Good Gensler: გმირი, რომელსაც კრიპტოსაზოგადოება იმსახურებს?

ფოტო - Good Gensler: გმირი, რომელსაც კრიპტოსაზოგადოება იმსახურებს?
კრიპტოვალუტების სამყაროში გამოჩნდა ახალი მიმკოინი, რომელსაც Good Gensler (GENSLR) ეწოდება. ტოკენმა ყველას ყურადღება მიიპყრო და სულ რამდენიმე დღეში მისი ფასი 1500%-ით გაიზარდა. მიმკოინი 2023 წლის 19 აპრილს, ERC-20 სტანდარტის საფუძველზე შეიქმნა.
მის პროტოტიპად იქცა კრიპტოგმირი გარი გენსლერი პარალელური სამყაროდან, რომელიც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის ნამდვილი ხელმძღვანელისგან სრულიად განსხვავებულია.  
  
მონეტას სახელი ეწოდა კრიპტოდამცველის, კეთილი გენსლერის პატივსაცემად, რომელმაც კრიპტოვალუტის დაცვის გალაქტიკათაშორისი ლიგა (ICDL) შექმნა. წინაისტორიის  მიხედვით, როდესაც ICDL-ის შტაბ-ბინაში მოვიდა ზარი, რომ გალაქტიკური ბანკსტერები და FUD-ის გამავრცელებლები კრიპტოსამყაროს განადგურებას დაშინების, გაურკვევლობითა და ეჭვების გზით ცდილობენ, კეთილი გერი მიხვდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედა. 
  
თავისი უნიკალური ისტორიითა და წარმატების შთამბეჭდავი მაჩვენებლით, Good Gensler-მა ინტერესი როგორც მიმკოინის მოყვარულებში, ასევე კრიპტოინვესტორებშიც გამოიწვია. ტოკენი ამჟამად ივაჭრება Uniswap-ზე, MEXC-სა და Huobi-ზე, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $10 მილიონს შეადგენს.

GC
GN Crypto
ავტორი