DefiLlama-ს შიდა კონფლიქტი. რა დაემართა პლატფორმას?

ფოტო - DefiLlama-ს შიდა კონფლიქტი. რა დაემართა პლატფორმას?
დეცენტრალიზებული ფინანსების ცნობილი საინფორმაციო პანელი DefiLlama ხმაურიანი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რის შედეგადაც შეიქმნა პლატფორმის ფორკი, რომელსაც llama.fi ეწოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა კომპანიის მიერ ტოკენის გამოშვებასთან დაკავშირებული გეგმები, რაც, გუნდის ზოგიერთი წევრის აზრით, შეთანხმებული არ ყოფილა.
DefiLlama არის პოპულარული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს და აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა DeFi პროტოკოლებიდან. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებით,  პლატფორმამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც მისი შიდა კონფლიქტი ვერ დაიმალა.
https://twitter.com/0xngmi/status/1637425043482222599

https://twitter.com/0xngmi/status/1637425043482222599

პლატფორმის ფორკის ინიციატორი გახდა DefiLlama-ს ერთ-ერთი დეველოპერი, რომლის ფსევდონიმია 0xngmi. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ზე 19 მარტს გამოაცხადა და საინფორმაციო პანელის დამფუძნებლები "მტრულ შთანთქმაში" დაადანაშაულა, რადგან მათ ტოკენი თანამშრომლების თანხმობის გარეშე გამოუშვეს. კოლეგას მხარი Tendeeno-მ დაუჭირა, რომელიც Llama Corp.-ის (DefiLlama-ს მშობელი კომპანია) პროექტების კონტრიბუტორია. ის შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
https://twitter.com/Tendeeno_/status/1637453565508608003

https://twitter.com/Tendeeno_/status/1637453565508608003

Llama Corp.-მა უარყო განცხადებები მტრული შთანთქმის შესახებ იმ ვარაუდით, რომ 0xngmi  დამოუკიდებლად მოქმედებდა. ამავდროულად, DefiLlama-ს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელშიც 0xngmi-სა და გუნდის რამდენიმე წევრს Defillama-ს საზოგადოებისა და IP მისამართის მიტაცებაში ადანაშაულებდნენ.

თუმცა, მეორე დღესვე DefiLlama-ს წარმომადგენლებმა Twitter-ზე განაცხადეს, რომ სიტუაცია განიმუხტა და განვითარებული  მოვლენებისთვის ბოდიში მოიხადეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ თავიანთი LLAMA ტოკენის გამოშვებას ჯერ არ აპირებენ, ხოლო Llama Cop.-ის ყველა განყოფილება მომავალში ერთობლივად იმუშავებს.
https://twitter.com/defillama/status/1637910941550489605

https://twitter.com/defillama/status/1637910941550489605