Dapper Labs რუსეთის მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა

icon FLOW
icon NFT
icon FOR
ფოტო - Dapper Labs რუსეთის მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა
კომაპნია Dapper Labs-მა, რომელმაც შექმნა Flow blockchain, Crypto Kitties და NBA Top Shot პროექტები, რუსი მომხმარებლებისთვის თავის NFT პლატფორმებზე ურთიერთშეუცვლელი ტოკენებით ოპერაციები შეაჩერა.
ზომები მიღებული იყო იმ სანქციების ახალი პაკეტის ფონზე, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის საპასუხოდ მიიღო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მან დაბლოკა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ყიდვის, გაყიდვის, ვაჭრობის, ნებისმიერი ტიპის NFT-ის გაგზავნის, აგრეთვე სახსრების გატანისა და ბალანსის შევსების შესაძლებლობა.

„ჩვენი პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებელია გადახდების დამუშავებაზე და თანხების დაზოგვაზე,  ევროკავშირის წესებს ასრულებს. ამიტომ, კანონის შესაბამისად, ჩვენ იძულებულები ვართ შევაჩეროთ ოპერაციები რუსეთის მცხოვრებლებისთვის, რადგანაც მათზე სანქციები ვრცელდება“, - წერიაია Dapper Labs-ის ვებსაიტზე.

თუმცა, NFT პლატფორმებზე არსებული აკაუნტები არ წაშლილა და ადრე შეძენილი  ურთიერთშეუცვლელი ტოკენები რჩება მათი მომხმარებლების საკუთრებაში. მათ აქვთ წვდომა მათზე და შეუძლიათ თავიანთი აქტივების ნახვა.

გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ გარდა იმისა, რომ ევროკავშირმა გაამკაცრა  სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკას, მთავრობასა და საგარეო ვაჭრობას სფეროში,  უფრო მკაცრი ფინანსური მოთხოვნები გაჩნდა. კერძოდ, ისინი დაკავშირებულია ევროპული კრიპტო კომპანიების კომერციულ საქმიანობასთან. ახლა მათ ეკრძალებათ ნებისმიერი სერვისის მიწოდება რუსეთის ფედერაციის მომხმარებლებისთვის. ადრე სანქციების ქვეშ მხოლოდ ის აკაუნტები ხვდებოდა, რომლებიც 10000 ევროზე მეტი ღირებულების ოპერაციებს აცორციელებდნენ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსალოდნელია შეზღუდვების სერია სხვა კრიპტო კომპანიებისგან, რომლებიც უნდა დაემორჩილონ ევროკავშირის სანქციებს. თუმცა, ყველა გლობალური პლატფორმა არ შედის იმ სიაში, ვინც ვალდებულია დაბლოკოს ტრანზაქციები აგრესორი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის. მაგალითად, Binance-მა განუცხადა თავის რუს კლიენტებს, რომ დამატებით შეზღუდვებს არ დააწესებს.

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს ბრიუსელმა დაამტკიცა ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმის გამო, რომ პუტინმა ყალბი რეფერენდუმებით სცადა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია და მობილიზაცია გამოაცხადა.