SwissBorg-ის განხილვა: CHSB-ის მონეტის იდუმალი სამყარო
გაიცანით SwissBorg, კრიპტო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ბლოკჩეინის მთავარ უპირატესობებს: სამართლიანობას და გამჭვირვალობას. ნატიური ტოკენის CHSH-ის და Wealth App-ის აპლიკაციის დახმარებით SwissBorg გარდაქმნის აქტივების მართვას. 141 მილიონ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაციით, CHSH-ს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია SwissBorg-ს უშუალოდ თქვენთვის.
SwissBorg არის ფართო კრიპტოგრაფიული ეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინის კონცეფციის ძირითად ატრიბუტებს აერთიანებს: სამართლიანობას, ნდობას, ხელმისაწვდომობას და გამჭვირვალობას. პლატფორმის ამოცანაა უზრუნველყოს მოსახერხებელი და თანამედროვე ინსტრუმენტები ციფრული აქტივების მართვისთვის.
ეკოსისტემა SwissBorg აერთიანებს ორ ძირითად კომპონენტს, Meritocracy-ს და Swarm Intelligence-ს. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ფინანსური და საინვესტიციო სერვისების უწყვეტ მიწოდებას, ყველა მონაწილის პრეფერენციების გათვალისწინებით.
ხართ ფინანსური ექსპერტი, კერძო პირი თუ სრულფასოვანი DAO, SwissBorg-ი გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური დონის დეცენტრალიზებული გარემო კრიპტოაქტივების პორტფელის ეფექტიანი მართვისთვის.
SwissBorg (CHSH) მონეტების გამოყენების სფერო
SwissBorg-მა შეიმუშავა Ethereum-ზე დაფუძნებული CHSH ტოკენი. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მზარდ ეკოსისტემას და სრულად ისარგებლონ მისი მიღწევებით. ERC-20 ტოკენი შეიძლება გამოყენებული იყოს ხმის მიცემისა და სტეიკინგისთვის. მისი დახმარებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ სავაჭრო პლატფორმის ყველა ფუნქციით, მათ შორის დაბალი საკომისიოებით და APY-ის უფრო მაღალი პროცენტით.
CHSB ტოკენის საკვანძო პარამეტრები 2023 წლის 12 ივნისის მონაცემებით:
- ტოკენის სახელწოდება: CHSB
- CHSH-ის ფასი: $0.1078
- ტოკენის სტანდარტი: ERC-20 Ethereum
- სრულად განზავებული საბაზრო კაპიტალიზაცია: $109,219,578
- საბაზრო კაპიტალიზაცია: $107,784,067
- ვაჭრობის მოცულობა (24 სთ.): $574,642
- საერთო მიწოდება: 1,000,000,000 CHSB
- ტოკენები მიმოქცევაში: 1,000,000,000 CHSB
CHSB საშუალებას აძლევს საზოგადოების წევრებს მონაწილეობა მიიღონ ქსელის განვითარებაში და ჩამოაყალიბონ დეცენტრალიზებული პროექტის მომავალი. SwissBorg Wealth აპლიკაციის გამოყენებით, CHSB მფლობელებს შეუძლიათ ადვილად მიიღონ წვდომა კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟებზე და გამოიყენონ უახლესი ინსტრუმენტები ფიატით ციფრული აქტივების შესაძენად/გასაყიდად.
SwissBorg-ის სათავეები
სავაჭრო პლატფორმა ოფიციალურად 2017 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა, ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტის გამოშვებასთან ერთად. ენტონი ლესიოსმირი და საირუს ფაზელი ამ ეკოსისტემის დამფუძნებლები არიან. პირველივე დღიდან, თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადეს თავიანთი ამბიციის შესახებ შეექმნათ უნიკალური ინფრასტრუქტურა, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება აკონტროლოს, განახორციელოს ინვესტირება და მართოს ციფრული სიმდიდრე დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
საკვანძო მოვლენები:
- 2017 წლის ნოემბერი: „თეთრი წიგნის“ გამოცემა და პროექტის დაწყების დაანონსება.
- 2018 წლის იანვარი: ICO-ს ჩატარება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვით.
- 2019 წლის მარტი: SwissBorg Community აპლიკაციის ანონსი და გაშვება.
- 2020 წლის იანვარი: SwissBorg Wealth აპლიკაციის გაშვება კრიპტოაქტივებით ვაჭრობისა და სტეიკინგისგან მოგების მისაღებად.
- Q4 2020: შემნახველი პლატფორმის კონცეფციის რეალიზაციამ მომხმარებლებს Smart Yield ფუნქციის გააქტიურების და CHSB და USDC დეპოზიტებიდან შემოსავლის მიღების საშუალება მისცა.
წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად, პლატფორმამ ორი სრულფასოვანი პროექტი განახორციელა: მოსახერხებელი კრიპტოვალუტური ბირჟა და ფუნქციონალური კრიპტოსაფულე, რომელიც მხარს უჭერს ყველა პოპულარულ კრიპტოვალუტას. კომპანიამ იზრუნა იმაზე, რომ მისი საფულის შესაძლებლობები მხარს უჭერდეს ტრენდულ ინსტრუმენტებსა და მეტრიკებს, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გააანალიზონ თავიანთი პორტფელი, თვალყური ადევნონ საგადასახადო გამოქვითვას და შეძლონ ურთიერთქმედება საზოგადოებასთან.
როგორ არის მოწყობილი SwissBorg?
აპლიკაცია Wealth ახლა სავაჭრო პლატფორმის ცენტრალური ელემენტია. კრიპტოვალუტური პორტფელის მენეჯმენტი, მოგების მაქსიმიზაცია და სხვადასხვა საინვესტიციო სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობა ამ პროგრამის მთავარი მიზნებია, რომელიც სპეციალურად SwissBorg-ის მობილური მომხმარებლებისთვის შეიქმნა.
პროგრამული უზრუნველყოფა ურთიერთქმედებს მსოფლიო დონის კრიპტოვალუტის ოთხ ბირჟასთან:
- Kraken
- Binance
- LMAX
- HitBTC
ასეთი მიდგომის მეშვეობით, საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ოპტიმალური ფასების და ხელსაყრელი სპრედების იმედი იქონიონ. გარდა ამისა, SwissBorg აპლიკაციის შესაძლებლობებს აფართოებს მისი ერთ-ერთი საკვანძო ფუნქციის - Smart Yield-ის დამატებით.
ეს ინსტრუმენტი მომხმარებელს კრიპტოვალუტის დეპოზიტების შეტანის და პასიური შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, SwissBorg ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა DeFi პროექტებში, ფარმინგის ინიციატივებსა და ლიკვიდობის მიმწოდებლების პროგრამებში, რაც „ავტომატზე“ მაქსიმალური მოგების საშუალებას იძლევა.
ინვესტიციები SwissBorg-ში
ამ მომენტისთვის Dennis Liu კვლავ არის SwissBorg-ის მთავარი ინვესტორი. ოთხი რაუნდის განმავლობაში პროექტმა მოახერხა ინვესტორებისგან 75,7 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერის მიღება:
- 2017 წლის 1 ივნისი: მონეტების საწყისი მიწოდება - მოზიდული თანხები: უცნობია
- 2017 წლის 3 იანვარი: Pre-Seed Round - მოზიდული თანხები: უცნობია
- 2017 წლის 12 დეკემბერი: მონეტების საწყისი მიწოდება - მოზიდული თანხები: $11 მილიონი
- 2023 წლის 31 მარტი: სერია A - მოზიდული თანხები: $23 მილიონი
SwissBorg ასევე მხარს უჭერს პერსპექტიულ ბლოკჩეინ-პროექტებს. პლატფორმამ წარმატებით დააფინანსა DeFIRE, Cathedral Studios და Lum Network, ბოლო ინვესტიცია ($1.1 მილიონი) 2022 წლის 12 ოქტომბერს განხორციელდა.
SwissBorg-ის საგზაო რუკა
პროექტის დამფუძნებლების თქმით, პლატფორმის მთავარი მისიაა აქტივების მართვის დემოკრატიზაცია და ყველა მონაწილეს შორის მოგების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფაა.
დღეს SwissBorg-ის გუნდი 150+ უმაღლესი კლასის სპეციალისტისგან შედგება და გააჩნია ციფრულ ვალუტაში ოპერირებისა და ინვესტირების მოქმედი ლიცენზია, რაც საშუალებას აძლევს განახორციელოს სტრატეგიული განვითარების გეგმები.
"საგზაო რუკის" ძირითადი ეტაპები:
- 2018 3 ინდექსის საინვესტიციო სტრატეგია ტოკენებისთვის |1 off-chain ფონდი | 1 დახურული კრიპტოფონდი | SwissBorg Platform | C Share | smart mandate.
- 2019 – 2020 ტოკენების 3 ახალი ინდექსი | Smart Mandate v1.0 | კრიპტობირჟა|SwissBorg Platform v2.0 | საბარათე ან ბიომეტრიული გადახდის გადაწყვეტილება | 20 პარტნიორობა ინსტიტუციონალურ კლიენტებთან | C-Share პროტოკოლის მიგრაცია CHSB ტოკენისთვის.
- 2021 – 2022 SWARM ტოკენის ინდექსაცია | Smart Mandate v3.0 | AI | დერივატივები.
- ოფციონები, ფიუჩერსები | SwissBorg Platform v4.0 | SB Academy |Blockchain Related R&D.
- 2025 გადასვლა ბლოკჩეინზე, რომელიც განახლებადი ენერგიაზე იმუშავებს.
- 2030 „ბინძური“ ენერგიის მოხმარების ნულამდე შემცირება.
SwissBorg-ის სტრატეგიის საფუძველია ციფრული აქტივების მომგებიანი განაწილება და გამოყენება ინვესტორების, ტრეიდერებისა და მენეჯერების პორტფელებში, რომლებიც ქსელს გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად და მოგების მაქსიმიზაციისთვის იყენებენ.
SwissBorg-ის ტოკენომიკა
პროექტის “თეთრ წიგნში” CHSH ტოკენომიკის მოდელი ასეთია:
ტოკენების განაწილება: ბაუნტი-ინიციატივები (1%) | შემდგომი შმუშავება (16,50%) | გუნდი და მრჩევლები (20%) | განაწილება TGE-ის დროს (62.50%).
- TGE-ის ჩატარების თარიღი: 07.12.2017 - 10.01.2018
- თანხების მოზიდვის ქვედა ზღვარი: 5.000.000 CHF
- ინვესტიციები ხელმისაწვდომია: ETH, BTC, XRP, BCH, LTC და ფიატით
- შეთავაზების ტიპი: ფიქსირებული
- ტოკენის მახასიათებლები: მრავალფუნქციური ტოკენი Proof of Meritocracy-ზე
- მყარი კაპიტალიზაცია: 50.000.000 CHF
გუნდისთვის გამოყოფილი თანხები ოთხი წლის განმავლობაში განიბლოკება, ვიდრე სრულად არ იქნება რეალიზებული.