კრიპტოვალუტური პროექტები, რომლებსაც სარგებელი ცხოვრებაშიც მოაქვთ

ფოტო - კრიპტოვალუტური პროექტები, რომლებსაც სარგებელი ცხოვრებაშიც მოაქვთ
ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების სპექტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახლა მრავალი კრიპტოპროექტი არსებობს, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ანუ კრიპტოვალუტური სივრცის მიღმა გამოიყენება.

Filecoin (FIL)

Filecoin არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ და მიიღონ წვდომა ფაილებზე უსაფრთხო და ეფექტური გზით. პროექტი რეპლიკაციის  უნიკალურ  სისტემას იყენებს, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ჩაწერას ქსელის რამდენიმე კვანძში. შედეგად, შეუძლებელი ხდება მონაცემების დაკარგვა ან დაზიანება.

Filecoin, ასევე, საშუალებას გაძლევთ გააქირაოთ თავისუფალი ადგილი თქვენს მყარ დისკზე და ამაში ანაზღაურება მიიღოთ.
როგორ მუშაობს  Filecoin წყარო: docs.filecoin.io

როგორ მუშაობს Filecoin წყარო: docs.filecoin.io

Chainlink (LINK)

Chainlink არის ორაკულების დეცენტრალიზებული  პლატფორმა. ორაკულები  არის ქსელის კვანძები, რომელთა ფუნქციაში შედის მონაცემების გადამოწმება და ბლოკჩეინში გაგზავნა. პროექტის მიზანია უზრუნველყოს სმარტ-კონტრაქტების საიმედო წვდომა ინფორმაციაზე გარე წყაროებიდან,  როგორიცაა API ან სხვა მონაცემთა არხები, რომლებიც კრიპტოვალუტური გარემოს მიღმა არსებობს.

ქსელი ისეა შემუშავებული, რომ მაქსიმალურად დაცული და მდგრადი იყოს შეტევების მიმართ. მას აქვს დაშიფრვისა და კონსენსუსის მექანიზმების რამდენიმე დონე მონაცემთა სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
Chainlink-ის გამოყენება საწარმოების მიერ წყარო: chain.link

Chainlink-ის გამოყენება საწარმოების მიერ წყარო: chain.link

Civic (CVC)

Civic არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია პიროვნების ვერიფიკაციის სერვისების უზრუნველსაყოფად. პროექტი საშუალებას იძლევა, რომ იდენტიფიცირება ბიომეტრიის და სხვა უსაფრთხო მეთოდების გამოყენებით მოხდეს კონფიდენციალური ან პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.

პლატფორმა Civic შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალ დარგში, როგორიცაა ფინანსები, ჯანდაცვა და ელექტრონული კომერცია.
CIVIC PASS-ის შესაძლებლობები წყარო: civic.com

CIVIC PASS-ის შესაძლებლობები წყარო: civic.com

Internet Computer (ICP)

Internet Computer არის პროექტი, რომლის მიზანია ახალი ტიპის ინტერნეტის შექმნა  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. მისი მთავარი იდეა არის დეცენტრალიზებული ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის შექმნა სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით. მან უნდა გაუშვას ვებ-აპლიკაციები, განათავსოს ვებსაიტები  და  დაამუშავოს მონაცემები.

Internet Computer-ის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება პროგრამული კოდის ავტონომიური ერთეულების გამოყენებაა, რომლის განთავსება და გაშვება სპეციალური პროტოკოლის მეშვეობით ხდება, რაც დეცენტრალიზებული პროგრამების შესაქმნელად ეფექტურ და უსაფრთხო გზას უზრუნველყოფს.
რა არის Internet Computer წყარო: internetcomputer.org

რა არის Internet Computer წყარო: internetcomputer.org

VeChain (VET)

VeChain არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტზე და პროდუქტის ხარისხის კონტროლზე მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, წარმოებიდან მოხმარებამდე.

IoT სენსორებისა და RFID ტექნოლოგიის გამოყენებით, VeChain-ს რეალურ დროში ახორციელებს ისეთი მონაცემების მონიტორინგს, როგორიცაა ტემპერატურა, მდებარეობა და ხარისხი. შემდეგ ინფორმაცია ინახება ბლოკჩეინზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩანაწერები დაცულია გაყალბებისგან. ბლოკჩეინის მონაცემებზე წვდომის მოპოვება მიწოდების ჯაჭვში ჩართულ ყველა მხარეს შეუძლია.

პლატფორმა გამოიყენება მრწეველობის სხვადასხვა დარგში და უკვე დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები მსხვილ კომპანიებთან, რათა დაეხმაროს მათ კრიპტოტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში.
VeChain-ის გამოყენება კვების მრეწველობაში წყარო: vechain.org

VeChain-ის გამოყენება კვების მრეწველობაში წყარო: vechain.org

Solve.Care (SOLVE)

Solve.Care არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებას მათი კოორდინაციის გზით. ის უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პაციენტებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს  პაციენტების კონფიდენციალურობისა და მათი მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პლატფორმა ასევე განკუთვნილია ისეთი სერვისების მიწოდებისთვის, როგორიცაა შეხვედრების დაგეგმვა და სადაზღვევო პრეტენზიების მართვა.
Solve.Care-ის პლატფორმის გამოყენების საშუალებები წყარო: solve.care

Solve.Care-ის პლატფორმის გამოყენების საშუალებები წყარო: solve.care

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ხშირად ასოცირდება ინვესტიციებთან ან ფულის ახალ სახეობასთან, არსებობს მისი პრაქტიკული გამოყენების მრავალი საშუალება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს ცხოვრება ფინანსების სფეროს გარეთ. ზემოაღნიშნული მრავალი არსებული კრიპტოპროექტის მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებსაც ინოვაცია და სარგებელი მოაქვთ.

გაუგზავნეთ ეს სტატია ყველა სკეპტიკოსს, ვისაც მიაჩნია, რომ კრიპტოინდუსტრიას არ მოაქვს რაიმე დადებითი და, საერთოდ, ფინანსურ პირამიდას წარმოადგენს.