კრიპტოვალუტის დაწვა ფასზე არ მოქმედებს - და აი რატომ
ტოკენების დაწვა არის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია აქტივის ღირებულების გასაზრდელად. მიმოქცევაში ნაკლები მონეტა იქნება, შესაბამისად, ფასიც უნდა გაიზარდოს. სინამდვილეში, ეს მექანიზმი ყოველთვის არ მუშაობს.
მონეტების დაწვის ყველაზე მარტივი გზაა მათი გაგზავნა ნულოვან მისამართზე. ქსელების უმეტესობაში ის ანალოგიურია - 0X0000 Dead. ნულოვანი მისამართიდან მონეტების დაბრუნება შეუძლებელია, რადგანაც არავის აქვს წვდომა ამ საფულეზე.
Ethereum-ის ბლოკჩეინზე 238 მილიონი დოლარის ტოკენები დაიწვა.
Ethereum-ის ქსელში დამწვარი ტოკენების ექვივალენტი დოლარში (Etherscan)
უფრო მოწინავე მეთოდია ცალკე ალგორითმის განთავსება ძირითად ქსელში. მსგავსი განახლება გასულ წელს განხორციელდა Ethereum ბლოკჩეინში. 2021 წლის 5 აგვისტოს, EIP-1559 განახლებასთან ერთად ჰარდფორკი London აქტივაცია მოხდა. მას შემდეგ, ყოველი ტრანზაქცია საბაზისო საკომისიოს ნაწილს წვავს. წლის განმავლობაში 2,5 მილიონი მონეტა განადგურდა, 3,8 მილიარდი დოლარის ჯამური ღირებულებით.
ETH-ის დაწვის შედეგები (ultrasound.money)
Ethereum-ს ინფლაციური სტრუქტურა გააჩნია. მაქსიმალური ემისია შეზღუდული არ არის, რაც ფასების მატებაზე თეორიულ ბარიერს ქმნის. ჰარდფორკი London ახალი მონეტების მოჭრას ვერ აფერხებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ანელებს ინფლაციას. ქსელის მაღალი გადატვირთულობის პერიოდში, შესაძლოა, უფრო მეტი ETH დაიწვას, ვიდრე ახალი მონეტების გენერირება მოხდეს, რაც ეთერიუმს ზოგჯერ დეფლაციურ აქტივად აქცევს.
როდის არ მუშაობს დაწვა?
ETH-ის შემთხვევაში, მონეტები, რომლებიც მაინერებმა იყიდეს და/ან მოიპოვეს გამოიყვანება მიმოქცევიდან. ეს ნიშნავს, რომ აქტივის შესაძენად გადახდილია ფული და მონეტები უზრუნველყოფილია ლიკვიდურობით. დაწვა არ მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც განადგურებულია მხოლოდ "მოჭრილი" ტოკენები, რომლებიც თანხებით მხარდაჭერილი არ არის.
ხშირად, ახალგაზრდა პროექტებს უყვართ ტოკენომიკაში სვეტის "დამწვარი" არსებობით ტრაბახი. ისინი ლისტინგამდე აგზავნიან „ცარიელ“ ტოკენებს ნულოვან მისამართზე და შემდეგ ამატებენ ამ ელემენტს ინფოგრაფიკაში. ასეთი მანევრი მარკეტინგული ხრიკია და ფასის აწევა მას არ შეუძლია, რადგანაც აქტივი ჯერ ბირჟაზე არ ივაჭრება, შესაბამისად, ის არაფერი ღირს…
2022 წლის მაისში, დაიწყო Terra blockchain-ის მიერ LUNA ტოკენის უკონტროლოდ გენერირება, რათა აღდგენილიყო UST სტეიბლკოინის კურსი. ქსელი ტრილიონობით LUNA-ს აწარმოებდა და მათ ბაზარზე ყიდდა. სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით, საზოგადოება გამომუშავებული მონეტების დაწვის წინადადებით გამოვიდა. იდეა უარყოფილი იყო, რადგანაც ტოკენების დაწვა, რომლებსაც ფულით უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, სრულიად უსარგებლოა და არის სუფთა მანიპულაცია.
ვიდრე პროექტში ინვესტიციას განახორციელებთ, დარწმუნდით, რომ დაწვა ეფექტური გზაა ტოკენების მიწოდების შესამცირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების გასაზრდელად. არ ენდოთ პროექტებს, რომლებიც მომხმარებლების მოზიდვის მიზნით ისეთ მონეტებს წვავენ, რომლებსაც ფულით უზრუნველყოფილები არ არიან.