კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია: რა უნდა იცოდეს ინვესტორმა
კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია არის ყველა ციფრული აქტივის ერთობლივი ღირებულება, რომელიც მოცემულ მომენტში ბირჟაზეა ხელმისაწვდომი.
საბაზრო კაპიტალიზაციის გაანგარიშება
ნებისმიერი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციიის გაანგარიშება ხდება მისი ემისიის წარმოების (გამოშვებული მონეტების რაოდენობა) და ტოკენის მიმდინარე საბაზრო ღირებულების მიხედვით. შესაბამისად, კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია არის ყველა ერთად აღებული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის ჯამი.
მაგალითად, ბიტკოინის კაპიტალიზაცია დღეს 429 მილიარდ დოლარს უდრის. ეს შეფასება მიღებულია 19,000,000-ის 22,400-ზე გამრავლებით (სადაც 19 მილიონი არის ბაზარზე ბრუნვადი BTC ტოკენების რაოდენობა, ხოლო 22,400 დოლარი არის ბიტკოინის აქტუალური საბაზრო ღირებულება).
როგორც ბიტკოინის, ისე მთელი ბაზრის კაპიტალიზაცია შეიძლება შეიცვალოს როგორც ზრდის, ასევე კლების მიმართულებით, რადგანაც ემისიაც და ფასიც ცვალებადი ინდიკატორებია. დღეს, კრიპტო ბაზარი "ღირს" 1 ტრილიონ დოლარზე მეტი, პიკური კაპიტალიზაცია კი თითქმის $3 ტრილიონი იყო 2021 წელს.
სტაბილური ფასების დროს, პროექტის კაპიტალიზაციის გაზრდა შესაძლებელია დამატებითი ტოკენების გამოშვებით (თუმცა ეს შეიცავს ინფლაციის რისკებს და ამან შესაძლოა საპირისპირო მიმართულებით იმუშაოს). როდესაც ფასები იზრდება, კაპიტალიზაცია იზრდება საბაზრო გზით. „დაცემის ბაზარზე“ მონეტების ღირებულება მუდმივად მცირდება, რაც ამცირებს მათ უკან არსებული პროექტების კაპიტალიზაციასაც.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემები ბაზრის კაპიტალიზაციის შესახებ
ინვესტიციისთვის მონეტის შერჩევისას (ანუ იმისათვის, რომ მიიღოთ სარგებელი მისი ღირებულების ზრდით და არ გამოიყენოთ მისი უტილიტარული შესაძლებლობები), სწორედ კაპიტალიზაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტრიკა. ზოგიერთი ტოკენი შეიძლება სათანადოდ დაფასებული არ იყოს იმავე სეგმენტის კონკურენტი პროექტების მონეტებთან შედარებით (მაგალითად, DeFi, Play-to-Earn ან მეტასამყარო), საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ აქვთ ზრდის პოტენციალი.
კაპიტალიზაციის მონაცემების გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია საინვესტიციო მიზნების გაანგარიშება. მაგალითად, თუ Ethereum-ის მორიგ „მკვლელს“ იპოვით, მაშინ, ეთერიუმის კაპიტალიზაციაზე ორიენტირებით, შეგიძლიათ სცადოთ წარმოიდგინოთ თქვენი ფავორიტის პოტენციური მოგების პროცენტი: ბოლოს და ბოლოს, თუ ის არის „მკვლელი“, მაშინ ის, როგორც მინიმუმ, ETH-სკაპიტალიზაციით უნდა დაეწიოს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წააწყდეთ საინტერესო საბაზრო ჰიპოთეზებს "კრიპტოში" სახსრების შესაძლო გადადინების შესახებ ბევრად უფრო კაპიტალიზებული აქციების ან ოქროს ბაზრებიდან, რომელთა მეშვეობით თავად კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის პერსპექტივებისა და თანმიმდევრობის შეფასება ხდება.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციის საფუძველზე გაკეთებული საინვესტიციო დასკვნები შეიძლება არასწორი იყოს. მიზეზები შემდეგი შეიძლება იყოს:
შეცდომები გაანგარიშებაში: ყოველთვის არ არის შესაძლებელი მონეტის რეალური ემისიის ზუსტი დადგენა. და ზოგიერთ პროექტს საერთოდ შეუზღუდავი შეთავაზება აქვს. თუ ეს ეხება თქვენს მიერ არჩეულ აქტივს, მაშინ მისი კაპიტალიზაციის გათვალისწინებას თქვენს შემდგომ გამოთვლებში აზრი ეკარგება. ასევე ძალიან მარტივია „გონების ხაფანგში“ მოხვედრა: დაბალი კაპიტალიზაციის პროექტის მონეტა შეიძლება პერსპექტიულად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მას არ გააჩნია არანაირი ღირებულება და სარგებელი.
მანიპულაციები: არასანდო კრიპტოაქტივის მიმართ ინვესტორების ინტერესის გაღვივებისთვის, ორგანიზატორებს შეუძლიათ ხელოვნურად გაზარდონ მონეტაზე მოთხოვნა, რაც დადებითად აისახება კაპიტალიზაციაზე. ასეთი მანიპულიაცა მონაცემებს არასანდოს და არაობიექტურს ხდის, რის გამოც ინვესტორი შეიძლება გადაიხაროს საინვესტიციო გადაწყვეტილებისკენ ბორტმოქმედების სასარგებლოდ.
დასკვნა
კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია რჩება მოთხოვნად და სასარგებლო ინდიკატორად, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ თქვას სექტორში არსებული აქტუალური მდგომარეობის შესახებ.
თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ DYOR-ის წესი (Do Your Own Research, ანუ „ჩატარე შენი საკუთარი კვლევა“). ჩაატარეთ პროექტების სრული შესწავლა, სანამ შეარჩევთ მათ ტოკენებს თქვენი „პორტფოლიოს“ შირტ-ლისტისთვის. კაპიტალიზაცია მნიშვნელოვანი პარამეტრია, მაგრამ ის მაინც ერთადერთი არ არის.