პოლიტიკოსების მიერ დაწესებული რეგულაციები გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოიპოვებენ, იყიდიან, გაყიდიან და გამოიყენებენ კრიპტოვალუტებს ამერიკელები უახლოეს წლებში. 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო რბოლის დაწყება კარგი დროა კრიპტოინდუსტრიის ინტერესების აქტიური ლობირების დასაწყებად.
იმისათვის, რომ აშშ-ში კრიპტო ენთუზიასტების ხმა ხმამაღლა და მკაფიოდ ისმოდეს, კრიპტობირჟა Coinbase-მა 435-ვე საარჩევნო ოლქში საზოგადოებრივი კამპანია წამოიწყო.
ვის დაეყრდნობა Crypto435?
Crypto435 არის მასობრივი მოძრაობა, რომელიც ამერიკული კრიპტოსაზოგადოების ხმებს აერთიანებს. მისი მონაწილეები ხელს შეუწყობენ “crypto friendly” კანონმდებლობისა და მარეგულირებელი პოლიტიკის პოპულარიზაციას.
სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მონაცემების გამოყენებით, Coinbase-მა გამოთვალა, რომ 2023 წლის ბოლომდე 50 ათასი კრიპტოადვოკატის შეგროვება სრულიად მიღწევადი მიზანია.
ციფრები მრავლისმთქმელია. გასულ წელს, Coinbase-ს აშშ-ის 4 შტატში 1,6 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. ეს არის დაახლოებით 90 ათასი კრიპტელი მონტანაში, 1 მილიონზე მეტი - ოჰაიოში, 450 ათასზე მეტი - ნევადასა და 135 ათასი - ნიუ ჰემფშირში. სხვა შტატებში მომხმარებელთა რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ კლიენტების ეს ბირთვი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
ზოგადად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 20%, ან 50 მილიონზე მეტი მოქალაქე აცხადებს, რომ ისინი კრიპტოს მფლობელები არიან. კრიპტოვალუტის მომხმარებლები სხვადასხვა პოლიტიკურ, რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ესენი არიან რესპუბლიკელები (18%), დემოკრატები (22%) და ადამიანები გარკვეული პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე. ამავდროულად, ყოველი მეოთხე ზრდასრული აზიელი და ყოველი მეხუთე აფროამერიკელი კრიპტოში ინვესტიციას ახორციელებდა, ან მას ფინანსურ ოპერაციებში იყენებდა.
ყველაზე ხშირად, კრიპტის მფლობელები არიან ახალგაზრდა ამერიკელები: თაობა Z (36%) და მილენიალები (30%). ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ მომავალი კრიპტოვალუტასა და ბლოკჩეინს ეკუთვნის.
და ბოლოს, ამერიკელთა 67% დარწმუნებულია, რომ არსებულ ფინანსურ სისტემას სერიოზული ცვლილებები სჭირდება. Coinbase-ს ამ ადამიანების გადმობირებაც სურს და განმარტავს, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ფინანსების რეფორმისთვის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის.
კრიპტობირჟის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს, რომ ის თავის ბიზნესს ახორციელებს აშშ-ში, რადგან სჯეროდა და ახლაც თვლის, რომ ამერიკა კრიპტოსა და ბლოკჩეინის განვითარებისთვის იდეალური ადგილია. მიუხედავად ამისა, დღეს ამერიკის ხელისუფლება იძულებითი რეგულირების გზას დაადგა. ეს მიდგომა კრიპტოვალუტის სექტორის განვითარებას აფერხებს.
ღია წერილი კრიპტოინდუსტრიის დასაცავად წყარო: Coinbase-ის ბლოგი
რა ქმედებებს ელიან კრიპტოადვოკატებისგან Crypto435-ში?
Coinbase ინიციატივის მონაწილეებს მოუწოდებს, ყოველგვარი რიდის გარეშე დაუკავშირდნენ თავიანთ კონგრესმენებსა და ფედერალურ დონის პოლიტიკოსებს. მათ, როგორც ამომრჩევლებს, აქვთ უფლება, მოითხოვონ კრიპტოვალუტური კანონმდებლობის შემუშავება და მიღება.
ასევე, კრიპტელებმა უნდა გამოავლინონ სამოქალაქო აქტივობა და ხელი მოაწერონ არსებულ პეტიციებს ყველა დონის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ინიციატივების მხარდასაჭერად, ან მათ წინააღმდეგ. მაგალითად, Coinbase-მა უკვე მოამზადა ღია წერილი “We want to innovate in America” , რომელშიც კონგრესს მოუწოდებს, მიიღოს კანონი კრიპტოვალუტის შესახებ. არის სურვილი, რომ მოძრაობა მასობრივი გახდეს. ამიტომ, Crypto435-ის ამჟამინდელ მონაწილეებს სთხოვენ, ჩართონ ინიციატივაში თავიანთი მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ კრიპტოსა და Web3-ს. კრიპტობირჟა ამზადებს პოსტებს, პოდკასტებსა და რეკლამებს მედიაში, სადაც ხსნის ფინანსური სისტემის რეფორმის მნიშვნელობას. კრიპტელებს მათი გაზიარება სოციალურ ქსელებში შეუძლიათ.
Coinbase სტეიკინგის აგიტაციას ეწევა წყარო: კომპანიის Twitter
გარდა ამისა, მეწარმეები ეხებიან თემებს, რომლებსაც კანდიდატები საარჩევნო რბოლის დროს აუცილებლად წამოჭრიან. ეს არის უმუშევრობის დონე, ტექნოლოგიური განვითარება, გლობალური ლიდერობა. მაგალითად, ამერიკაში დღეს მსოფლიოს ყველა ბლოკჩეინ დეველოპერების 29% ცხოვრობს. თუმცა, ეს წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად იკლებს.
ამერიკული ბლოკჩეინ ინდუსტრია თავის გლობალურ ლიდერობას კარგავს. წყარო: Electric Capital-ის ანგარიში
2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს დეველოპერებისა და ბლოკჩეინ სფეროს არატექნიკური სპეციალისტების 4 მლნ სამუშაო ადგილის დაკარგვის რისკი. მკაფიო და პასუხისმგებლიანი რეგულირება… გადამწყვეტია ჩვენი პირველობისთვის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში და ეს სამუშაო უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ და არა ერთჯერადი იძულებითი ზომების გზით, — ამბობენ Coinbase-ში.
კრიპტო პოულობს მხარდაჭერას შტატების დონეზე
ვერ ვიტყვით, რომ Coinbase-სა და Crypto435-ის კრიპტოადვოკატების იმედები სრულიად უტოპიურია. იმ დროს, როდესაც ფედერალები აგრძელებენ კრიპტოინდუსტრიისთვის მარეგულირებელი რეკომენდაციების საკითხის გაჭიანურებას, შტატები საქმეს საკუთარ ხელში იღებენ. გუბერნატორების, კანონმდებლებისა და სამთავრობო უწყებების მზარდი რაოდენობა კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად ორპარტიულ წინადადებებს აყენებს.
მაგალითად, ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორმა, კრის სუნუნუმ (Chris Sununu) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა რეკომენდაციები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესახებ. პოლიტიკოსს სურს, შტატი გახადოს მიმზიდველ იურისდიქციად ბლოკჩეინ საწარმოებისთვის და, ამავდროულად, დაიცვას ინვესტორებისა და მომხმარებლების ინტერესები. ამასობაში, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომის (Gavin Newsom) ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში ინოვაციების შეახებ, რომელშიც წარადგინა 6 ნაბიჯი, რომელთა წყალობითაც შტატი ბლოკჩეინ სფეროში ლიდერობას შეინარჩუნებს.
ვაიომინგის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა (Mark Gordon) ხელი მოაწერა Wyoming Stable Token Act-ს. დოკუმენტით სტეიბლკოინების გამოშვება რეგულირდებოდა. ისინი იქნება რეპრეზენტაციული (სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ბანკნოტები) და უზრუნველყოფილი დოლარებით, რომლებიც 1:1 თანაფარდობით შტატის მინდობილ მართვაშია. კოლორადოს გუბერნატორმა, ჯარედ პოლისმა კრიპტელებს გადასახადების კრიპტოვალუტაში გადახდის ნება დართო, შტატს კი - მათი კონვერტაცია ფიატში. გარდა ამისა, ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტი პოზიციონირებს შტატს, როგორც ეროვნულ ლიდერს კრიპტოვალუტის დარეგულირების სფეროში.
ამგვარად, ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალების უმოქმედობით შექმნილ სამართლებრივ ვაკუუმს თანდათან ავსებს. Crypto435-ში მომავალშიც გააგრძელებენ პოლიტიკოსების იძულებას, ითანამშრომლონ და განავითარონ თამაშის გამჭვირვალე წესები კრიპტობაზრის ყველა მონაწილისთვის.