რა არის Proof of Space?

ფოტო - რა არის Proof of Space?
Proof of Space ან Proof of Capacity არის კონსენსუსის ალგორითმი, რომელიც შეიქმნა, როგორც ძვირადღირებული და მაღალი რესურსების საჭიროების მქონე Proof of Work და Proof of Stake-ის ალტერნატივა. ის საშუალებას გაძლევთ კრიპტოვალუტის მაინინგი მყარი დისკის გამოყენებით განახორციელოთ. რაც უფრო მეტია მეხსიერება, მით მეტია ქსელში ბლოკის დამატების და კრიპტოვალუტის მოპოვების შანსი.
ბლოკჩეინის ამ მექანიზმის მიხედვით მაინერები დროებით უზრუნველყოფენ ადგილს თავის მყარ დისკზე ჰეშის შესანახად მაინინგის დაწყებამდე. ჰეში არის ასო-ციფრული სტრიქონი, რომელშიც ტრანზაქციის მონაცემების მასივია დაშიფრული. ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის: მისი მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის ავთენტურობის დადგენა მისი გამჟღავნების გარეშე.

PoC-ის ძირითდი თავისებურება ისაა, რომ მას არ სჭირდება ბევრი ენერგია, მხოლოდ მაღალი ტევადობის მქონე საცავი. ამრიგად, Proof of Space ითვლება უფრო ეკოლოგიურად, ენერგოეფექტურად და ხელმისაწვდომად.

ახალი Proof of Space კოინების გამომუშავება ხდება ბლოკჩეინებზე, რომლებიც მუშოაბენ ადგილის დადასტურების საფუძველზე, როგორიცაა Storj, Burst, Chia და SpaceMint. ამ ალგორითმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა Burstcoin. 

როგორ მუშაობს Proof of Space?

მაინერებმა, რომლებსაც სურთ ქსელში ბლოკების დამატება და სანაცვლოდ კრიპტოვალუტის მიღება, უნდა გაათავისუფლონ დისკზე ადგილი და გახადონ ის ხელმისაწვდომი ბლოკჩეინისთვის. ასევე, მონაწილის ნოდმა უნდა დაადასტუროს მისი შრომისუნარიონობა  საცავში თავისუფალი სივრცის შემოწმებით.

Proof of Space ალგორითმი შედგება ორი პროცესისგან - ეგრეთ წოდებული "მყარი დისკის აგებისა" და თავად მაინინგისგან. თავდაპირველად  იქმნება და ინახება ჰეშირებული გრაფიკები, რისთვისაც შეიძლება  რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ოყოს საჭირო, რაც დამოკიდებულია მეხსიერების მოცულობაზე, რომელიც არის მაინერის განკარგულებაში.

შემდეგ ინფორმაციის მრავალჯერადი დაშიფვრის მეშვეობით იქმნება ერთჯერადი ნომრების სიები, რომლებსაც “Nonces” ეწოდება. ისინი ასევე შეიცავს მაინერის სააღრიცხვო ჩანაწერის  ID-ს. რაც უფრო მეტი ადგილია დისკზე გრაფიკების შესაქმნელად, მით მეტი Nonces შეგიძლიათ შეინახოთ და მით უფრო მაღალია ჯილდოს მიღების შანსი.

თითოეული ნომერი შედგება 8192 ჰეშისგან, რომლებიც დანომრილი 0-დან 8191-მდეა დანომრილი. გვერდიგვერდ მდგარი ჰეშები გაერთიანებულია წყვილში და ამას ეწოდება "Scoops". მაგალითად, ჰეში 0 და 1 გარდაიქმნება 0-ად, ჰეში 2 და 3   1-ად და ასე შემდეგ ანალოგიის მიხედვით.

ამის შემდეგ იწყება მაინინგი. ის გულისხმობს "სკუპების" გამოთვლას ყოველი ერთჯერადი ნომრისთვის, რათა დაანგარიშდეს მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა ქსელში ბლოკის დასამატებლად.

მაგალითად, მაინერმა დაადგინა, რომ მინიმალური ვადა 40 წამს შეადგენს. თუ ამ დროის განმავლობაში ვერავინ შეძლებს ბლოკის დამატებას,  ამ შესაძლებლობას ის მიიღებს. ამრიგად, თუ ყველაზე სწრაფი გადაწყვეტა მოიძებნება მონაწილის საცავში, მას   განაწილებული რეესტრის ჯაჭვში ბლოკის დამატების უფლება ექნება.

PoC-ის უპირატესობები და ხარვეზები

Proof of Space-ის მთავარ უპირატესობად მისი დაბალი ენერგომოხმარება ითვლება. ის PoW-ზე  იმდენად ნაკლებია, რომ ამ ალგორითმის გამოყენებით შესაძლებელია მაინინგი ჩვეულებრივი მოწყობილობებით. კიდევ ერთი უპირატესობა არის პროცესის დეცენტრალიზაცია. Proof of Capacity-ში მაინერებს ასევე იზიდავს აღჭურვილობის მუდმივი განახლების აუცილებლობის არარსებობა და მუშაობის შემდეგ მყარი დისკის გაწმენდის შესაძლებლობა, რათა ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.  შესაბამისად, შესვლის ბარიერი გაცილებით დაბალია კონსენსუსის სხვა ალგორითმებთან შედარებით.

PoC-ის უარყოფითი ასპექტებში შედის, მაგალითად, ჰეშების დიდი სიის შექმნის სირთულე. გარდა ამისა, თუ ნოდი შემთხვევით გამოეთიშება ბლოკჩეინს, ჰეშირებული გრაფიკების აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. Proof of Space-ის ხარვეზებს შორის, ასევე არის ყველა ალგორითმისთვის საერთო: მეტი მაინერი მეტ სიმძლავრეს მოითხოვს (ამ შემთხვევაში, მეტ მეხსიერებას მყარ დისკზე).

სივრცის დადასტურება არის არსებული კლასიკური კონსენსუსის მექანიზმების საინტერესო ალტერნატივა, მაგრამ ამ ეტაპზე ის უკანა პლანზე რჩება და მას ძველი მოდელების ეფექტური შემცვლელის პრეტენზია არ გააჩნია.


Sidebar ad banner
Recommended