DFINITY Foundation-ის კონფერენცია DeFi Meet-Up

ფოტო - DFINITY Foundation-ის კონფერენცია DeFi Meet-Up
6 თებერვალს, შვეიცარიაში, ციურიხში გაიმართება ოთხსაათიანი კონფერენცია (18:00 - 22:00) DeFi-ს თემაზე ორგანიზაცია DFINITY Foundation-ისგან. შეხვედრა გაიმართება შემდეგ მისამართზე: გენფერშტრასე, 11. ღონისძიება უფასოა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა დაჯავშნოთ ადგილი თქვენი საკონტაქტო მონაცემების მითითებით. DeFi Meet-Up-ის მიზანია ინტერნეტის დეცენტრალიზებული მომავლით დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს ახალი პროექტები, რომლებიც გამოჩნდა ბლოკჩეინზე Internet Computer (ICP).
DEFI MEET-UP-ის აფიშა

DEFI MEET-UP-ის აფიშა

რომელი DeFi პროექტები იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე?

Infinity Swap. ტოკენების გაცვლის პლატფორმაა Ethereum და Internet Computer ქსელებში, უფრო დაბალი საკომისიოებით, ვიდრე დეცენტრალიზებულ ბირჟებზე. კომპანიის მიერ შემუშავებული Chain-Key ტექნოლოგია და ავტომატური მარკეტმეიკერი იძლევა ასეთი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. აპლიკაცია ასევე გაძლევთ საშუალებას ფული ლიკვიდობის მიწოდებაზე გამოიმუშავოთ, ERC20 და IS20 ტოკენების განთავსებით სტეიკინგ პულებში. 

Rock Labs.პლატფორმა მულტიჩეინ- პროდუქტებისა და ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც საჭიროა დეცენტრალიზებული ინტერნეტის გაფართოებისთვის.

Deland Labs.კომპანიას აქვს ორი ცალკეული პროექტი: ღია ორდერების პროტოკოლი ჩაშენებული ავტომატური მარკეტმეიკერით და პლატფორმა NFT-ების ერთი დაწკაპუნებით შექმნისთვის. Deland Labs-მა ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (DFT) საკუთარი სტანდარტი შექმნა.

Finterest. დაკრედიტების პროტოკოლი ჭარბი უზრუნველყოფით. მომხმარებელს შეუძლია მიაწოდოს ტოკენები პლატფორმას, რათა მიიღოს პასიური შემოსავალი მსესხებლების გადახდებიდან.

IC Lighthouse. DeFi აპლიკაციების შემუშავების გარემო და დეცენტრალიზებული ფინანსების ეკოსისტემა ICP-ზე. პროექტში მონაწილეობენ საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები და Ethereum ბლოკჩეინ-ეკოსისტემის დეველოპერები.

Astro X. მულტიჩეინური კრიპტოსაფულე, რომელსაც შეუძლია დაიცვას აქტივები ნებისმიერ მოწყობილობაზე ყოველგვარი  სიდ-ფრაზის გარეშე. უსაფრთხოებისთვის ის იყენებს ბიომეტრიულ ავთენტიფიკაციას. 

ICLeague. დეველოპერებისა და მეწარმეების საზოგადოება, რომელიც ქმნის და აფინანსებს საჯარო Web3 სერვისებს ბლოკჩეინზე Internet Computer.

Helix Market.კომპანია, რომელიც მუშაობს საკუთრების უფლების და გამჭვირვალობის შესაქმნელად DeFi ეკოსისტემისთვის. 

კონფერენციის დასკვნითი ელემენტი იქნება საუბარი წარმოდგენილი სტარტაპების დამფუძნებლებთან. სტუმრებს საშუალება ექნებათ იქონიონ ურთიერთობა დეველოპერებთან,  განიხილონ Web3-ის   და დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარების პერსპექტივები.

რა არის DFINITY Foundation და Internet Computer?

DFINITY Foundation არის შვეიცარიული არაკომერციული კომპანია, რომელსაც მხარს უჭერს მეცნიერთა, ინჟინრების, დეველოპერებისა და კრიპტოგრაფების დიდი გუნდი. ორგანიზაცია დააარსა დომინიკ უილიამსმა 2015 წელს.

DFINITY-ის პროდუქტი არის ღრუბლოვან გამოთვლებზე დაფუძნებული ბლოკჩეინი Internet Computer (ICP), რომელიც მიზნად ისახავს განაწილებული მსოფლიო ქსელის შექმნას. პროექტის დამფუძნებლები მას მსოფლიო კომპიუტერსაც უწოდებენ.

Internet Computer -ის პლატფორმაზე შეიძლება შექმნათ ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაცია, სოციალური ქსელები, თამაშები, სტრიმინგის სერვისები, DEX, კორპორატიული სტრუქტურები. ეს ყველაფერი იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ბლოკჩეინის ნაწილი. მაგრამ რაც მთავარია, ასეთ Web3-ინფრასტრუქტურას არ სჭირდება ცენტრალიზებული ღრუბლოვანი სერვისები.