რა არის ბაზრის სიღრმის დიაგრამა და როგორ უნდა წავიკითხოთ ის?

ფოტო - რა არის ბაზრის  სიღრმის დიაგრამა და როგორ უნდა წავიკითხოთ ის?
კრიპტოვალუტის თითოეულ ბირჟას აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც ტრეიდერებს უკეთესი გარიგებების დადების საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია ბაზრის სიღრმის დიაგრამა. ის საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ტოკენის მიმდინარე მდგომარეობა ვოლატილობის თვალსაზრისით და ეხმარება ბევრ ტრეიდერს სწორი სტრატეგიის შედგენაში.
სიღრმის დიაგრამა  ყიდვა-გაყიდვის გადადებული ორდერების მოცულობის ვიზუალურად წარმოდგენის საშულებაა. რეალურ დროში შეკვეთების წიგნის ჩვენების ფორმატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ ბაზრის რეაქცია ამა თუ იმ ორდერზე. მარტივი სიტყვებით, ეს არის მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდი. ეს ინსტრუმენტი ნათლად აღწერს ბაზრის მდგომარეობას მოცემულ მომენტში და მის სიღრმეს აჩვენებს.

დაბალი სიღრმე მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე არ არის საკმარისი ორდერი კონკრეტული ვალუტის წყვილისთვის. მაღალი სიღრმე ნიშნავს, რომ ორდერები საკმარისია. ამ მონაცემების ანალიზი ეხმარება ტრეიდერს უფრო მომგებიანი ვაჭრობის განხორციელებაში. მაგალითად, მაღალი სიღრმე საშუალებას აძლევს ტრეიდერს განახორციელოს უფრო დიდი მოცულობის ვაჭრობა მომავალში მის ფასზე გავლენის გარეშე. თუ თქვენ გახსნით შეკვეთას დიდი მოცულობით დაბალ სიღრმეზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის სწრაფი ცცლილება.

ვერტიკალურად არის განთავსებული მონეტების რაოდენობა, რომელსაც ტრეიდერი  თავის ორდერში ანთავსებს, ხოლო ჰორიზონტალზე არის სასურველი ფასი. ყიდვის მოთხოვნები გრაფიკის მარცხენა მხარეს არის მწვანე ფერში. შესაბამისად, მარჯვენა კუთხეში ჩანს გაყიდვის ორდერები, რომლებიც წითელ ფერშია ნაჩვენები. ზღვარი ამ უბნებს შორის (დიაგრამის ცენტრში) აჩვენებს  გარიგების ბოლო ფასს.

მონეტების რაოდენობა ვერტიკალურად აგებულია არა X ღერძიდან, არამედ წინა დონიდან. ამრიგად, შესაძლებელია პატარა კედლების ჩამოყალიბება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ორდერი (ან რამდენიმე ორდერი) მონეტების დიდ მოცულობაზე აღნიშნულ ფასად. მათი შექმნა შესაძლებელია ერთი ტრეიდერის ან მარკეტმეიკერის მიერ. ტრეიდერების  უმეტესობა აყალიბებს მოთხოვნებს ამ კედლების მონაცემეზბე დაყრდნობით.

მაღალი შესყიდვის კედლები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტრეიდერები დარწმუნებულები არიან მონეტის სტაბილურობაში.  გაყიდვის მაღალი კედლების ხშირი გამოჩენა კი საპირისპიროზე მიუთითებს. მაგრამ არ ენდოთ მხოლოდ ამ მონაცემებს. სიღრმის დიაგრამა მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება თქვენი სტრატეგიის არჩევისას.

სიღრმის დიაგრამა ბაზარზე მონეტის მიწოდებისა და მოთხოვნის შესახებ კარგ წარმოდგენას იძლევა, ასევე  უახლოეს მომავალზე სიტუაციის პროგნოზირებაში გვეხმარება.