულა LocalBitcoins, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების მომსახურება შეეწყვიტა.

იმ დროისთვის LocalBitcoins-ზე ვაჭრობის მოცულობა დაეცა იმ დონემდე, საიდანაც პროექტმა სტარტი 12 წლის წინ აიღო. პლატფორმაზე ანონიმურ წვდომაზე ფოკუსირებით, ფინელებმა  ვერ შეძლეს ბიზნესის გადაწყობა ახალი KYC მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რაშისტებთან „რთული ურთიერთობა“ კი P2P პლატფორმა LocalBitcoins-ის კუბოში ბოლო ლურსმანი გახდა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა.