რა არის თეთრი სია კრიპტოში?

icon FOR
ფოტო - რა არის თეთრი სია კრიპტოში?
თეთრი სია (Whitelist) არის ფორმა, რომელსაც პროექტის ორგანიზატორები კონკრეტული მოვლენის (აირდროპის, ტესტნეტის, ICO-ს, ან სხვა ნებისმიერი პრომოს) მონაწილეთა დასარეგისტრირებლად და დასამტკიცებლად ადგენენ.
თეთრი სიის მიზანია მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც კონკრეტულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. წევრებად შეიძლება დამტკიცდნენ პირები, ორგანიზაციები, ან საფულის მისამართები.

რისთვის იქმნება თეთრი სია?

ყველაზე ხშირად, თეთრი სია იქმნება შემდეგი მიზნით:

• პროექტის ტოკენსეილზე (ICO) ალოკაციის უზრუნველყოფა (შესაძლებლობა, ერთ-ერთმა პირველმა იყიდო ტოკენები გარკვეულ ფასად და გარკვეულ თანხად) - ეს არის Whitelist ტოკენების გამოსყიდვით.

• აირდროპი პროექტის ტოკენებით (ტოკენების უფასო დარიგება) - ეს არის Whitelist ტოკენების გამოსყიდვის გარეშე.

• NFT-ების მოჭრა (NFT-ის მოჭრის შესაძლებლობა უფრო დაბალ ფასად, ვიდრე გაყიდვისას).

• სხვა აქტივობებზე წვდომის უზრუნველყოფა (ამბასადორული პროგრამები, ტესტნეტები და ა.შ.)

როგორ მუშაობს თეთრი სია კრიპტოვალუტებში?

კრიპტოში, თეთრ სიაში მოხვედრილი მომხმარებელი იღებს პრიორიტეტს მომავალ მოვლენებში. თეთრ სიაში შეტანამდე, კრიპტოპროექტების უმეტესობა პოტენციურ მომხმარებლებს საჭირო კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს. გარდა ამისა, თეთრ სიაში შესარჩევი მონაწილეების მიერ შესრულებული სოციალური ქმედებები (მოწონება, გამოწერები, შეტყობინებები) აჟიოტაჟსა და პროექტისთვის დამატებით რეკლამას ქმნის.

თეთრ სიაში დამატების შემდეგ, პროექტის სიახლეებს უნდა ადევნოთ თვალყური და შემდგომ ინსტრუქციებს დაელოდოთ.

რა არის NFT-ების თეთრი სია?

NFT-ების თეთრი სია NFT მოჭრისთვის საფულის მისამართების დამტკიცება და რეგისტრაციაა. სია ანიჭებს პრიორიტეტს NFT-ების მინთისთვის წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში.

პოპულარულ NFT პროექტებში, როგორც წესი, არსებობს დაინტერესებულ  მომხმარებელთა საზოგადოება, რომელიც საუკეთესო NFT-ების მიღებას ცდილობს. ასეთ შემთხვევებში, NFT-ს თეთრი სია ეხმარება მომხმარებლებს NFT-ების მოპოვებაში გაყიდვამდე, ან საჯარო მოჭრამდე. გარდა ამისა, NFT-ების თეთრი სია გამოიყენება როგორც წახალისების საშუალება პირველი მომხმარებლებისთვის , რომლებიც პროექტს განვითარებაში ეხმარებოდნენ.

ხშირად აჟიოტაჟური NFT-ის მოჭრა ტრანზაქციის საკომისიოს ზრდას იწვევს. ასეთ ვითარებაში NFT-ების თეთრი სიის დანერგვამ შეიძლება შეამციროს ქსელის საფასური.

როგორ მოხვდეთ თეთრ სიაში?

კრიპტოვალუტის ბაზარი გაჯერებულია პოტენციური პროექტებით, რომლებსაც ახალი მომხმარებლების მოზიდვის იმედი აქვთ. ასეთ პროექტებს თეთრ სიაში ადგილების შეთავაზება ოფიციალურ ამოქმედებამდე შეუძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეთრ სიაში მოსახვედრად, პროექტს რაც შეიძლება ადრე უნდა შეუერთდეთ.

როგორც წესი, სიაში ყველაზე აქტიური მომხმარებლები ხვდებიან.