შეეგებეთ საერთაშორისო ბირჟას Coinbase-სგან!

ფოტო - შეეგებეთ საერთაშორისო ბირჟას  Coinbase-სგან!
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Coinbase-მა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ინსტიტუციონალური ტრეიდერებისთვის საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმა გახსნა. პლატფორმა მომხმარებლებს უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს, რაც 2022 წელს კრიპტოვალუტით ვაჭრობის გლობალური მოცულობის თითქმის 75%-ს შეადგენდა.
ბირჟამ ეს გადაწყვეტილება მიიღო SEC-ის მხრიდან კრიპტო კომპანიებზე გაზრდილი ზეწოლის ფონზე.

საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით Coinbase-ი ცდილობს, რომ თავისი პროდუქტები და სერვისები მთელ მსოფლიოში  მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ფინანსური სისტემის განვითარებას მხარი დაუჭიროს. 

მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა განყოფილებამ Coinbase Bermuda, ბერმუდის სავალუტო ორგანოსგან (BMA) კრიპტოვალუტური საქმიანობისთვის ლიცენზია მიიღო. ახლა საერთაშორისო ბირჟის მომსახურებით სარგებლობას შესაბამისი იურისდიქციების ინსტიტუციონალური მოვაჭრეები შეძლებენ. ეს  მომხმარებლებს უფრო მეტ წვდომას მისცემს მაღალ ლიკვიდურ ბაზრებზე და  სავაჭრო სტრატეგიების განხორციელებისთვის დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

Coinbase International Exchange შეუერთდა ციფრული აქტივების ბირჟების მზარდ სიას, რომლებიც  გლობალური ინსტიტუციონალური ტრეიდერებისთვის მთავარ პლატფორმებად  საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ. რაც უფრო მეტი ბაზარი ქმნის კრიპტოვალუტების მკაფიო ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა სანდო და  ნაცად ბირჟებზე.

GC
GN Crypto
ავტორი