დიდი ხნის ნანატრი სეილი CoinList-ზე! პროექტი CyberConnect (CYBER)

ფოტო - დიდი ხნის ნანატრი სეილი CoinList-ზე! პროექტი CyberConnect (CYBER)
როგორც იქნა, ეს მოხდა! ბოლო სეილიდან ერთი წლის შემდეგ, პლატფორმამ CoinList ახალი CYBER ტოკენის ამოქმედება დააანონსა. ის პროექტ CyberConnect-ის ნატიური ტოკენი გახდება და ბევრი კრიპტელი იმედოვნებს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
CyberConnect არის დეცენტრალიზებული სოციალური გრაფის  პროტოკოლი, რომელიც BNB Smart Chain-ის ბლოკჩეინზეა აგებული. მისი ძირითადი იდეა სხვადასხვა პლატფორმაზე არსებულ მომხმარებლებსა და პროექტებს შორის სოციალური კავშირების შექმნასა და მართვაში მდგომარეობს. 
 
უფრო ვრცლად ამ პროექტის შესახებ ჩვენს ვებგვერდზე, სხვა სტატიაში წაიკითხავთ, ახლა კი გთავაზობთ ფოკუსირებას თავად სეილსა და CYBER ტოკენზე.

მთავარი ინფორმაცია ICO-ს შესახებ:

  • სეილის თარიღი: 18 მაისი;
  • გასაყიდი ტოკენების საერთო რაოდენობა: 3 მილიონი (CyberConnect-ის გუნდის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაემატოს კიდევ 2 მილიონი ტოკენი). ეს ტოკენების მთლიანი მიწოდების 3%-ია. 
  • CYBER-ის ფასი: $1,8;
  • დაბლოკვა და ამოქმედება: 25%-ის განბლოკვა TGE-ზე, შემდეგ კი, 2023 წლის მეოთხე კვარტლიდან ექვსთვიანი ვესტინგი;
  • გამოსყიდვის მინიმალური ოდენობა - $100, მაქსიმალური - $500. მოთხოვნის შემთხვევაში, ლიმიტი შეიძლება გაიზარდოს $2000-მდე.

პრიორიტეტული რიგი

როგორც წესი, ტოკენების შეძენის მსურველთა რიცხვი თავად გასაყიდად ხელმისაწვდომ ტოკენებს აღემატება. CyberConnect-ის გუნდმა გადაწყვიტა, უპირატესობა მიენიჭებინა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პროექტის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამის დასადასტურებლად, ტოკენების შესაძენად დარეგისტრირებისას, მოგიწევთ თქვენი საფულის დაკავშირება, რომელიც საჭირო ინფორმაციას შეიცავს. ამ საფულეების “სურათი” 26 აპრილს გაკეთდა. პრიორიტეტულ რიგში მოსახვედრად, მომხმარებლები უნდა აკმაყოფილებდნენ რამდენიმე კრიტერიუმს:

  • პრემიუმ ccProfile-ის ფლობა;
  • დონე CyberConnect FanClub-ში;
  • შეგროვებული W3ST;
  • ადრეული მონაწილეების როლები Discord-ში;
  • Mystery Box-ის, ან The Shards-ის ფლობა;
  • პროექტში აქტივობისთვის მიღებული NFT-ები;
  • წვლილი CyberConnect-ში Gitcoin-ის მეშვეობით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

CoinList-ზე ICO-ში მონაწილეობის მისაღებად, უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე და გაიაროთ KYC ვერიფიკაცია. შემოწმებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. ასევე 15 მაისამდე აუცილებელია სეილზე დარეგისტრირება ამ ბმულის მეშვეობით. იქ შეგიძლიათ, გაეცნოთ ყველა დეტალს. არსებობს შეზღუდვები გარკვეული იურისდიქციის მოქალაქეებისთვის.

ტოკენების შესაძენად რეგისტრაციისას, პროექტ CyberConnect-თან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოთ. აი პასუხები:

1. 3,000,000.
2. Users in the waiting room for the sale will be given.
3. CyberConnect is a decentralized social network…
4. $USDC, USDT.
5. $1.80 per token, maximum purchase of $500.
6. The user's purchase may be canceled and the user may…
7. CoinList.co.
8. The user's account will be terminated…

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასასრულს შესაძლებელი იქნება თქვენი საფულის დაკავშირება, რომელიც დაადასტურებს პროექტში აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ ეს აუცილებელი პირობა არ არის.

CYBER ტოკენისა და რეტროდროპის შესახებ

CYBER არის CyberConnect-ის პროტოკოლის ტოკენი, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

  • მართვა. CYBER ტოკენის მფლობელებს პროექტ CyberConnect-ის სხვადასხვა საკითხზე ხმის მიცემის უფლება ექნებათ.
  • CyberProfile-ის მინთინგის საფასური;
  • გაზის გადახდა CyberWallet-ში;
  • მომხმარებლის ჯილდო.

CYBER-ის საერთო მარაგი 100 მილიონი ტოკენი ექნება. განაწილების სქემა ქვემოთ მოცემულ ცხრილშია მოყვანილი.
CYBER ტოკენების განაწილება. წყარო: link3.to/cyberconnect

CYBER ტოკენების განაწილება. წყარო: link3.to/cyberconnect

როგორც ვხედავთ, 12% უნდა დაურიგდეს საზოგადოებას, ასე რომ  შეგიძლიათ, რეტროდროპის იმედი იქონიოთ. იმისათვის, რომ მისი მიღების შანსი გქონდეთ, პროექტს მხარი უნდა დაუჭიროთ და მისი აქტიური მომხმარებელი იყოთ. ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სხვა სტატიაში ვებგვერდზე.